მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახო სანაიას გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ ხელებით, ფეხებით, გინებით" - მოწმე ინციდენტის დღეს იხსენებს
"ვახო სანაიას გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ ხელებით, ფეხებით, გინებით" - მოწმე ინციდენტის დღეს იხსენებს

"ვახო სა­ნა­ი­ას ვაჟა გი­გა­უ­რი წიხ­ლე­ბით შედ­გა, და­ნარ­ჩე­ნი ორი ამ დროს ქვე­მო­დან მორ­ბო­და და ჩხუბ­ში ჩა­ერ­თნენ, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, გი­ნე­ბით, რო­გორც ხდე­ბა ჩხუ­ბის დროს", - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე მოწ­მემ - გი­ორ­გი რა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. ის სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას ამ წუ­თებ­ში აძ­ლევს.

რა­მა­ზაშ­ვი­ლი იმ ავ­ტო­მან­ქა­ნას - "მი­ნი­ვენს“ მარ­თავ­და, რო­მელ­შიც ვახო სა­ნა­ია ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მოწ­მემ დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ინ­ცი­დენ­ტის დღე, როცა უა­მინ­დო­ბის გამო, მან­ქა­ნა წყნე­თის გზა­ზე ვერ აჰ­ყავ­დათ. რო­გორც ის ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, ვიდ­რე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი მო­ვი­დო­და, ერთი აღ­მარ­თი თა­ვად გა­ი­ა­რეს, იმ მო­მენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ თუ არა, არ ახ­სოვს, თუმ­ცა, ამ­ბობს რომ მაშ­ვე­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

"სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ... ვახო და გი­გა­უ­რი გვერ­დიგ­ვერდ აღ­მოჩ­ნდნენ, მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად აწ­ვე­ბოდ­ნენ მან­ქა­ნას, ვა­ხოს ჩა­მოძ­ვრა ნი­ღა­ბი, გი­გა­ურ­მა იცნო და მი­მარ­თა, „პრო­ვო­კა­ტო­რო, ჩემი სახე და­ი­მახ­სოვ­რეო“. ვა­ხომ უთხრა, ახლა ვე­რა­ფერს ვხე­დავ, ჩემი პრობ­ლე­მა მაქვს და და­მა­ნე­ბე თა­ვიო. გი­გა­უ­რი წა­ვი­და, მან­ქა­ნას წრე და­არ­ტყა, ფეხი აუც­და და და­ე­ცა, და­ე­ცა ვა­ხოც. ხმა­ურ­ზე მო­ვიდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და ჩა­ერ­თნენ კონ­ფლიქ­ტში. ჩხუ­ბი იყო, ფრაგ­მენ­ტე­ბად ვხე­დავ­დი გვერ­დი­თა სარ­კი­დან, გი­გა­უ­რი რომ წა­იქ­ცა, მერე ვა­ხოც და­ე­ცა და წიხ­ლე­ბით შედ­გა გი­გა­უ­რი ვა­ხოს, და­ნარ­ჩე­ნი ორი ამ დროს ქვე­მო­დან მორ­ბო­და და ჩხუბ­ში ჩა­ერ­თნენ, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, გი­ნე­ბით, რო­გორც ხდე­ბა ჩხუ­ბის დროს. და­ვი­ნა­ხე, რომ მუ­რუ­სი­ძეს ხელი მოხ­ვდა, შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა, ვერ და­ვა­ზუს­ტებ. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი ცდი­ლობ­და სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­მუხ­ტა, მე ფი­ზი­კუ­რად ვერ ჩა­ვე­რე­ო­დი, რად­გან მან­ქა­ნის მუხ­რუ­ჭზე მე­ჭი­რა ფეხი, სა­მაშ­ვე­ლომ და­ა­შოშ­მი­ნა სი­ტუ­ა­ცია. სა­ნა­ი­ას პა­ტა­რა ბავ­შვი ჰყავ­და, 3 წლი­საც არაა, კონ­ფლიქ­ტის დროს ბავ­შვი ჩა­ვარ­და ის­ტე­რი­კა­ში. ეს ბი­ჭე­ბი დაბ­ლა ჩა­ვიდ­ნენ და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლეთ მან­ქა­ნის ამოყ­ვა­ნა. სა­პატ­რუ­ლო მა­ლე­ვე მო­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და რა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მოწ­მემ ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ ჯვა­რე­დი­ნი და­კი­თხვი­სას და­ა­ზუს­ტა, კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი - ვაჟა გი­გა­უ­რი, სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
16

ეს ტიპი სანაიას მომხრეა, ე.ი. სუბიექტურია, ანუ სასამართლოს ენით "არასანდო მოწმეა"

გი­ორ­გი რა­მა­ზაშ­ვილ­ს
9

შენ რომ შენი ქვეყანა ცოტა მაინც გიყვარდეს, გიგაურს მიეხმარებოდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ვახო სანაიას გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ ხელებით, ფეხებით, გინებით" - მოწმე ინციდენტის დღეს იხსენებს

"ვახო სანაიას გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ ხელებით, ფეხებით, გინებით" - მოწმე ინციდენტის დღეს იხსენებს

"ვახო სანაიას ვაჟა გიგაური წიხლებით შედგა, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს", - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე მოწმემ - გიორგი რამაზაშვილმა განაცხადა. ის სასამართლოში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.

რამაზაშვილი იმ ავტომანქანას - "მინივენს“ მართავდა, რომელშიც ვახო სანაია ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მოწმემ დეტალურად გაიხსენა ინციდენტის დღე, როცა უამინდობის გამო, მანქანა წყნეთის გზაზე ვერ აჰყავდათ. როგორც ის ჩვენებაში აცხადებს, ვიდრე სამაშველო ჯგუფი მოვიდოდა, ერთი აღმართი თავად გაიარეს, იმ მომენტში ბრალდებულები ეხმარებოდნენ თუ არა, არ ახსოვს, თუმცა, ამბობს რომ მაშველების მოსვლის შემდეგ, ბრალდებულები მათ ეხმარებოდნენ.

"სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ, მალევე მოვიდნენ... ვახო და გიგაური გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, მაშველებთან ერთად აწვებოდნენ მანქანას, ვახოს ჩამოძვრა ნიღაბი, გიგაურმა იცნო და მიმართა, „პროვოკატორო, ჩემი სახე დაიმახსოვრეო“. ვახომ უთხრა, ახლა ვერაფერს ვხედავ, ჩემი პრობლემა მაქვს და დამანებე თავიო. გიგაური წავიდა, მანქანას წრე დაარტყა, ფეხი აუცდა და დაეცა, დაეცა ვახოც. ხმაურზე მოვიდნენ დანარჩენებიც და ჩაერთნენ კონფლიქტში. ჩხუბი იყო, ფრაგმენტებად ვხედავდი გვერდითა სარკიდან, გიგაური რომ წაიქცა, მერე ვახოც დაეცა და წიხლებით შედგა გიგაური ვახოს, დანარჩენი ორი ამ დროს ქვემოდან მორბოდა და ჩხუბში ჩაერთნენ, ხელებით, ფეხებით, გინებით, როგორც ხდება ჩხუბის დროს. დავინახე, რომ მურუსიძეს ხელი მოხვდა, შეიძლება შემთხვევით მოხვდა, ვერ დავაზუსტებ. სამაშველო სამსახური ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, მე ფიზიკურად ვერ ჩავერეოდი, რადგან მანქანის მუხრუჭზე მეჭირა ფეხი, სამაშველომ დააშოშმინა სიტუაცია. სანაიას პატარა ბავშვი ჰყავდა, 3 წლისაც არაა, კონფლიქტის დროს ბავშვი ჩავარდა ისტერიკაში. ეს ბიჭები დაბლა ჩავიდნენ და ჩვენ გავაგრძელეთ მანქანის ამოყვანა. საპატრულო მალევე მოვიდა“, - განაცხადა რამაზაშვილმა.

მოწმემ ადვოკატების მიერ ჯვარედინი დაკითხვისას დააზუსტა, კონფლიქტში მონაწილეებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა

"ის იყო უნდა მერწმუნა "ოცნების" ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა" - ხვალ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება