პალესტინის მხარის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვისას კიდევ ოთხი მშვიდობიანი პალესტინელი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის არიან 7 თვის ორსული ქალი, მისი მეუღლე და მათი ორი წლის ბავშვი, ასევე არიან დაშავებულებიც.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული საინფორმაციო სააგენტო Wafa იტყობინება, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ დეირ ელ-ბარაჰში წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამოქალაქო დასახლება დაბომბეს, რა დროსაც ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა და კიდევ ბევრი დაშავდა.
მათივე ცნობთ, ღაზას სექტორზე 10-დღიანი უწყვეტი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 245-მდე გაიზარდა, მათ შორის 68 ბავშვია და 37 ქალი.
დაშავდა 1 500-ზე მეტი ადამიანი.
27 პალესტინელია მოკლული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების დასახლებაში, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავდა ადამიანი 1 108.