პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა" - თენგიზ ცერცვაძე
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა" - თენგიზ ცერცვაძე

"ბოლო 2-3 დღის მან­ძილ­ზე იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "მე­სა­მე ტალ­ღის“ პიკ­მა გა­და­ი­ა­რა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ შემ­დე­გი 2 კვი­რის მან­ძილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

"თუ ზა­ფხულ­ში შე­ვალთ შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით და ზა­ფხულს მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ამ წლის ბო­ლოს გა­ცი­ლე­ბით უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობთ თავს“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ სე­ზო­ნურ ვირუ­სებ­ზეც ისა­უბ­რა.

"წინა სე­ზონ­ზე, შე­მოდ­გო­მის, ზამ­თრი­სა და გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რი სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო. ეტყო­ბა იმ პრე­ვენ­ცი­ულ­მა ზო­მებ­მა, რო­მელ­საც კო­ვი­დის­თვის ვი­ღებ­დით, მათ შო­რის პირ­ბა­დემ, შე­ზღუდ­ვებ­მა, გრი­პის ვირუ­სის პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნა.

გრი­პის ვირუ­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, არც ევ­რო­პა­ში. ახლა ისე­თი პე­რი­ო­დი მო­დის, რო­დე­საც სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სის ცირ­კუ­ლი­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბი, ისე­დაც ძა­ლი­ან და­ბა­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
1

მეოთხე და მეხუთე როდის იქნება

ზვიო
2

იმდენჯერ შეგეშალა პროგნოზი,იაფიან მკითხავად შეგიძლია დაიწყო მუშაობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა" - თენგიზ ცერცვაძე

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა" - თენგიზ ცერცვაძე

"ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ "მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი 2 კვირის მანძილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება.

"თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ სეზონურ ვირუსებზეც ისაუბრა.

"წინა სეზონზე, შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირი სეზონური გრიპის ვირუსი პრაქტიკულად საქართველოში არ იყო. ეტყობა იმ პრევენციულმა ზომებმა, რომელსაც კოვიდისთვის ვიღებდით, მათ შორის პირბადემ, შეზღუდვებმა, გრიპის ვირუსის პრევენცია მოახდინა.

გრიპის ვირუსი პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა არც საქართველოში, არც ევროპაში. ახლა ისეთი პერიოდი მოდის, როდესაც სეზონური ვირუსის ცირკულირება, მხედველობაში მაქვს რესპირაციული ვირუსები, ისედაც ძალიან დაბალია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"შემიძლია დავიტრაბახო, შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს" - კალაძე

"ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანულ უწყებებთან მქონდა კონტაქტი და..." - რას ამბობს ელჩი სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე?

"პანდემიისას უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ოჯახების გარკვეულ კატეგორიას ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე