სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“
თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

20 მა­ისს, ჩვე­ნი დრო­ით სა­ღა­მოს 21:00 სა­ათ­ზე, რო­ტერ­დამ­ში "ევ­რო­ვი­ზი­ის“ სიმ­ღე­რის რი­გით 65-ე კონ­კურ­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი შოუ გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი წარ­სდგა.

მომ­ღე­რა­ლი მე­ა­თე ნომ­რად გა­მო­ვი­და და სიმ­ღე­რა - "You“ შე­ას­რუ­ლა. მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში 10 ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე გა­და­ვი­და, მაგ­რამ მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო ვერ მოხ­ვდა.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის­თვის უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სი. ჯერ კი­დევ სამი დღით ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღე­რალ­მა ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩან­და, რომ მე­ო­რე ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე 17 ქვეყ­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო ბოლო ად­გილ­ზე იყო.

"ორი რე­პე­ტი­ცი­ი­სა და გახ­სნი­თი შოუს შემ­დეგ, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ბო­ლო­ზე ვართ. ოუუუ ნო­უ­უ­უუ აწი რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­მა­ზე­ცი­ე­რი თუ გვიშ­ვე­ლის.." - წერ­და მა­შინ ყი­ფი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, კონ­კურ­სამ­დე ორი თვით ადრე, მას შემ­დეგ, რაც თორ­ნი­კე ყი­ფი­ანს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა და­უ­წუ­ნეს, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტე­ბით მო­იხ­სე­ნია. მა­შინ არა­ერ­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ითხოვ­და მის მოხ­სნას კონ­კურ­სი­დან.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა იმ პე­რი­ოდ­ში კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

უკვე მე­ო­თხე წე­ლია, რაც ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­აღ­წია. ბოლო მო­ნა­წი­ლე 2016 წელს Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ფი­ნალ­ში 20-ე ად­გილ­ზე გა­ვი­და. "ევ­რო­ვი­ზი­ის" ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა ჯგუფ "ელდრა­ინ­სა“ და სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ჰქონ­დათ, 2010 და 2011 წლებ­ში, ისი­ნი ფი­ნალშ 9-ე ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
9

თავს დააბრალეთ, არც სიმღერა ვარგოდა და არც შესრულება, მე ვნატობდი რომ ფინალში არ მოხვედრილიყო, იმიტომ რომ მეორედ ამის მოსმენ და სირცხვილის განცდა აღარ მქონოდა, რას გავდა, ყოველთვის მომწონდა თორნიკე მაგრამ ... მაგას ჯობდა ნიაზ დიასამიძე გაეშვათ რომელიმე ფრანგულენოვანი სიმღერით

გაგა
2

ვერ გავიდოდა აბა რა...საპანაშვიდე სიმღერა იმღერა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

20 მაისს, ჩვენი დროით საღამოს 21:00 საათზე, როტერდამში "ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა. საქართველოს სახელით მსმენელის წინაშე თორნიკე ყიფიანი წარსდგა.

მომღერალი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა - "You“ შეასრულა. მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მაგრამ მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/5qnogt74_F8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

თორნიკე ყიფიანისთვის უიღბლო აღმოჩნდა "ევროვიზიის“ კონკურსი. ჯერ კიდევ სამი დღით ადრე სოციალურ ქსელში მომღერალმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მეორე ფინალში მონაწილე 17 ქვეყნიდან საქართველო ბოლო ადგილზე იყო.

"ორი რეპეტიციისა და გახსნითი შოუს შემდეგ, წინასწარი მონაცემებით ბოლოზე ვართ. ოუუუ ნოუუუუ აწი როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის.." - წერდა მაშინ ყიფიანი.

ცნობისთვის, კონკურსამდე ორი თვით ადრე, მას შემდეგ, რაც თორნიკე ყიფიანს სოციალურ ქსელში საკონკურსო სიმღერა დაუწუნეს, გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია. მაშინ არაერთი გულშემატკივარი ითხოვდა მის მოხსნას კონკურსიდან.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იმ პერიოდში კომენტარისგან თავი შეიკავა.

უკვე მეოთხე წელია, რაც ქართველმა კონკურსანტმა ფინალამდე ვერ მიაღწია. ბოლო მონაწილე 2016 წელს Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz გახლდათ, რომელიც ფინალში 20-ე ადგილზე გავიდა. "ევროვიზიის" ისტორიაში საქართველოდან ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჯგუფ "ელდრაინსა“ და სოფო ნიჟარაძეს ჰქონდათ, 2010 და 2011 წლებში, ისინი ფინალშ 9-ე ადგილზე გავიდნენ.