ავტორი:

"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე

"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მათ შორის ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა, კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შეისწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი.

არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინსპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ, მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს - რა ინიციატივაზე იმსჯელებს პარლამენტი

თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა - მფლობელი 5 მლნ ლარის ნაცვლად, 2.5 მლნ ლარს გადაიხდის

სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის შესაძლოა, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს - თამარ გაბუნია