მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ვუპასუხებთ" - ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრის დეტალები: რა განაცხადეს მხარეებმა
"თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ვუპასუხებთ" - ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრის დეტალები: რა განაცხადეს მხარეებმა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვ­სა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენს შო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას სა­უ­ბა­რი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ეჩ­ვე­ნა. "არ­სე­ბობს გა­გე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ჭი­როა, და­იძ­ლი­ოს არა­ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც წინა წლებ­ში მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის შე­იქ­მნა“, - ამ­ბობს ლავ­რო­ვი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი მზა­დაა, გა­ნი­ხი­ლოს ორ­მხრივ დღის წეს­რიგ­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი.

  • "მზად ვართ, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, თა­ნას­წო­რო­ბის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის, ინ­ტე­რეს­თა ბა­ლან­სის დამ­ყა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­ვი­ხი­ლოთ და გა­დავ­წყვი­ტოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩვენს ორ­მხრივ დღის წეს­რიგ­შია - რე­გი­ო­ნა­ლურ და გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან, კონ­ფლიქ­ტებ­სა და კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით, ”- აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მოს­კოვ­მა და­ა­დას­ტუ­რა მზად­ყოფ­ნა სტრა­ტე­გი­ულ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-სთან დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"დღეს ჩვენ და­ვა­დას­ტუ­რეთ წი­ნა­და­დე­ბა დი­ა­ლო­გის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლა ას­პექ­ტის, ყვე­ლა ფაქ­ტო­რის გან­ხილ­ვით, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს სტრა­ტე­გი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე: ბირ­თვუ­ლი, არა­ბირ­თვუ­ლი, შე­ტე­ვი­თი, თავ­დაც­ვი­თი," - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

  • რა გა­ნა­ცხა­და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა?

შეხ­ვედ­რა შე­ა­ფა­სა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მაც. ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის თქმით, მოს­კო­ვის მხრი­დან აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვა­შინგტო­ნი მას შე­სა­ბა­მის პა­სუხს გას­ცემს.

"სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ჩვენს შო­რის გან­სხვა­ვე­ბე­ბი არ­სე­ბობს და რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ამ უთან­ხმო­ე­ბებს, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა პრე­ზი­დენტ პუ­ტინს გა­ნუ­ცხა­და, თუ რუ­სე­თი აგ­რე­სი­უ­ლად იმოქ­მე­დებს ჩვენს, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ ვუ­პა­სუ­ხებთ. არა ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და კონ­ფლიქ­ტის მიზ­ნით, არა­მედ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად," - აღ­ნიშ­ნა ბლინ­კენ­მა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ აშშ-ს რუ­სეთ­თან სტა­ბი­ლუ­რი და პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა სურს.

  • "ჩვენ რუ­სეთ­თან სტა­ბი­ლუ­რი, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა გვსურს. ვფიქ­რობთ, რომ ეს კარ­გია ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის, რუსი ხალ­ხის­თვის და მსოფ­ლი­ოს­თვის," - აღ­ნიშ­ნა ბლინ­კენ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­როვს შო­რის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა რე­ი­კი­ა­ვიკ­ში, არ­ქტი­კის საბ­ჭოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში, გა­ი­მარ­თა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბა­ი­დე­ნის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და. ბა­ი­დენ­მა თა­ვი­დან­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი აშშ-ის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის და არ­ჩევ­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის კუ­თხით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა კი­ბერ­თავ­დას­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სუ­ლი კვა­ლი და­დას­ტურ­დე­ბო­და, ამე­რი­კის რე­აქ­ცია იქ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი, გარ­და ამი­სა, მან პუ­ტინს მკვლე­ლი უწო­და.

სა­პა­სუ­ხოდ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "რას ვუ­პა­სუ­ხებ­დი მას? მე მას ვე­ტყო­დი, ჯან­მრთე­ლად იყა­ვით... ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ. ბავ­შვო­ბა­ში, რო­დე­საც ეზო­ში ერ­თმა­ნეთს ვე­კა­მა­თე­ბო­დით ხოლ­მე, ვამ­ბობ­დით: "ვინც იძა­ხის, იძა­ხის, თა­ვის თავ­ზე იძა­ხის".

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

ბაიდენმა უნდა ივარგოს, მართალია ღრმად მოხუცია, მრჩეველებიც ყავს და პუტინს დასვამს თავის ადგილზე., ამერიკა უძლიერესი ქვეყანაა უძლიერესი ეკონომიკით.

aleko
0

მოყვარე და მტერი..

ავტორი:

"თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ვუპასუხებთ" - ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრის დეტალები: რა განაცხადეს მხარეებმა

"თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ვუპასუხებთ" - ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრის დეტალები: რა განაცხადეს მხარეებმა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ კი ლავროვმა განაცხადა, რომ მას საუბარი კონსტრუქციულად ეჩვენა. "არსებობს გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა, დაიძლიოს არაჯანსაღი სიტუაცია, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიქმნა“, - ამბობს ლავროვი, რომლის კომენტარსაც რუსული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, განიხილოს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული ნებისმიერი საკითხი.

  • "მზად ვართ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, ინტერესთა ბალანსის დამყარების საფუძველზე, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგშია - რეგიონალურ და გლობალურ პრობლემებთან, კონფლიქტებსა და კრიზისთან დაკავშირებით, ”- აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვმა დაადასტურა მზადყოფნა სტრატეგიულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სთან დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით.

"დღეს ჩვენ დავადასტურეთ წინადადება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ასპექტის, ყველა ფაქტორის განხილვით, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიულ სტაბილურობაზე: ბირთვული, არაბირთვული, შეტევითი, თავდაცვითი," - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  • რა განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ენტონი ბლინკენმა?

შეხვედრა შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. ენტონი ბლინკენის თქმით, მოსკოვის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, ვაშინგტონი მას შესაბამის პასუხს გასცემს.

"საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს შორის განსხვავებები არსებობს და როდესაც საქმე ეხება ამ უთანხმოებებს, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ჩვენს, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ. არა ესკალაციისა და კონფლიქტის მიზნით, არამედ ჩვენი ინტერესების დასაცავად," - აღნიშნა ბლინკენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს.

  • "ჩვენ რუსეთთან სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა გვსურს. ვფიქრობთ, რომ ეს კარგია ჩვენი ხალხისთვის, რუსი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის," - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის პირველი შეხვედრა რეიკიავიკში, არქტიკის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ბაიდენმა თავიდანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი აშშ-ის საქმეებში ჩარევის და არჩევნებზე გავლენის მოხდენის კუთხით, ასევე სხვადასხვა კიბერთავდასხმების განხორციელების მიმართულებით რუსული კვალი დადასტურდებოდა, ამერიკის რეაქცია იქნებოდა შესაბამისი, გარდა ამისა, მან პუტინს მკვლელი უწოდა.

საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა ამგვარი განცხადება გააკეთა: "რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით... ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ვამბობდით: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის".