"ვაქცინა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტესტს სისტემატურად ვიკეთებთ", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ვაქცინაციის ჩატარება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. დეკანოზმა ასევე დაადასტურა, რომ კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საავადმყოფო სათანადოდ აღჭურვილია.
"ჩვენ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს საავადმყოფო 10 ათასამდე ადამიანს მოემსახურა“,-განაცხადა ჯაღმაიძემ.
დმანისის ჩხუბთან დაკავშირებით ვერ გავიგე საპატრიარქომ რა განცხადება გააკეთა, ამით რა თქვა?
რატომ იკეთებთ სისტემატიურად, ან თქვენ ან სხვა? სიმპტომებს გრძნობთ თუ რეკომენდაცია სავალდებულობას ნიშნავს?!
ვინაც არ იცის: რეკომენდაცია არის არასავალდებულო ძალის მქონე არასაკანონმდებლო აქტი, ასე რომ არავინ არაა ვალდებული ცხვირში და სასაში რაიმე ითხაროს( ბოდიშს გიხდით ამ სიტყვისათვის)! წინააღმდეგ შემთხვევაში არავინაა დაზღვეული თუ რა ინფექცია შეიძლება შეიჭრეს ორგანიზმში ასეთი გზით, ეს კი მხოლოდ ტესტების შემქმნელმა იცის!