ბრიტანეთის პრინცმა უილიამმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო კემბრიჯის ჰერცოგმა "ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
On Tuesday I received my first dose of the COVID-19 vaccine.
— The Duke and Duchess of Cambridge (@KensingtonRoyal) May 20, 2021
To all those working on the vaccine rollout - thank you for everything you’ve done and continue to do. pic.twitter.com/8QP6ao5fEb
უცნობია, თუ რომელი ვაქცინით აიცრა უილიამი, ასევე ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, გაიკეთა თუ არა ვაქცინა მისმა ცოლმა, ქეით მიდლტონმა.
აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის წევრებიდან დედოფალი ელისაბედი პირველი იყო, რომელმაც ვაქცინა ჯერ კიდევ იანვარში გაიკეთა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა, სადაც საერთო ჯამში, გამოვლენილია კორონავირუსის 4.4 შემთხვევა, ვირუსს ბრიტანეთში 127 694 ადამიანი ემსხვერპლა. დიდ ბრიტანეთში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა 37-მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.
აი მალადეც :)
Ვითომ?