სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

სო­ხუმ­ში სა­კუ­თარ სახ­ლთან ჩა­ცხრი­ლუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი არ ცხრე­ბა. ქე­მალ არ­ძინ­ბას სნა­ი­პერ­მა, სა­კუ­თარ სახ­ლთან, მხრის მი­და­მო­ებ­ში, ხელ­სა და სა­ზარ­დულ­თან სამი ტყვია ეს­რო­ლა. ის მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბამ ის მი­ი­ღო, რაც და­იმ­სა­ხუ­რა. სხვე­ბის თქმით, ეს მკვლე­ლო­ბა არის იმის დას­ტუ­რი, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის ამ ეპი­ზოდს გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა არა­ერ­თი მსხვერ­პლით, რად­გან ყო­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის წინ გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქებს ხოლ­მე...

"იმამ შა­მი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე­ე­ბი მახ­სენ­დე­ბა მის­გან, მაგ­რამ სო­ხუ­მის ეს ქუჩა მის მიერ კოტ­როლ­დე­ბო­და. ცხა­დია, ეს ხდე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი წი­ლე­ბი­სა და მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ზოგ­ჯერ მგო­ნია, კრი­მი­ნა­ლურ მე­ხი­კო­ში ვცხოვ­რობ, სა­დაც ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბის შე­ტა­კე­ბას მუდ­მი­ვი სახე აქვს... ხა­ჯიმ­ბას პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, ხან ერთი დაჯ­გუ­ფე­ბა უნ­გრევ­და მას კა­რებს, ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ნიშ­ნე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რიო და ხან მე­ო­რე..." - წე­რენ არ­ძინ­ბას ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, 46 წლის ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გარ­შე­მო მის მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა არ­ძინ­ბას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­დე­ბულ ნი­უსს კო­მენ­ტა­რებს უთი­შავს.

ამას­თან, ამ საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟით, შე­საძ­ლოა, იხე­ი­როს დონ­ბა­სელ­მა სა­ხალ­ხო გმირ­მა ახრა ავი­ძ­ბამ, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­მა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა სა­ხი­ფა­თო ხა­სი­ათს იძენ­და. ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას გუნ­დის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ავი­ძ­ბა აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მე­დებ­და და მათ წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი გუნ­დის შექ­მნას იწყებ­და.

"ახლა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად თუ ავი­ძ­ბა გა­მო­უშ­ვეს, ეს ბევ­რად უა­რე­სი პრო­ცე­სე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. ამის ნიშ­ნე­ბი ჩანს, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ისე აქ­ტი­უ­რო­ბენ. შე­საძ­ლოა, "მოწ­მის" არ­ყო­ლის გამო ასეც მო­იქ­ცნენ, რომ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა ცოტა ხნით სხვა თე­მა­ზე გა­და­ი­ტა­ნონ... ვი­საც ავი­ძ­ბას პო­ლი­ტი­კო­სო­ბის სჯე­რა, ვუ­სურ­ვებ­დი, მუ­დამ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეცხოვ­როს, სა­დაც თავს უსაფრ­თხოდ სა­კუ­თა­რი სახ­ლის კედ­ლებს მიღ­მაც ვერ გრძნობ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "აძი­უ­ბა ტყვარ­ჩელსკი".

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი მი­ლა­ნა ნარ­მა­ნია ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ "ეს საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე ჰყავს აყ­ვა­ნი­ლი მი­ნის­ტრ დმიტ­რი დბარს და დამ­ნა­შა­ვის და­სა­კა­ვებ­ლად ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა.

"მა­ჭა­რას", პრი­მორსკი­სა და ბამ­ბო­რას პოს­ტებ­ზე კონ­ტრო­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობთ, რომ დამ­ნა­შა­ვემ ქვე­ყა­ნა არ და­ტო­ვოს..." - აცხა­დებს ნარ­მა­ნია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი მას პა­სუ­ხო­ბენ, რომ "შსს" მათ თვა­ლებ­ში ნა­ცარს აყ­რის და დამ­ნა­შა­ვე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის რაულ ბარცბას გა­რე­მოც­ვი­და­ნაა და მის მფარ­ვე­ლო­ბა­ში თავს ძალ­ზე და­ცუ­ლად გრძნობს. შე­სა­ბა­მი­სად, მას სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც.

"პა­ტა­რა აფხა­ზე­თის დიდ კრი­მი­ნა­ლურ ფრთას ერ­თით ნაკ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლი ეყო­ლე­ბა. გავ­ლე­ნი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლი იყო და თავ­ში აუ­ვარ­და. ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი ეგო­ნა, მი­დი­ო­და და ხალ­ხს წიხ­ლით უნ­გრევ­და კა­რებს, წილი მო­მე­ცით, და­ვიმ­სა­ხუ­რეო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლით არ­თმევ­და. ჩა­მო­ი­ა­რეთ სო­ხუმ­ში, რამ­დე­ნი ფარ­თია მის სა­კუთ­რე­ბა­ში, ქა­ლაქ­ში 12 ბინა ჰქონ­და. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ამ მკვლე­ლო­ბის უკან ბარცბა კი არა, ვი­ღაც მო­რი­გი გამ­წა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იდ­გეს... 2004 წელ­საც მო­ინ­დო­მეს მისი მოკ­ვლა, მა­შინ ხელ­ში და­იჭ­რა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა" - წერს იანა სუ­ხუმსკი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც აფხა­ზე­ბის ე.წ. ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევ­რს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ქი­ლე­რის დახ­მა­რე­ბით იშო­რე­ბენ. 2017 წელს, თა­ვის მძღოლ­თან დმიტ­რი ხაგ­ბას­თან ერ­თად, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს ბიზ­ნეს­მე­ნი პა­ველ არ­ძინ­ბა, რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში ასე­ვე დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა, ბევ­რი მას სა­ხე­ზეც არ იც­ნობ­და.

გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ინალ ხა­ში­გი თა­ვის სტა­ტი­ა­ში წერ­და, რომ "90-იანი წლე­ბის ომის დროს, მან აფხა­ზი მე­ომ­რე­ბის შე­სა­მო­სად დიდი ფული და­ხარ­ჯა, მათ ფორ­მე­ბი და ია­რა­ღი უყი­და, რად­გან ომამ­დეც მდი­დარ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და. ომის შემ­დეგ კი, მისი გავ­ლე­ნა ბევ­რად გა­ი­ზარ­და. პო­ლი­ტი­კო­სი ჩრდილ­ში უკა­ნო­ნო ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, მაგ­რამ გავ­ლე­ნას ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და. მას ბრა­ლი ედე­ბო­და მა­შინ­დელ ე.წ. პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­ზე თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
2

საწყალი ბავშვი,ხანდახან რა უსამართლოა ეს ცხოვრება..არადა რა მშრომელი ბიჭი იყო,კეთილი,ეჰ,ამ ცხოვრებისაც რაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

სოხუმში საკუთარ სახლთან ჩაცხრილული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის გარშემო დაწყებული აჟიოტაჟი არ ცხრება. ქემალ არძინბას სნაიპერმა, საკუთარ სახლთან, მხრის მიდამოებში, ხელსა და საზარდულთან სამი ტყვია ესროლა. ის მიღებული ჭრილობებით სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქემალ არძინბამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა. სხვების თქმით, ეს მკვლელობა არის იმის დასტური, რომ რეგიონში არსებული განუკითხაობის ამ ეპიზოდს გაგრძელება ექნება არაერთი მსხვერპლით, რადგან ყოველი ტურისტული სეზონის წინ გავლენებისთვის ბრძოლა ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე...

"იმამ შამილის ქუჩაზე ცხოვრობდა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი საქმეები მახსენდება მისგან, მაგრამ სოხუმის ეს ქუჩა მის მიერ კოტროლდებოდა. ცხადია, ეს ხდებოდა გარკვეული წილებისა და მისი ქვეშევრდომების ტერიტორიების მისაკუთრების სანაცვლოდ. ზოგჯერ მგონია, კრიმინალურ მეხიკოში ვცხოვრობ, სადაც ნარკოკარტელების შეტაკებას მუდმივი სახე აქვს... ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს, ხან ერთი დაჯგუფება უნგრევდა მას კარებს, ჩემი რეკომენდაციით დანიშნე გენერალური პროკურორიო და ხან მეორე..." - წერენ არძინბას ქუჩის მცხოვრებლები.

ადგილობრივების ცნობით, 46 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის საქმის გარშემო მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემა არძინბას მკვლელობის საქმეზე დადებულ ნიუსს კომენტარებს უთიშავს.

ამასთან, ამ საქმის გარშემო არსებული აჟიოტაჟით, შესაძლოა, იხეიროს დონბასელმა სახალხო გმირმა ახრა ავიძბამ, რომელიც ადგილობრივმა "ხელმძღვანელობამ" რამდენიმე თვის წინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავა, სინამდვილეში კი, მისი პოლიტიკური აქტიურობა სახიფათო ხასიათს იძენდა. ანქვაბი-ბჟანიას გუნდისგან იმედგაცრუებული ავიძბა აგრესიულად მოქმედებდა და მათ წინააღმდეგ ახალი გუნდის შექმნას იწყებდა.

"ახლა ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის გასანეიტრალებლად თუ ავიძბა გამოუშვეს, ეს ბევრად უარესი პროცესების დასაწყისი იქნება. ამის ნიშნები ჩანს, მისი მხარდამჭერები ისე აქტიურობენ. შესაძლოა, "მოწმის" არყოლის გამო ასეც მოიქცნენ, რომ ხალხის ყურადღება ცოტა ხნით სხვა თემაზე გადაიტანონ... ვისაც ავიძბას პოლიტიკოსობის სჯერა, ვუსურვებდი, მუდამ ასეთ სიტუაციაში ეცხოვროს, სადაც თავს უსაფრთხოდ საკუთარი სახლის კედლებს მიღმაც ვერ გრძნობ..." - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი "აძიუბა ტყვარჩელსკი".

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი ინსპექტორი მილანა ნარმანია ekhokavkaza.com-თან საუბარში აცხადებს, რომ "ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი მინისტრ დმიტრი დბარს და დამნაშავის დასაკავებლად ყველა ღონისძიება ტარდება.

"მაჭარას", პრიმორსკისა და ბამბორას პოსტებზე კონტროლი გაძლიერებულია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დამნაშავემ ქვეყანა არ დატოვოს..." - აცხადებს ნარმანია.

ადგილობრივები კი მას პასუხობენ, რომ "შსს" მათ თვალებში ნაცარს აყრის და დამნაშავე, დიდი ალბათობით, ე.წ. კანონიერი ქურდის რაულ ბარცბას გარემოცვიდანაა და მის მფარველობაში თავს ძალზე დაცულად გრძნობს. შესაბამისად, მას სულაც არ სჭირდება აფხაზეთის დატოვება, ჯერჯერობით მაინც.

"პატარა აფხაზეთის დიდ კრიმინალურ ფრთას ერთით ნაკლები კრიმინალი ეყოლება. გავლენიანი ოჯახის შვილი იყო და თავში აუვარდა. ქვეყანა თავისი ეგონა, მიდიოდა და ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცით, დავიმსახურეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალით ართმევდა. ჩამოიარეთ სოხუმში, რამდენი ფართია მის საკუთრებაში, ქალაქში 12 ბინა ჰქონდა. არ გამიკვირდება, ამ მკვლელობის უკან ბარცბა კი არა, ვიღაც მორიგი გამწარებული ადამიანი იდგეს... 2004 წელსაც მოინდომეს მისი მოკვლა, მაშინ ხელში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა" - წერს იანა სუხუმსკი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აფხაზების ე.წ. ეროვნული გმირის ოჯახის წევრს დაქირავებული ქილერის დახმარებით იშორებენ. 2017 წელს, თავის მძღოლთან დმიტრი ხაგბასთან ერთად, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ბიზნესმენი პაველ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ასევე დიდი გავლენით სარგებლობდა, თუმცა, ბევრი მას სახეზეც არ იცნობდა.

გამომძიებელი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თავის სტატიაში წერდა, რომ "90-იანი წლების ომის დროს, მან აფხაზი მეომრების შესამოსად დიდი ფული დახარჯა, მათ ფორმები და იარაღი უყიდა, რადგან ომამდეც მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ომის შემდეგ კი, მისი გავლენა ბევრად გაიზარდა. პოლიტიკოსი ჩრდილში უკანონო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ გავლენას ყოველთვის ინარჩუნებდა. შესაბამისად, ბევრი მტერი ჰყავდა. მას ბრალი ედებოდა მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მცდელობა".

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს