ვინირება კბილის რესტავრაციის ყველაზე სრულყოფილი და მცირე ინვაზიური მეთოდია ესთეტიკურ სტომატოლოგიაში.
ვინირების მეშვეობით შეიძლება კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი ესთეტიკურ სტომატოლოგიაში აქტიურად გამოიყენება და საშუალებას იძლევა,რომ მინიმალური ინვაზიის,ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგის მეშვეობით მივიღოთ იდეალური ღიმილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვინირება დღეს უკვე ძალიან პოპულარულია, მის გარშემო ეჭვები მაინც არსებობს. დღეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა - აზიანებს თუ არა ვინირი კბილებს და ამაზე პასუხი ერთმნიშვნელოვნად არის - არა! პირიქით,ვინირი აუმჯობესებს კბილების გარეგნობას და გაძლევთ უფრო ბრწყინვალე, თანაბარ ღიმილს.
არასწორად გაკეთებული ვინირებისა და დაშვებული შეცდომების გამო არის შემთხვევები, როდესაც ვინირება ადამიანებისთვის ჯანმრთელი კბილების დაკარგვასთან ასოცირდება. თუ არ გსურთ, რომ მათ შორის თქვენც იყოთ, ვინირების გაკეთებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
პროფესიონალიზმი და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ შეცდომები გამოირიცხოს და მაქსიმალური ორიენტირება მოხდეს პაციენტის სურვილზე, შედეგი კი იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე მას წარმოედგინა.
ბლიც სტომატოლოგია - კახაბერ ხარებავას კლინიკა წამყვანი გერმანული ბერენდის, Dentsply Sirona-ს ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, და ევროპული გაიდლაინების მიხედვით მკურნალობს პაციენტებს. უახლესი მიღწევა, რომელიც კლინიკაში გერმანელი ექსპერტების მიერ არის დანერგილი არის DSD - digital smile design, ანუ ვირტუალური ღიმილის დიზაინი. აღნიშნული პროცედურა მოიცავს Cerec ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებას. ამ პროტოკოლით პაციენტის კბილთა მწკრივის ვირტუალური 3D მოდელი იქმნება და მომავალი ღიმილის დაგეგმარება ხდება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. პროცედურა საშუალებას იძლევა კბილების ფორმების დიზაინი შეიქმნას სახის პარამეტრებთან ჰარმონიაში. და რაც მთავარია, თავდაპირველად,არ ხდება კბილების პრეპარირება და პროცესის მიმდინარეობისას პაციენტს საშუალება აქვს,თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ღიმილის შექმნაში.
ორთოპედიული მკურნალობა ტარდება CEREC cad/cam ციფრული სისტემის დახმარებით. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ციფრული პროტოკოლი უზუსტეს შედეგს იძლევა ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების თვალსაზრისით. სიზუსტე კი,რა თქმა უნდა,განაპირობებს შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობას. გარდაამისა CEREC ტექნოლოგია საშუალებას იძლევა,პაციენტმა წინასწარ ნახოს ჩასატარებელი რესტავრაცია და ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია კონსტრუქციის თავისებურებებზე.
თითოეული პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა საშუალებას აძლევს, პაციენტის მოთხოვნები სრულად იქნას დაკმაყოფილებული და სრულყოფილი შედეგი მიიღონ.
როგორც თავად პაციენტები ახასიათებენ კლინიკას - “აქ უკვე 22-ე საუკუნეა“ .
R