პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის
"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ლელა შა­რა­ბი­ძე მსა­ხი­ო­ბია, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სო­ხუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში რე­ჟი­ორ გოგი ქავ­თა­რა­ძის მიწ­ვე­ვით მოხ­ვდა... უზო­მოდ უყ­ვარს თა­ვი­სი თე­ატ­რი და პრო­ფე­სია, თუმ­ცა ბოლო დროს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის­კე­ნაც გა­და­ი­ხა­რა - მე­თო­ჯი­ნე­ო­ბა და­ი­წყო და შე­სა­ნიშ­ნავ ნა­ხა­ტებს ქმნის... ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, სა­ბავ­შვო წარ­მოდ­გე­ნებ­საც დგამ­და - რო­გორც ჩანს, ხე­ლოვ­ნე­ბა პა­ტა­რო­ბი­დან­ვე იზი­დავ­და...

„დიახ, ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­ტით ვი­ყა­ვი „მო­წამ­ლუ­ლი“, სა­ა­თო­ბით შე­მეძ­ლო, მაია პლი­სეც­კა­ი­ას „ბო­ლე­როს­თვის“ მე­ყუ­რე­ბი­ნა. დღე­საც მი­მაჩ­ნია, რომ ბა­ლე­ტი ყვე­ლა­ზე რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა. მარ­თა­ლია, ამ ხა­ზით არ გან­ვი­თარ­და ჩემი კა­რი­ე­რა, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია მა­ინც სცე­ნას და­ვუ­კავ­ში­რე. ბავ­შვუ­რი ოც­ნე­ბა კი „თე­ატ­რა­ლურ­ში“ კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვის სწავ­ლით შე­მო­ი­ფარ­გლა და ძელ­თან ნამ­დვი­ლი ბა­ლე­რი­ნა­სა­ვით ვი­დე­ქი,“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლელა.

- სა­ბო­ლო­ოდ რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ მსა­ხი­ო­ბო­ბა და რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ წლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით?

- 80-იან წლებ­ში, როცა „თე­ატ­რა­ლურ­ში“ ჩა­ვა­ბა­რე მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და კონ­კუ­რენ­ცი­აც - შე­სა­ბა­მი­სი, ამი­ტომ, ნაკ­ლე­ბი იმე­დი მქონ­და. პირ­ველ გა­მოც­და­ზე რომ მივ­დი­ო­დი, დე­დამ სახ­ლი­დან გას­ვლი­სას მი­თხრა: „წადი, მა­ინც ჩა­იჭ­რე­ბი“-ო. ასე იხუმ­რა. 5-ია­ნით რომ დავ­ბრუნ­დი, მერე უკვე რი­ტუ­ა­ლად გვექ­ცა და ყო­ველ ჯერ­ზე ამ სი­ტყვე­ბით მა­ცი­ლებ­და. 5-ია­ნე­ბით და­ვი­წყე და თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ბო­ლოს „წი­თელ დიპ­ლომ­ზე“ და­ვამ­თავ­რე.

- ვინ იყო თქვე­ნი პე­და­გო­გი და რა მოგ­ყვე­ბათ იქი­დან დღემ­დე ცხოვ­რე­ბა­ში?

- მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი, თი­თო­ე­ულ­მა თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით ღრმა კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. არ შე­მიძ­ლია, არ ვახ­სე­ნო ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სი­კო ფა­რე­მუ­ზაშ­ვი­ლი - გა­მარ­თუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსა­ხი­ო­ბის­თვის... მარ­თა­ლია, მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი არ მას­წავ­ლი­და, მაგ­რამ მის ლექ­ცი­ებს ხში­რად ვეს­წრე­ბო­დი. მახ­სოვს მისი არა­ერ­თი რჩე­ვა: „და­აკ­ვირ­დით, რო­გორ თა­მა­შო­ბენ ბავ­შვე­ბი სახ­ლო­ბა­ნას, რო­გო­რი გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან, რო­გორ სჯე­რათ... აი, ასე­თი და­მა­ჯე­რებ­ლე­ბი უნდა იყოთ სცე­ნა­ზე“.

- რა ად­გი­ლი აქვს სო­ხუმს და სო­ხუ­მის თე­ატრს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მე და ჩემი მე­უღ­ლე და ჯგუ­ფე­ლი - კახა შა­რა­ბი­ძე სო­ხუ­მის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში წა­ვე­დით. იმ­ხა­ნად თე­ატრს ბა­ტო­ნი გოგი ქავ­თა­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო და თა­ვის გარ­შე­მო ახალ დასს აყა­ლი­ბებ­და - სწო­რედ მისი მიწ­ვე­ვით მოვ­ხვდით სო­ხუ­მის თე­ატ­რში. მახ­სენ­დე­ბა სო­ხუმ­ში ორი ჩას­ვლა: ომამ­დე და ომის შემ­დეგ. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი. დავ­ყა­რეთ ჩან­თე­ბი სას­ტუმ­რო­ში და გავ­ვარ­დით იქა­უ­რო­ბის „და­სა­ლაშ­ქრად“. მთელ სა­ნა­პი­რო­ზე ყა­ვის სურ­ნე­ლი იდგა, იქვე ხა­ლავ­დნენ და სი­ლა­ში ხარ­შავ­დნენ. სო­ხუ­მუ­რი ყავა სულ სხვა ფე­ნო­მე­ნია, იყო „ниже среднего” და „выше среднего“ ანუ ტკბი­ლი და ნაკ­ლე­ბად ტკბი­ლი. ყა­ვას სვამ, შენს თავ­ზე უამ­რა­ვი თო­ლია დაფ­რი­ნავს, მზის სხი­ვე­ბი კი ათას­ფე­რად ათა­მა­შებს ფი­რუ­ზის­ფერ ზღვას. ისე­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან თავ­ბრუ გეხ­ვე­ვა, აქ კი მი­მო­ზე­ბი, მაგ­ნო­ლი­ე­ბი, ბზე­ბი, ციტ­რუ­სე­ბი ისეთ სურ­ნელს აფ­რქვე­ვენ, თავი სიზ­მარ­ში გგო­ნია... მე­ო­რედ უკვე ომის შემ­დეგ - ისევ მე და კახა ჩა­ვე­დით, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს დრო­ე­ბი­თი მშვი­დო­ბა იყო... ჩვე­ნი ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ჩა­ირ­თო გან­გა­შის სი­რე­ნა... ასე აღ­მოვ­ჩნდით სრუ­ლი­ად დაბ­ნე­უ­ლე­ბი იმ გა­გა­ნია ომში. მე ვფიქ­რობ, ომში ყვე­ლა ქა­ლა­ქი ერ­თმა­ნეთს ჰგავს, მე ვნა­ხე სრუ­ლი­ად ნაც­რის­ფე­რი სო­ხუ­მი...

- დღე­საც ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ხართ... დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი თე­ატ­რის­თვის თბი­ლის­ში ამ­დე­ნი წე­ლია, ჭე­რის გა­მო­ნახ­ვა გა­ჭირ­და. ახლა მისი მო­წყო­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვის სა­კი­თხია პრობ­ლე­მა. რა­ტომ ვერ მი­ხე­დეს თე­ატრს ამ დრომ­დე?

- ასე იქცა ერთ დროს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი თე­ატ­რი დევ­ნილ თე­ატ­რად. პირ­ვე­ლად კარი რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გაგ­ვი­ღო და მცი­რე სცე­ნა დაგ­ვით­მეს. მად­ლო­ბა მათ მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის და ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის. შემ­დეგ თვი­თონ გა­ვიდ­ნენ რე­მონტზე და ჩვენ დავ­რჩით ისევ „უსახ­ლკა­როდ“. თბი­ლის­ში არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ერთი თე­ატ­რის სცე­ნა, სა­დაც ჩვენ არ გვი­თა­მა­შია. ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სია, დავ­დი­ო­დით სა­კუ­თა­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბით, კოს­ტი­უ­მე­ბით, დე­კო­რა­ცი­ით ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე. ბო­ლოს ბა­ტო­ნი დიმა ჯა­ი­ა­ნის დიდი მცდე­ლო­ბით, 2016 წელს თე­ატრს გა­და­ე­ცა სა­კუ­თა­რი სცე­ნა, სა­რე­პე­ტი­ციო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ფარ­თი. ამ­ჟა­მად თე­ატრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე. მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, თე­ატ­რი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ში და სო­ლი­დუ­რი პრი­ზე­ბი­თაც დავ­ბრუნ­დით. მა­ი­სის ბო­ლოს და­გეგ­მი­ლია პრე­მი­ე­რა...

- მე­უღ­ლე კახა შა­რა­ბი­ძე ახ­სე­ნეთ... სამ­წუ­ხა­როდ, ის ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, რა­მაც დიდი ტკი­ვი­ლი მო­გა­ნი­ჭათ. გა­ვიხ­სე­ნოთ ეს ადა­მი­ა­ნი...

- გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა, რომ ჩემ­მა მე­უღ­ლემ შარ­შან ზამ­თარ­ში სა­მუ­და­მოდ დაგვტო­ვა... ჩვენ ძა­ლი­ან პა­ტა­რებ­მა შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი და თით­ქმის ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თის­თვის უფრო მეტი ვიყ­ვით, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ცოლ-ქმა­რი. მყავს ქა­ლიშ­ვი­ლი მაკა შა­რა­ბი­ძე, რო­მე­ლიც თით­ქმის კუ­ლი­სებ­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბა არ აირ­ჩია და ის დღეს გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია. მყავს შვი­ლიშ­ვი­ლი - 9 წლის ალექ­სან­დრე სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გავს კახა ბა­ბუს, ჩემი დიდი მე­გო­ბა­რი და იმე­დია. ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რულ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, ამი­ტომ ვცდი­ლობ, კა­ხას მა­გივ­რა­დაც მო­ვე­ფე­რო.

- ხე­ლოვ­ნე­ბას­თან თქვე­ნი კავ­ში­რი მხო­ლოდ თე­ატ­რა­ლუ­რი სცე­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გლა. ბოლო წლებ­ში მე­თო­ჯი­ნე­ო­ბა და­ი­წყეთ. რო­გორ შე­მო­იჭ­რა ეს საქ­მე თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი პრო­ფე­სია და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­აა, მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­მი­გე­ბენ, რა ძნე­ლია, რო­დე­საც ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გაქვს და არ იცი, რით და­კავ­დე, ეს „შიმ­ში­ლი“ რით და­იკ­მა­ყო­ფი­ლო... სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ცა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ყა­უ­ლაშ­ვი­ლი და მას­თან შე­ვის­წავ­ლე თი­ხის თო­ჯი­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია. მახ­სოვს ჩემი მე­გობ­რე­ბის შო­კი­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, რო­დე­საც „ფე­ის­ბუქ­ზე“ პირ­ვე­ლად დავ­დე ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი. პო­ლი­მე­რუ­ლი თი­ხის­გან ვძერ­წავ­დი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გმი­რებს, სა­დაც რე­ჟი­სო­რიც მე ვი­ყა­ვი, მხატ­ვა­რიც და პრი­მამ­სა­ხი­ო­ბიც. ყო­ვე­ლი ახა­ლი თო­ჯი­ნა ახა­ლი როლი იყო ჩემ­თვის, ჯერ ვთხზავ­დი ის­ტო­რი­ას, ასე ვთქვათ, დრა­მა­ტურ­გი­ას და შემ­დეგ ვძერ­წავ­დი. რო­დე­საც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის თო­ჯი­ნა და­მიგ­როვ­და, ჩემი მე­უღ­ლის სურ­ვი­ლით და მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა „არტ გა­ლე­რე­ა­ში“. შემ­დეგ იყო ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა „MOMA“-ში. ასე­ვე გა­სულ წელს გახ­ლდით ის­რა­ე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე.

- ბოლო დროს ხატ­ვაც გა­და­წყვი­ტეთ და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს ქმნით. რა მა­სა­ლას იყე­ნებთ და რა ჟანრს მი­ა­კუთ­ვნებთ თქვენს ნა­ხა­ტებს? ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მუზა გჭირ­დე­ბათ თუ უბ­რა­ლოდ გან­წყო­ბა?

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დავ­დე­ქი. მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით და­ვი­წყე ხატ­ვა და მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სრუ­ლი­ად გა­ნუ­სა­ზღვრე­ლია. აფხა­ზე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჩემი ნა­ხა­ტე­ბი გა­მო­ფე­ნის­თვის მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა და ჩარ­ჩო­ებ­ში ჩა­მეს­ვა.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ო­ფე­ნას ხომ არ აპი­რებთ?

- მა­ი­სის ბო­ლოს Week of art-ის პრო­ექ­ტში - "200 მხატ­ვა­რი ქა­ლის ვირ­ტუ­ა­ურ გა­მო­ფე­ნა" მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. და­ი­გეგ­მა ასე­ვე გა­მო­ფე­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში, ბა­ტონ გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას­თან, მაგ­რამ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვარ. იმე­დია, მალე ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­დე­ბა, მე ამის დიდი სურ­ვი­ლი მაქვს!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ძალიან სასიამოვნო ქალბატონია და ძალიან ლამაზი ნამუშევრები აქვს.წარმატებებს ვუსურვებ და მალე გამოეფინოს თავისი თოჯინები-სიამოვნებით ვნახავ!

მკითხველი
0

ყველა თვითნასწავლი ხელოვანი მიყვარს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ლელა შარაბიძე მსახიობია, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სოხუმის დრამატულ თეატრში რეჟიორ გოგი ქავთარაძის მიწვევით მოხვდა... უზომოდ უყვარს თავისი თეატრი და პროფესია, თუმცა ბოლო დროს ხელოვნების სხვა დარგებისკენაც გადაიხარა - მეთოჯინეობა დაიწყო და შესანიშნავ ნახატებს ქმნის... ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა, საბავშვო წარმოდგენებსაც დგამდა - როგორც ჩანს, ხელოვნება პატარობიდანვე იზიდავდა...

„დიახ, ბავშვობაში ბალეტით ვიყავი „მოწამლული“, საათობით შემეძლო, მაია პლისეცკაიას „ბოლეროსთვის“ მეყურებინა. დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი ყველაზე რაფინირებული ხელოვნებაა. მართალია, ამ ხაზით არ განვითარდა ჩემი კარიერა, მაგრამ მომავალი პროფესია მაინც სცენას დავუკავშირე. ბავშვური ოცნება კი „თეატრალურში“ კლასიკური ცეკვის სწავლით შემოიფარგლა და ძელთან ნამდვილი ბალერინასავით ვიდექი,“ - გვიყვება ქალბატონი ლელა.

- საბოლოოდ რამ გადაგაწყვეტინათ მსახიობობა და რამდენად კმაყოფილი ხართ წლების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებით?

- 80-იან წლებში, როცა „თეატრალურში“ ჩავაბარე მსახიობის პროფესია ძალიან პოპულარული იყო და კონკურენციაც - შესაბამისი, ამიტომ, ნაკლები იმედი მქონდა. პირველ გამოცდაზე რომ მივდიოდი, დედამ სახლიდან გასვლისას მითხრა: „წადი, მაინც ჩაიჭრები“-ო. ასე იხუმრა. 5-იანით რომ დავბრუნდი, მერე უკვე რიტუალად გვექცა და ყოველ ჯერზე ამ სიტყვებით მაცილებდა. 5-იანებით დავიწყე და თეატრალური ინსტიტუტი ბოლოს „წითელ დიპლომზე“ დავამთავრე.

- ვინ იყო თქვენი პედაგოგი და რა მოგყვებათ იქიდან დღემდე ცხოვრებაში?

- მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები, თითოეულმა თავისი პროფესიონალიზმით ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. არ შემიძლია, არ ვახსენო ქალბატონი რუსიკო ფარემუზაშვილი - გამართული მეტყველება ყველაზე მნიშვნელოვანია მსახიობისთვის... მართალია, მიშა თუმანიშვილი არ მასწავლიდა, მაგრამ მის ლექციებს ხშირად ვესწრებოდი. მახსოვს მისი არაერთი რჩევა: „დააკვირდით, როგორ თამაშობენ ბავშვები სახლობანას, როგორი გულწრფელები არიან, როგორ სჯერათ... აი, ასეთი დამაჯერებლები უნდა იყოთ სცენაზე“.

- რა ადგილი აქვს სოხუმს და სოხუმის თეატრს თქვენს ცხოვრებაში?

- ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მე და ჩემი მეუღლე და ჯგუფელი - კახა შარაბიძე სოხუმის დრამატულ თეატრში წავედით. იმხანად თეატრს ბატონი გოგი ქავთარაძე ხელმძღვანელობდა, ახალი დანიშნული იყო და თავის გარშემო ახალ დასს აყალიბებდა - სწორედ მისი მიწვევით მოვხვდით სოხუმის თეატრში. მახსენდება სოხუმში ორი ჩასვლა: ომამდე და ომის შემდეგ. პირველი შთაბეჭდილება იყო სრულიად გამაოგნებელი. დავყარეთ ჩანთები სასტუმროში და გავვარდით იქაურობის „დასალაშქრად“. მთელ სანაპიროზე ყავის სურნელი იდგა, იქვე ხალავდნენ და სილაში ხარშავდნენ. სოხუმური ყავა სულ სხვა ფენომენია, იყო „ниже среднего” და „выше среднего“ ანუ ტკბილი და ნაკლებად ტკბილი. ყავას სვამ, შენს თავზე უამრავი თოლია დაფრინავს, მზის სხივები კი ათასფერად ათამაშებს ფირუზისფერ ზღვას. ისედაც სიამოვნებისგან თავბრუ გეხვევა, აქ კი მიმოზები, მაგნოლიები, ბზები, ციტრუსები ისეთ სურნელს აფრქვევენ, თავი სიზმარში გგონია... მეორედ უკვე ომის შემდეგ - ისევ მე და კახა ჩავედით, როგორც აღმოჩნდა, ეს დროებითი მშვიდობა იყო... ჩვენი ჩასვლისთანავე ჩაირთო განგაშის სირენა... ასე აღმოვჩნდით სრულიად დაბნეულები იმ გაგანია ომში. მე ვფიქრობ, ომში ყველა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს, მე ვნახე სრულიად ნაცრისფერი სოხუმი...

- დღესაც ამ თეატრის მსახიობი ხართ... დევნილობაში მყოფი თეატრისთვის თბილისში ამდენი წელია, ჭერის გამონახვა გაჭირდა. ახლა მისი მოწყობისა და ტექნიკური აღჭურვის საკითხია პრობლემა. რატომ ვერ მიხედეს თეატრს ამ დრომდე?

- ასე იქცა ერთ დროს ყველაზე წარმატებული და აღიარებული თეატრი დევნილ თეატრად. პირველად კარი რუსთაველის თეატრმა გაგვიღო და მცირე სცენა დაგვითმეს. მადლობა მათ მზრუნველობისთვის და ქველმოქმედებისთვის. შემდეგ თვითონ გავიდნენ რემონტზე და ჩვენ დავრჩით ისევ „უსახლკაროდ“. თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია. ეს ურთულესი პროცესია, დავდიოდით საკუთარი რეკვიზიტებით, კოსტიუმებით, დეკორაციით ერთი ადგილიდან მეორეზე. ბოლოს ბატონი დიმა ჯაიანის დიდი მცდელობით, 2016 წელს თეატრს გადაეცა საკუთარი სცენა, სარეპეტიციო და ადმინისტრაციული ფართი. ამჟამად თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი დავით საყვარელიძე. მიუხედავად პანდემიისა, თეატრი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალში და სოლიდური პრიზებითაც დავბრუნდით. მაისის ბოლოს დაგეგმილია პრემიერა...

- მეუღლე კახა შარაბიძე ახსენეთ... სამწუხაროდ, ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, რამაც დიდი ტკივილი მოგანიჭათ. გავიხსენოთ ეს ადამიანი...

- გული ძალიან მწყდება, რომ ჩემმა მეუღლემ შარშან ზამთარში სამუდამოდ დაგვტოვა... ჩვენ ძალიან პატარებმა შევქმენით ოჯახი და თითქმის ერთად გავიზარდეთ, ამიტომ ერთმანეთისთვის უფრო მეტი ვიყვით, ვიდრე უბრალოდ ცოლ-ქმარი. მყავს ქალიშვილი მაკა შარაბიძე, რომელიც თითქმის კულისებში გაიზარდა, მაგრამ მსახიობობა არ აირჩია და ის დღეს გრაფიკული დიზაინერია. მყავს შვილიშვილი - 9 წლის ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც ძალიან გავს კახა ბაბუს, ჩემი დიდი მეგობარი და იმედია. ბაბუა-შვილიშვილის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა, ამიტომ ვცდილობ, კახას მაგივრადაც მოვეფერო.

- ხელოვნებასთან თქვენი კავშირი მხოლოდ თეატრალური სცენით არ შემოიფარგლა. ბოლო წლებში მეთოჯინეობა დაიწყეთ. როგორ შემოიჭრა ეს საქმე თქვენს ცხოვრებაში?

- მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესია დამოკიდებული პროფესიაა, მსახიობები გამიგებენ, რა ძნელია, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო გაქვს და არ იცი, რით დაკავდე, ეს „შიმშილი“ რით დაიკმაყოფილო... სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი ქალბატონი ნანა ყაულაშვილი და მასთან შევისწავლე თიხის თოჯინების ტექნოლოგია. მახსოვს ჩემი მეგობრების შოკირებული რეაქციები, როდესაც „ფეისბუქზე“ პირველად დავდე ჩემი ნამუშევრები. პოლიმერული თიხისგან ვძერწავდი ჩემთვის საინტერესო გმირებს, სადაც რეჟისორიც მე ვიყავი, მხატვარიც და პრიმამსახიობიც. ყოველი ახალი თოჯინა ახალი როლი იყო ჩემთვის, ჯერ ვთხზავდი ისტორიას, ასე ვთქვათ, დრამატურგიას და შემდეგ ვძერწავდი. როდესაც საკმარისი რაოდენობის თოჯინა დამიგროვდა, ჩემი მეუღლის სურვილით და მხარდაჭერით ჩატარდა პირველი პერსონალური გამოფენა „არტ გალერეაში“. შემდეგ იყო ჯგუფური გამოფენები, საერთაშორისო გამოფენა „MOMA“-ში. ასევე გასულ წელს გახლდით ისრაელის საერთაშორისო გამოფენაზე.

- ბოლო დროს ხატვაც გადაწყვიტეთ და საინტერესო ნამუშევრებს ქმნით. რა მასალას იყენებთ და რა ჟანრს მიაკუთვნებთ თქვენს ნახატებს? ამ ყველაფრისთვის მუზა გჭირდებათ თუ უბრალოდ განწყობა?

- პანდემიის პერიოდში ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი. მთელი სერიოზულობით დავიწყე ხატვა და მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობები სრულიად განუსაზღვრელია. აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დახმარებით, საშუალება მომეცა, ჩემი ნახატები გამოფენისთვის მომემზადებინა და ჩარჩოებში ჩამესვა.

- უახლოეს მომავალში გაოფენას ხომ არ აპირებთ?

- მაისის ბოლოს Week of art-ის პროექტში - ''200 მხატვარი ქალის ვირტუაურ გამოფენა'' მივიღებ მონაწილეობას. დაიგეგმა ასევე გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, ბატონ გიორგი კალანდიასთან, მაგრამ არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით გაჩერებული ვარ. იმედია, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, მე ამის დიდი სურვილი მაქვს!

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში