სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?
"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

მუ­ზე­უ­მე­ბი­დან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ტა­ნი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი მუ­ზე­უ­მებს უბ­რუნ­დე­ბა - ექ­სპო­ნა­ტებ­ში და­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნდა.

მუ­ზე­უ­მე­ბი­დან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ტა­ნი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი დღეს მუ­ზე­უ­მებს უბ­რუნ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 2021 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო იმ ექ­სპო­ნა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცე­სი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს სა­მი­ნის­ტრო­ში შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ი­დან შე­ი­ტა­ნეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად მო­ძი­ე­ბუ­ლი 12 ექ­სპო­ნა­ტი დღეს ხელ­მო­წე­რი­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მუ­ზე­უ­მებს და­უბ­რუნ­და. ესე­ნია: ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, „ფა­სა­ნა­უ­რი“, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, „ძვე­ლი ქუ­თა­ი­სი“, ედ­მონდ კა­ლან­და­ძე, „ძვე­ლი სა­საფ­ლაო - ბა­ზი­ლი­კა“, გუ­რამ (ხიტა) ქუ­თა­თე­ლა­ძე, „ნა­ტურ­მორ­ტი“, გუ­რამ (ხიტა) ქუ­თა­თე­ლა­ძე, „პე­ი­ზა­ჟი“, ლე­ვან ლა­ღი­ძე, „გან­დევ­ნა“, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე, „რუს­თა­ვე­ლი“, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე, „დან­ტე“, იდა ოცხე­ლი, „ფო­თოლცვე­ნა“, რა­დიშ თორ­დია, „მო­ხუ­ცი ქალი შე­მოდ­გო­მის ყვა­ვი­ლე­ბით“, მი­ხე­ილ ხვი­ტია, „შე­მოდ­გო­მა“ და თენ­გიზ ცხონ­დია, „ძვე­ლი თბი­ლი­სის კუ­თხე“.

დღეს ეს ექ­სპო­ნა­ტე­ბი სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში გა­მო­ი­ფი­ნა და სა­ჯა­როდ და­უბ­რუნ­და მუ­ზე­უ­მებს.

"ამით გვინ­და და­ვას­რუ­ლოთ ის არა­სა­სურ­ვე­ლი ტრა­დი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მუ­ზე­უ­მე­ბი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, უვა­დოდ გაჰ­ქონ­და სხვა­დას­ხვა ექ­სპო­ნა­ტი სა­მი­ნის­ტროს ინ­ტე­რი­ე­რის მო­სარ­თა­ვად. მუ­ზე­უ­მე­ბის ფონ­დე­ბის კუთ­ვნი­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ად­გი­ლი არის მუ­ზე­უმ­ში, რათა ისი­ნი გა­მო­ი­ფი­ნოს და ნა­ხოს ხალ­ხმა“ , - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მუ­ზე­უ­მე­ბი­დან სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა დროს (1999-2010 წლე­ბი) გა­ტა­ნილ ექ­სპო­ნა­ტებ­ში აღ­მოჩ­ნდა და­ნაკ­ლი­სი. კერ­ძოდ, 3 ექ­სპო­ნა­ტი არ აღ­მოჩ­ნდა სა­მი­ნის­ტრო­ში, ხოლო 4 ექ­სპო­ნა­ტი გა­ტა­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა 2010 წელს ჩე­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში.

"ჩვენ გვაქვს ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­კარ­გუ­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­ვი­წყეთ ჩე­ხე­თი­დან 4 ექ­სპო­ნა­ტის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი, რომ­ლე­ბიც მალე უნდა და­უბ­რუნ­დეს მუ­ზე­უმს, ხოლო 3 ექ­სპო­ნა­ტის ბე­დის გა­მო­სარ­კვე­ვად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 20 აპ­რილს ჩვენ მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის აღ­დგე­ნის პრო­ცეს­ში, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ფერ­წე­რის ფონ­დი აღი­წე­როს, სა­დაც, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ზე მეტი პრობ­ლე­მა დაგ­როვ­და არა­ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში" , - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
78

ყოჩაღ. 

არჩი
85

არა აქვს მნიშვნელობა, ვის არ მოწონს წულუკიანი. ფაქტია - ძლიერი იურისტი, პოლიტიკოსი და მენეჯერია და კიდევ ერთი-ორი მისნაირი არ აწყენდა ქვეყანას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი ექსპონატები მუზეუმებს უბრუნდება - ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა.

მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი ექსპონატები დღეს მუზეუმებს უბრუნდება.

საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო იმ ექსპონატების შეგროვების პროცესი, რომლებიც სხვადასხვა დროს სამინისტროში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და საქართველოს ეროვნული გალერეიდან შეიტანეს.

მათივე ცნობით, ამ პროცესის შედეგად მოძიებული 12 ექსპონატი დღეს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მუზეუმებს დაუბრუნდა. ესენია: ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“, ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“, ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“, გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“, გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“, ლევან ლაღიძე, „განდევნა“, სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“, სერგო ქობულაძე, „დანტე“, იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“, რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“, მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“ და თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“.

დღეს ეს ექსპონატები სამინისტროს შენობაში გამოიფინა და საჯაროდ დაუბრუნდა მუზეუმებს.

"ამით გვინდა დავასრულოთ ის არასასურველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, კულტურის სამინისტროს მუზეუმებიდან, ფაქტობრივად, უვადოდ გაჰქონდა სხვადასხვა ექსპონატი სამინისტროს ინტერიერის მოსართავად. მუზეუმების ფონდების კუთვნილი ექსპონატების ადგილი არის მუზეუმში, რათა ისინი გამოიფინოს და ნახოს ხალხმა“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მუზეუმებიდან სამინისტროში სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) გატანილ ექსპონატებში აღმოჩნდა დანაკლისი. კერძოდ, 3 ექსპონატი არ აღმოჩნდა სამინისტროში, ხოლო 4 ექსპონატი გატანილი აღმოჩნდა 2010 წელს ჩეხეთში საქართველოს საელჩოში.

"ჩვენ გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ საბედნიეროდ, ეს ექსპონატები დაკარგული არ არის. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ჩეხეთიდან 4 ექსპონატის დაბრუნების პროცესი, რომლებიც მალე უნდა დაუბრუნდეს მუზეუმს, ხოლო 3 ექსპონატის ბედის გამოსარკვევად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 აპრილს ჩვენ მიერ წამოწყებული ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში, პირველ რიგში, სწორედ ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდი აღიწეროს, სადაც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვდა არაერთი წლის განმავლობაში" , - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს