რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყანა მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიების ხელყოფის ყველა მცდელობას.
რუსეთის საორგანიზაციო კომიტეტის "გამარჯვების" ვირტუალურ შეხვედრაზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ როგორც კი ქვეყანა ძლიერდება, მისი ოპონენტები დაუყოვნებლივ პოულობენ მიზეზებს, რომ შეეცადონ შეზღუდონ მისი განვითარება.
პუტინის თქმით, რუსეთის შეკავების მცდელობები გაგრძელდება, რადგან მის ოპონენტებს "ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ სჭირდებათ".
"ყველას სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ - ვინც აპირებს ამის გაკეთებას, რომ ყველას კბილებს ჩავულეწავთ ისე, რომ მათ კბენა ვერ შეძლონ“, - აღნიშნა პუტინმა.
მან აქვე ახსენა, რომ რუსეთს შეიარაღებაში აქვს სრულიად ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი - ზებგერით სარაკეტო სისტემა “ავანგარდი”.