პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან" - ვოლსკი
"ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან" - ვოლსკი

ვიცე-სპი­კე­რის გია ვოლ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ცი­ხის შიში ადა­მი­ა­ნებ­მა დიდი ხა­ნია და­კარ­გეს. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნიკა მე­ლი­ამ ცი­ხის შიში გა­აქ­რო.

"ცი­ხის შიში ადა­მი­ა­ნებ­მა დიდი ხა­ნია და­კარ­გეს, არა მე­ლი­ას გამო, არა­მედ იმის გამო, რომ იქ აღარ აწა­მე­ბენ და მათ ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბას ფე­ხით არ უვ­ლი­ან, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო და რომ­ლის აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი იყო მე­ლი­აც და ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სიც.

ნიკა მე­ლი­ას შე­ეძ­ლო გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ჰქო­ნო­და, რომ გა­მი­ჯვნო­და სა­დის­ტურ რე­ჟიმს, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი დღემ­დე გა­ნა­გებს. თუკი მე­ლია ამ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რჩე­ბა, ნიშ­ნავს, რომ ისიც პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვეა და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ხდე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, იმი­ტომ, რომ ვერ გა­ტე­ხეს და ცი­ხის შიში სა­ერ­თოდ გა­აქ­რო.

„შიში რეპ­რე­სი­ე­ბის და ზე­წო­ლე­ბის, რაც ამ­დე­ნი წელი არ­სე­ბობ­და. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ სტან­დარტს ქმნის, სხვე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან მიჰ­ყვნენ მის გამ­ბე­და­ო­ბას და სტან­დარტს. ეს არის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, ახა­ლი ძალა მი­ე­ცა მთელს ჩვენს ხალ­ხს“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიო
27

ეხ გია გია,დამნაშავეებს შენნაირები იყენებენ,იმათ ციხესი ვინ ჩასვამს? ციხეში ოპოზიციონერებს სვამენ.მაგიტომაც არ მიიღეთ სასწრაფოდ ახალი კანონი,რომელზეც დასავლეთმა გითხრად უვარგისები ხართო?

უკაცრავად
16

ციხის შიში რომ დაკარგეს მაგას ყველა ხედავს ყოველდღიურობად ქცეული დაჭრებით, ჩხუბებით, მკვლელობებით და რაღათქმაუნდა კორუფციით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან" - ვოლსკი

"ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან" - ვოლსკი

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიამ ციხის შიში გააქრო.

"ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ აღარ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო და რომლის აქტიური ნაწილი იყო მელიაც და ბევრი პოლიტიკოსიც.

ნიკა მელიას შეეძლო გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა სადისტურ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი დღემდე განაგებს. თუკი მელია ამ შემადგენლობაში რჩება, ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციელებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო.

„შიში რეპრესიების და ზეწოლების, რაც ამდენი წელი არსებობდა. როდესაც ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, სხვები ვალდებულები არიან მიჰყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელს ჩვენს ხალხს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა შეიცვლება "საარჩევნო კოდექსში" - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და მმართველი გუნდი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"