მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი აღარაა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკაში ჩარევით კონსტიტუციას არღვევს" - კახა კუჭავა
"სააკაშვილი აღარაა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკაში ჩარევით კონსტიტუციას არღვევს" - კახა კუჭავა

"ფაქ­ტია, რომ რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გი­რა­ო­თი, პირ­ვე­ლი, რაც მან გა­ა­კე­თა, ის გა­ემ­გზავ­რა კი­ევ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად - სამ­წუ­ხა­როა, ფაქ­ტია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღარ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მან თა­ვად თქვა უარი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვით იგი არ­ღვევს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კახა კუ­ჭა­ვამ ბრი­უ­სელ­ში EURACTIV-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე უკე­თე­სი პარ­ტია იქ­ნე­ბო­და თუ არა, კუ­ჭა­ვა პა­სუ­ხობს, რომ ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბა, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს ამ­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ.

ამას­თან, კუ­ჭა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ შარლ მი­შე­ლის ჩარ­თვა და შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რეს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტე­სო­ბამ, უნდა გახ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა უფრო სწრა­ფად წა­ვი­დეს წინ.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზად არის ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და შე­თან­ხმე­ბა მმარ­თველ პარ­ტი­ა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის. ასე, რომ შარლ მი­შე­ლის ჩარ­თვა და შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც ხელი მო­ა­წე­რეს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ და ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტე­სო­ბამ - მათ­გან მხო­ლოდ ორმა თქვა უარი - უნდა გახ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ქვე­ყა­ნა უფრო სწრა­ფად წა­ვი­დეს წინ.

ის, რაც არ გვინ­და ვი­ხი­ლოთ მო­მა­ვალ­ში, არის სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბის ბო­ი­კო­ტი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ჩვენ ვხე­დავთ, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბა. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამა­ზე კვლავ უარს ამ­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ნიშ­ნე­ბი, რომ ისი­ნი შე­მოვ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ნორ­მა­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბა გვექ­ნე­ბა, ისი­ნი გა­მოთ­ქვა­მენ თა­ვი­ანთ შეშ­ფო­თე­ბა­სა და კრი­ტი­კას პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან, კო­მი­ტე­ტის სხდო­მე­ბი­დან და არა ქუ­ჩი­დან, რო­გორც ისი­ნი ამას დღემ­დე აგ­რძე­ლე­ბენ.

ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა. თუ მათ სურთ გა­მო­ხა­ტონ პრო­ტეს­ტი, ამის უფ­ლე­ბა აქვთ. მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქუ­ჩებ­ში იკ­ლებს. ხალ­ხს სურს მათი ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტში. ეს არის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც მათ ამ დრო­ი­სათ­ვის აირ­ჩი­ეს, იქ­ნებ ის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლონ, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ: ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია. ჩვენ ყვე­ლამ მო­ვის­მი­ნეთ შეშ­ფო­თე­ბა ბრი­უ­სე­ლი­სა და ვა­შინგტო­ნის მხრი­დან, სა­დაც კრი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლი იყო ოპო­ზი­ცი­ის იმ ნა­წი­ლი­სად­მი, რო­მე­ლიც არ გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას შე­მო­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში. ამ ქვე­ყა­ნამ, თა­ვი­სი რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი სა­ჭი­როა გა­ნი­ხი­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და არა ქუ­ჩა­ში.

ფაქ­ტია, რომ რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე [ნიკა მე­ლია] პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გი­რა­ო­თი, პირ­ვე­ლი, რაც მან გა­ა­კე­თა, რომ ის გა­ემ­გზავ­რა კი­ევ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სტრა­ტე­გი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად. სამ­წუ­ხა­როა, ფაქ­ტია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი აღარ არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მან თა­ვად თქვა უარი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვით იგი არ­ღვევს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას” , - გა­ნა­ცხა­და კუ­ჭა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
67

თუ კონსტიტუციას არღვევს, თქვენ რას აკეთებთ?! სიმინდს ფშვნით?! მე რომ დავარღვიო კონსტიტუცია ხომ დამიჭერთ?! ხოდა დაიჭირეთ ეგ მავნებელი, ან თუ ვერ იჭერთ გაწყვიტეთ ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც მაგის მფარველთან. და თუ ვერაფერ ამას ვერ ახერხებთ მაშინ ნუღარ წუწუნებთ.

5555
34

კუმ ფეხი გამოყო მეც პენალტი დამარტყმევინეთო........ 🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

ავტორი:

"სააკაშვილი აღარაა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკაში ჩარევით კონსტიტუციას არღვევს" - კახა კუჭავა

"სააკაშვილი აღარაა საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკაში ჩარევით კონსტიტუციას არღვევს" - კახა კუჭავა

"ფაქტია, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს გირაოთი, პირველი, რაც მან გააკეთა, ის გაემგზავრა კიევში, მიხეილ სააკაშვილთან სტრატეგიის განსახილველად - სამწუხაროა, ფაქტია, რომ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მან თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე და პოლიტიკაში ჩარევით იგი არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბრიუსელში EURACTIV-თან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, "ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარეშე უკეთესი პარტია იქნებოდა თუ არა, კუჭავა პასუხობს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში იმყოფება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ ისინი პარლამენტში შევლენ.

ამასთან, კუჭავამ აღნიშნა, რომ შარლ მიშელის ჩართვა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ, უნდა გახდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მზად არის ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობაზე, ჩვენ გვჭირდებოდა შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ასე, რომ შარლ მიშელის ჩართვა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ - მათგან მხოლოდ ორმა თქვა უარი - უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ.

ის, რაც არ გვინდა ვიხილოთ მომავალში, არის საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტი. საბედნიეროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პარლამენტში იმყოფება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე კვლავ უარს ამბობს, თუმცა არსებობს ნიშნები, რომ ისინი შემოვლენ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, რომ ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება გვექნება, ისინი გამოთქვამენ თავიანთ შეშფოთებასა და კრიტიკას პარლამენტის ტრიბუნიდან, კომიტეტის სხდომებიდან და არა ქუჩიდან, როგორც ისინი ამას დღემდე აგრძელებენ.

ეს თავისუფალი ქვეყანაა. თუ მათ სურთ გამოხატონ პროტესტი, ამის უფლება აქვთ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ქუჩებში იკლებს. ხალხს სურს მათი ხილვა პარლამენტში. ეს არის სტრატეგია, რომელიც მათ ამ დროისათვის აირჩიეს, იქნებ ის უკეთესობისკენ შეცვალონ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, კიდევ ერთხელ: ეს მათი არჩევანია. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ შეშფოთება ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან, სადაც კრიტიკა მიმართული იყო ოპოზიციის იმ ნაწილისადმი, რომელიც არ გამოხატავს მზაობას შემოვიდეს პარლამენტში. ამ ქვეყანამ, თავისი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოწვევებიდან გამომდინარე, არსებული საკითხები საჭიროა განიხილოს პარლამენტში და არა ქუჩაში.

ფაქტია, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე [ნიკა მელია] პატიმრობიდან გაათავისუფლეს გირაოთი, პირველი, რაც მან გააკეთა, რომ ის გაემგზავრა კიევში, მიხეილ სააკაშვილთან სტრატეგიის განსახილველად. სამწუხაროა, ფაქტია, რომ სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მან თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე და საქართველოს პოლიტიკაში ჩარევით იგი არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას” , - განაცხადა კუჭავამ.

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან