კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს" - ადვოკატი
"ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს" - ადვოკატი

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გელა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია, სა­ნა­ი­ას პრო­ფე­სი­ულ დევ­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და კონ­ფლიქ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და.

"მოწ­მემ თქვა, რომ "პრო­ვო­კა­ტო­რი" უწო­და გი­გა­ურ­მა სა­ნა­ი­ას და რა პრო­ვო­კა­ცია ჩა­ი­დი­ნა სა­ნა­ი­ამ და რა­ტომ გა­მო­იწ­ვია სა­ნა­ია, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს. მოწ­მემ თქვა, რომ კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი არ იცის. დღეს, ორი მოწ­მის და­კი­თხვის შემ­დეგ, ის ვერ­სია, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­ნა­ია ამ­ბო­ბენ, გა­ბა­თილ­და, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით დევ­ნა­ზე არა­ვი­თა­რი სა­უ­ბა­რი არ არის.

ეს არის წა­მი­ე­რად წარ­მო­შო­ბი­ლი ყო­ფი­თი კონ­ფლიქ­ტი და წუ­თი­ე­რად დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, თვი­თონ სა­ნა­ი­ამ და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა ისე გა­ა­ბუ­ქეს, რომ "ბუზი სპი­ლოდ აქ­ცი­ეს", თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე არ ყო­ფი­ლა გან­ხი­ლუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მო­იც­ვა ამ თე­მამ. დღე­ვან­დელ­მა და­კი­თხვამ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს არის თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი თემა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ ასე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე",- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი - ვაჟა გი­გა­უ­რი, სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი
86

ცალსახად ეს იყო ყოფით თემაზე წარმოშობილი კონფლიქტი, არანაირი მედიის და ჟურნალისტის დევნას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სირცხვილი და დიდი ბოროტებაა ჟურნალისტების მხრიდან ასეთ რანგში აყვანა და 3 ახალგაზრდის ციხეში გამომწყვდევა. არ შეიძლება პირადი ინტერესებისთვის გამოიყენო პროფესია და მედიის სახელით ანგარისწორება ახორციელო ადამიანებზე. სამარცვინო კაცუნა-სანაია

lm
30

ეს ადვოკატი პოლიტიკურად ნეიტრალური პიროვნება არ არის , მემგონებ დაგიდასტურებთ თვითონაც , არა მგონია ისე წამხდარიყოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს" - ადვოკატი

"ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს" - ადვოკატი

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი სახელაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე თითიდან გამოწოვილია, სანაიას პროფესიულ დევნას ადგილი არ ჰქონია და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

"მოწმემ თქვა, რომ "პროვოკატორი" უწოდა გიგაურმა სანაიას და რა პროვოკაცია ჩაიდინა სანაიამ და რატომ გამოიწვია სანაია, ეს ჯერჯერობით არ ჩანს. მოწმემ თქვა, რომ კონფლიქტის მიზეზი არ იცის. დღეს, ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა და სანაია ამბობენ, გაბათილდა, რადგან პროფესიული ნიშნით დევნაზე არავითარი საუბარი არ არის.

ეს არის წამიერად წარმოშობილი ყოფითი კონფლიქტი და წუთიერად დამთავრებული, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, თვითონ სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ "ბუზი სპილოდ აქციეს", თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე არ ყოფილა განხილული, დანარჩენი ყველა მოიცვა ამ თემამ. დღევანდელმა დაკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და დაინტერესებული პირების მიერ ასე გახმაურებული საქმე",- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გუმათში შეკრებილები პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ... დაწყებულია გამოძიება" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ - გორის რაიონში ერთი პირია დაკავებული

"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?