ავტორი:

"გელათის მხატვრობის განადგურება ჩემი ბრალი ყოფილა" - "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეო და საპასუხო ბრალდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან

"გელათის მხატვრობის განადგურება ჩემი ბრალი ყოფილა" - "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეო და საპასუხო ბრალდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონდა.

როგორც სააგენტო განცხადებაში განმარტავს, მასა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.

მათივე განმარტებით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გარეშე პირთათვის ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი დაიკეტება.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმიანება 19 მაისს რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, რაც ტაძარში წყლის ინფილტრაციასა და ტენიანობის მაღალ დონეს უკავშირდება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე არანაირი რეაგირება არ ხდება.

სინამდვილეში კი, დღეს, ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი. ვითარების ადგილზე გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ის მასა, რაც სოციალურ ქსელში ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს (და რასაც ამ ინფორმაციის გავრცელებისას მედიასაშუალებები იყენებენ), უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე გუშინ, 18 მაისს, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტაძრის ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. არაუფლებამოსილი პირის ხარაჩოზე თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ამ გზით დაცულ უნდა იქნეს ძეგლი დამატებითი ზიანისაგან მანამ, სანამ კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე მუშაობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის თანახმად, ხარვეზებით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების მიზეზით, შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემების აღმოფხვრაში სამინისტროსთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით, საქართველოს იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან. სწორედ იუნესკოს ექსპერტების მიერ ადგილზე ვითარების შესწავლისა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ტაძარში არსებული მდგომარეობის გამოსწორების სამოქმედო გეგმის შედგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია", წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი პასუხობს:

"ყოჩაღ ამხანაგებო,რა რეპუტაცია კი თქვენ გქონდათ შერჩენილი, მაგრამ ამით ბოლომდე გაიპარტახეთ თავი..თქვენი ნება რომ იყოს, იმ ეზოში არც კი შემიშვებდით, ნამუსის ბოლო ზღუდეს გაცდენილი თქვენი ეს განცხადებაც ამას ემსახურება, მაგრამ აწი ამას არაფერი ეშველება, ახლა გელათი რომ იქ არსებულ კატასტროფაზე თავად საუბრობს ისე ვერცერთი პროფესიონალი ილაპარაკებს, მითუმეტეს ვერც მე და ჩემი მეგობრები, რომლებმაც იქ 11 თვე ყოველდღე მხოლოდ იმიტომ ვიარეთ, რომ გასანადგურებლად მიმდგარი მავნებლებისთვის, ანუ თქვენთვის არ შეგვეტოვებინა უნიკალური მონუმენტალური მხატვრობა.ბოლშევიკები ხართ და თქვენს შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია.თან ტოტლებენის გზა აირჩიეთ, რასაც ისტორია შესაბამისად პასუხობს ადრე თუ გვიან...", - წერს თორნიკე ბარათაშვილი.

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს