სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა
"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა

მეს­მის, რომ გინ­დათ სკან­და­ლი, მაგ­რამ გე­ლათს არ სცა­ლია სკან­და­ლე­ბის­თვის - ნუ და­ბო­დი­ა­ლობთ ხა­რა­ჩო­ებ­ზე, რად­გან კი­დევ უფრო აზი­ა­ნებს ხა­რა­ჩო­ებ­ზე ბო­დი­ა­ლი იმ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ფრეს­კებს, რო­მელ­შიც სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი ფრეს­კის ზო­გი­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი არის, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის მი­ნიტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გე­ლა­თის სა­მო­ნატ­როს კონპ­ლექსთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსზე 2008 წლი­დან 2020 წლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძეგლის­თვის სა­ზი­ა­ნო ექ­სპე­რი­მენ­ტი.

ასე­ვე მან აღ­ნიშ­ნა, რომ გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსზე გან­თავ­სე­ბულ ხა­რა­ჩო­ებ­ზე სი­ა­რუ­ლის­გან თავი შე­ი­კა­ონ.

მი­სი­ვე თქმით, ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ მო­თხო­ვა, რომ ხა­რა­ჩო­ებ­ზე მი­სას­ვლე­ლი და­ი­კე­ტოს არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის­თვის, რა­ზეც უწყე­ბამ თან­ხმო­ბა მის­ცა.

"2008 წლი­დან 2020 წლამ­დე სამ­წუ­ხა­როდ, გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსზე, ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძეგლის­თვის სა­ზი­ა­ნო ექ­სპე­რი­მენ­ტი. ამას ერ­ქვა 2008 წლი­დან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ებ­რი­ვი და სა­ქარ­თვე­ლოს ოქ­როს ხა­ნის დრო­ინ­დე­ლი კრა­მი­ტით გა­და­ხურ­ვის მე­თო­დით აღორ­ძი­ნე­ბა და ამ ძვე­ლი მე­თო­დის აღორ­ძი­ნე­ბის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ირ­ჩა სწო­რედ სა­ექ­სპე­რი­მენ­ტოდ გე­ლა­თი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეც­დო­მა. ამ­გვარ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა და­ა­ზი­ა­ნა ძეგლი და მინ­და ყვე­ლას გთხო­ვოთ, გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლას­თვის გა­სა­გებ სი­ტყვას, ნუ და­ბო­დი­ა­ლობთ ხა­რა­ჩო­ებ­ზე, რად­გან კი­დევ უფრო აზი­ა­ნებს ხა­რა­ჩო­ებ­ზე ბო­დი­ა­ლი იმ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ფრეს­კებს, რო­მელ­შიც სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი ფრეს­კის ზო­გი­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი არის. მო­წო­დე­ბა მუდ­მი­ვად არის, რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ არც ერთი უცხო­ე­ლი ქსპერ­ტი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი არ არის, რომ ჩვენ მას მი­ვუ­თი­თოთ, რო­დის ჩა­მო­ვი­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ შევ­ძე­ლით და რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე დრო­ში იუ­ნეს­კოს­გან მო­ვი­პო­ვეთ თან­ხმო­ბა, რომ ერა­ყი­დან ჩა­მო­ვა ამ­ჟა­მად იქ მყო­ფი იტა­ლი­ე­ლი ექ­სპერ­ტი და ჩვენ ივ­ნის­ში შევ­ძლებთ ვნა­ხოთ მას­თან ერ­თად სა­ხუ­რა­ვი, რომ­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბის პირ­ვე­ლი და პირ­და­პი­რი შე­დე­გი არის სწო­რედ ფრეს­კე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, და­ვუს­ვათ სწო­რი დი­აგ­ნო­ზი, თუმ­ცა ჩვენ ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ვინც საქ­მე იცის და ვინც სამ­წუ­ხა­როდ, 70-80 წლის ასაკ­ში მათ აზრს არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და 2021 წლის მარ­ტამ­დე, სწო­რედ მა­შინ უნდა გქო­ნო­დათ მო­წო­დე­ბა, რომ ხან­დაზ­მულ ექ­სპერ­ტებს, ქარ­თვე­ლებს ჰკი­თხეთ აზ­რიო. სამ­წუ­ხა­როდ, ქვე­ყა­ნა­ში არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის წყვე­ტა ამ დარ­გში. მათ­თან ერ­თად ჩვენ დი­აგ­ნო­ზი გვაქვს დას­მუ­ლი, მაგ­რამ ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერტს. მთა­ვა­რია, რომ დრო­ე­ბი­თი გა­და­ხურ­ვა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ უნდა ით­ქვას, რომ არ უხ­დე­ბა ამ ძეგლს, უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ წყა­ლი აღარ ჩა­დის, თუმ­ცა წარ­სულ­ში ჩა­სუ­ლი წყლის გამო, ტე­ნი­ა­ნო­ბა არის ტა­ძარ­ში.

ამი­ტომ, ყვე­ლას გთხოვთ, მეს­მის, რომ გინ­დათ სკან­და­ლი, მაგ­რამ გე­ლათს არ სცა­ლია სკან­და­ლე­ბის­თვის. თავი შე­ი­კა­ვეთ ხა­რა­ჩო­ებ­ზე სი­ა­რუ­ლის­გან, რად­გან ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტო ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ­გვარ­მა მოძ­რა­ო­ბამ არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ, ხა­რა­ჩო­ებ­ზე სი­ა­რულ­მა, კი­დევ მე­ტად და­ა­ზი­ა­ნოს ფრეს­კე­ბი. ამი­ტომ, სა­ა­გენ­ტომ გუ­შინ მო­ი­თხო­ვა და ჩვენ მი­ვე­ცით თან­ხმო­ბა, რომ ხა­რა­ჩო­ებ­ზე მი­სას­ვლე­ლი და­ი­კე­ტოს არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის­თვის“ , - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, გე­ლათ­ში ფრეს­კებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლა აქვს, რათა გა­მო­მა­რი­ლე­ბის და გა­მოშ­რო­ბის დროს ნა­წი­ლა­კე­ბი კე­დელს არ მო­შორ­დეს.

"ფერ­წე­რის სპე­ცი­ა­ლის­ტებს და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ებს ვკი­თხე და ისი­ნი თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად გრძნო­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტე­ბი არ არის. ესაა სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლაა, მოჩ­ვე­ნე­ბაა რომ ეს "სკო­ჩია“. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ისიც კი გვი­თხრეს, სა­ნამ ვინ­მე რა­მეს იტყვის, გა­ი­კი­თხო­ნო... ესაა სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რო­დე­საც გა­მო­მა­რი­ლე­ბი­სა და გა­მოშ­რო­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნა­წი­ლა­კე­ბი კე­დელს არ მო­შორ­დეს და არ მო­წყდეს. ეს ფრეს­კე­ბი, რომ გა­დარ­ჩეს მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბია სა­ჭი­რო“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გე­ლა­თის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში კედ­ლის მხატ­ვრო­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩა­მო­ვარ­და, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტავს, მასა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ჩანს, უნდა იყოს ტა­ძარ­ში ფრეს­კე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით გან­თავ­სე­ბულ ხა­რა­ჩო­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცია "ევ­რო­პა ჩვე­ნი სახ­ლი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლის, თორ­ნი­კე ბა­რა­თაშ­ვი­ლის ას­ვლის და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­დე­გი, რა­საც და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერიელი
15

სამარცხვინოა 2021 საუკუნეში იუნესკოს მიერ დაცული ძეგლი ნადგურდებოდეს სადაც განისვენებს დავით აღმაშენებელი და ამაზე რეაქცია ერს არ ქონდეს, ამ გულგრილობოს და ჩიტირეკოიობის გამო ისჯება და კიდე დაისჯება ეს ყოფილი ერი!!!!!!!!! კინო წინ გველის სამწუხაროდ

ნინი
21

ქალბატონო თეა, მე ეჭვიც არ მეპარება თქვენს განათლებული აზე, მაგრამ ეს ლაპარაკიც რომ დაგეხვეწათ ურიგო არ იქნებოდა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა

"ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ეს კიდევ უფრო აზიანებს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს" - რას აცხადებს წულუკიანი ინფორმაციაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა

მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის, - ამის შესახებ კულტურის მინიტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონატროს კონპლექსთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე 2008 წლიდან 2020 წლამდე მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი.

ასევე მან აღნიშნა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე განთავსებულ ხარაჩოებზე სიარულისგან თავი შეიკაონ.

მისივე თქმით, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოთხოვა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის, რაზეც უწყებამ თანხმობა მისცა.

"2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდით აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან კიდევ უფრო აზიანებს ხარაჩოებზე ბოდიალი იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის. მოწოდება მუდმივად არის, რომ ჩამოიყვანეთ უცხოელი ექსპერტები. მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი უცხოელი ქსპერტი ჩვენი თანამშრომელი არ არის, რომ ჩვენ მას მივუთითოთ, როდის ჩამოვიდეს.

მიუხედავად ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და რეკორდულად მოკლე დროში იუნესკოსგან მოვიპოვეთ თანხმობა, რომ ერაყიდან ჩამოვა ამჟამად იქ მყოფი იტალიელი ექსპერტი და ჩვენ ივნისში შევძლებთ ვნახოთ მასთან ერთად სახურავი, რომლის გაუმართაობის პირველი და პირდაპირი შედეგი არის სწორედ ფრესკების დაზიანება, დავუსვათ სწორი დიაგნოზი, თუმცა ჩვენ ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ვინც საქმე იცის და ვინც სამწუხაროდ, 70-80 წლის ასაკში მათ აზრს არავინ ეკითხებოდა 2021 წლის მარტამდე, სწორედ მაშინ უნდა გქონოდათ მოწოდება, რომ ხანდაზმულ ექსპერტებს, ქართველებს ჰკითხეთ აზრიო. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პროფესიონალიზმის წყვეტა ამ დარგში. მათთან ერთად ჩვენ დიაგნოზი გვაქვს დასმული, მაგრამ ველოდებით ექსპერტს. მთავარია, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არ უხდება ამ ძეგლს, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი აღარ ჩადის, თუმცა წარსულში ჩასული წყლის გამო, ტენიანობა არის ტაძარში.

ამიტომ, ყველას გთხოვთ, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის. თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან, რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ, ხარაჩოებზე სიარულმა, კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები. ამიტომ, სააგენტომ გუშინ მოითხოვა და ჩვენ მივეცით თანხმობა, რომ ხარაჩოებზე მისასვლელი დაიკეტოს არაუფლებამოსილი პირებისთვის“ , - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გელათში ფრესკებს სპეციალური მასალა აქვს, რათა გამომარილების და გამოშრობის დროს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს.

"ფერწერის სპეციალისტებს და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. აღმოჩნდა, რომ წებოვანი ლენტები არ არის. ესაა სპეციალური მასალაა, მოჩვენებაა რომ ეს "სკოჩია“. სპეციალისტებმა ისიც კი გვითხრეს, სანამ ვინმე რამეს იტყვის, გაიკითხონო... ესაა სპეციალური მასალა, როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს. ეს ფრესკები, რომ გადარჩეს მასშტაბური სამუშაოებია საჭირო“, - განაცხადა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი ჩამოვარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც გამოეხმაურა.

როგორც სააგენტო განცხადებაში განმარტავს, მასა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, უნდა იყოს ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით განთავსებულ ხარაჩოზე ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლის და გადაადგილების შედეგი, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

24 საათში გარდაიცვალა 33 პაციენტი - რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

სამძებრო სამუშაოები კასპში - მამაკაცი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა