კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა
"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

მუ­სი­კო­სი და ხმის ინ­ჟი­ნე­რი გი­ორ­გი (გვა­ჯი) გვარ­ჯა­ლა­ძე მამა გახ­და. ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"Lenø, მა, ლე­ვა­ნი და­ი­ბა­და, შენი ძმა და ცრემ­ლე­ბის ზღვა­ში ღი­მი­ლი შე­მო­ი­ტა­ნა. სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კის ფან­ჯა­რას­თან სულ ორი ადა­მი­ა­ნი იყო - ლულუ და კარ­ლო, შენი დიდი ბებო, ნა­თე­ლა, კი ტე­ლე­ფონ­ში ლექ­სებს იძახ­და. მა­რი­კომ ისე შე­ას­რუ­ლა, 100-ჯერ მე­ტად შე­მიყ­ვარ­და. მი­ხა­რია, რომ შენც მო­ას­წა­რი მა­რი­კოს შეყ­ვა­რე­ბა. ყვე­ლამ ვის­წავ­ლეთ სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ შენ აღარ ხარ...

აუჰ, შენ იქ­ნე­ბო­დი ლე­ვა­ნის მთა­ვა­რი მე­გო­ბა­რი, შენს ხელ­ში აიდ­გამ­და ფეხს, ის­წავ­ლი­და ხატ­ვას, ხმებ­ში სიმ­ღე­რას. რომ გა­იზ­რდე­ბა შენს Apple Music-ს მივ­ცემ, თან ავუხ­სნი, რომ შენ და­უთ­მე. ახლა ჩემი და შენი ტან­საც­მე­ლი მი­სიც გახ­დე­ბა და თან ეცო­დი­ნე­ბა, რომ შენი სხე­უ­ლის სით­ბოს ატა­რებს. გი­ლო­ცავ, თუ სად­მე ხარ, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი მა“ - წერს მუ­სი­კო­სი.

"გვა­ჯის" ცხოვ­რე­ბა­ში 2019 წელი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მისი და ტე­ლე­წამ­ყვან ლულუ კა­ხი­ა­ნის სა­ერ­თო შვილ­მა ლენო გვარ­ჯა­ლა­ძემ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე.

მუ­სი­კოსს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლულუ კა­ხი­ან­თან ორი გო­გო­ნა ლენო და ნინი. ლუ­ლუ­სა და გვა­ჯის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა.

მუ­სი­კო­სის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ "გვა­ჯი" და მა­რი­კო თურ­მან მი­ქე­ლა­ძე უკვე წლე­ბია ერ­თად არი­ან. ამის შე­სა­ხებ გვა­ჯი სტა­ტუს­შიც წერს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ ლე­ნო­მაც მო­ას­წრო მა­რი­კოს შეყ­ვა­რე­ბა.

გო­გო­ნა გვა­ჯის სტუ­დი­ა­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს, ის ასე­ვე მუ­სი­კო­სია და ვი­ო­ლი­ნო­ზე უკ­რავს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გვა­ჯი, ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"ლენო ძა­ლი­ან მგავ­და, მეც სუ­ი­ცი­დის­კენ მქონ­და მიდ­რე­კი­ლე­ბა. მას მოს­წონ­და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ი­დე­ა­ლე­ბა, რომ­ლებ­მაც ასე და­ას­რუ­ლეს სი­ცო­ცხლე. პირ­ვე­ლი, რაც მახ­სოვს, მა­მა­ჩე­მის საფ­ლა­ვია. 3 წლის ვი­ყა­ვი, ავა­რი­ა­ში ერ­თად მოვ­ყე­ვით, ის გარ­და­იც­ვა­ლა. მე დიდი ხანი ვი­კე­თებ­დი ოპე­რა­ცი­ებს, რომ სი­ა­რუ­ლი შემ­ძლე­ბო­და. 14 წლის ასა­კი­დან მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი, არა­ვინ მა­კონ­ტრო­ლებ­და და არა­ვინ მზღუ­დავ­და...“ - ამ­ბობ­და გვა­ჯი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვა­ჯი და ლულუ ერ­თად აღარ ცხოვ­რო­ბენ, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თბო­ბა აქვთ და კარ­გი მე­გობ­რე­ბიც არი­ან. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის შვი­ლის და­ბა­დე­ბას ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­ვა­დაც და­ეს­წრო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არ იცნობ
11

სიყვარული ისწავლა, მაგრამ ქუჩა-ქუჩა დადის და ყველას ლანძღავს. მაგრა გისწავლია! შვილმკვდარი მამა ტონს არ უნდა უწევდეს. ამხელა კაცი დგახარ და ილანძღები აქეთ-იქით თუ ფეისბუქში თუ ისე. სირცხვილი სულ დაკარგა ამ ხალხმა და იტყუებით აქ ყველაფერს!

TAMARI
2

gmerto chemo.rogori tragedia...rogori bedniereba...gmerti gparavdet..

ავტორი:

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

მუსიკოსი და ხმის ინჟინერი გიორგი (გვაჯი) გვარჯალაძე მამა გახდა. ემოციური სტატუსი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

"Lenø, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ ორი ადამიანი იყო - ლულუ და კარლო, შენი დიდი ბებო, ნათელა, კი ტელეფონში ლექსებს იძახდა. მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ...

აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე. ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები მა“ - წერს მუსიკოსი.

"გვაჯის" ცხოვრებაში 2019 წელი ტრაგიკული აღმოჩნდა. მისი და ტელეწამყვან ლულუ კახიანის საერთო შვილმა ლენო გვარჯალაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მუსიკოსს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს. მეორე ქორწინებაში ლულუ კახიანთან ორი გოგონა ლენო და ნინი. ლულუსა და გვაჯის დაშორების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.

მუსიკოსის ახლობელი გვიყვება, რომ "გვაჯი" და მარიკო თურმან მიქელაძე უკვე წლებია ერთად არიან. ამის შესახებ გვაჯი სტატუსშიც წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ლენომაც მოასწრო მარიკოს შეყვარება.

გოგონა გვაჯის სტუდიაში მენეჯერად მუშაობს, ის ასევე მუსიკოსია და ვიოლინოზე უკრავს. რამდენიმე თვის წინ გვაჯი, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობდა:

"ლენო ძალიან მგავდა, მეც სუიციდისკენ მქონდა მიდრეკილება. მას მოსწონდა ისეთი ადამიანების გაიდეალება, რომლებმაც ასე დაასრულეს სიცოცხლე. პირველი, რაც მახსოვს, მამაჩემის საფლავია. 3 წლის ვიყავი, ავარიაში ერთად მოვყევით, ის გარდაიცვალა. მე დიდი ხანი ვიკეთებდი ოპერაციებს, რომ სიარული შემძლებოდა. 14 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობდი, არავინ მაკონტროლებდა და არავინ მზღუდავდა...“ - ამბობდა გვაჯი.

მიუხედავად იმისა, რომ გვაჯი და ლულუ ერთად აღარ ცხოვრობენ, ოჯახის ახლობლის თქმით, ძალიან კარგი ურთიერთბობა აქვთ და კარგი მეგობრებიც არიან. ყოფილი მეუღლის შვილის დაბადებას ტელეწამყვანი თავადაც დაესწრო.

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია