პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი დაცული ჰქონდა სახლი, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა, მაგრამ..." - მოკლულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" გავლენით სარგებლობდა
"ისეთი დაცული ჰქონდა სახლი, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა, მაგრამ..." - მოკლულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" გავლენით სარგებლობდა

სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ძმის­შვი­ლი ქე­მალ არ­ძინ­ბა მოკ­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის მძი­მედ დაჭ­რი­ლი სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

აფხა­ზეთ­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბა ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­საც ფლობ­და. ქე­მალ არ­ძინ­ბას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი რამ­დე­ნი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი ინ­ცი­დენ­ტი, მათ შო­რის, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, რეს­ტო­რან სან რე­მო­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ორი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას საქ­მე. მა­შინ ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა მიმ­ტა­ნი გო­გო­ნა დო­მი­ნი­კა აკირ­თა­ვა.

ცნო­ბის­თვის, ავი­ძ­ბა და შამ­ბა აფხა­ზე­თის ე.წ. მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის რაულ ბარცბას, იგი­ვე პი­ზას საყ­რდე­ნე­ბი იყ­ვნენ, ახლა აფხა­ზეთ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არ­ძინ­ბას ნა­თე­სავს ბარცბამ ქვე­შევ­რდო­მე­ბის მო­შო­რე­ბა არ აპა­ტია. მა­შინ ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ მოკ­ლუ­ლი "კრი­მი­ნა­ლე­ბის" ახ­ლობ­ლე­ბი არ­ძინ­ბას ეძებ­დნენ. თუმ­ცა, მან ერთი ვერ­სი­ით, აფხა­ზე­თი და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ახლა კი, რო­გორც ირ­კვე­ვა, ისევ რე­გი­ონ­ში დაბ­რუნ­და.

ქე­მალ არ­ძინ­ბა და აფხა­ზი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" (თე­მურ გვა­სა­ლია, ვა­ლე­რი ხა­შ­ბა, თმურ ახუ­ბა) 2016 წელი

kavkazr.com-ის ცნო­ბით, ის სა­კუ­თარ სახ­ლში სნა­ი­პე­რის ტყვი­ამ მოკ­ლა.

"არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, არ­ძინ­ბა უმ­ცროსს, მარ­თა­ლია ე.წ. ქურ­დის სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და, მაგ­რამ "კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში" გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

მომ­ხდარ ფაქტს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ეს არის წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამით არ დას­რულ­დე­ბა:

"არ ვიცი, რამ­დე­ნი წელი ვიქ­ნე­ბით ამ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მომსწრე. არც ერთი მხა­რე ნებ­დე­ბა, არც მე­ო­რე... რა და­სა­ნა­ნია, რომ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ნა­თე­სავს სხვა მის­წრა­ფე­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ჰქონ­და, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ის კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო. მგო­ნია, არას­დროს ექ­ნე­ბა ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს გან­ცდა, რომ უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.

"პი­ზას ხელ­წე­რაა... კარ­გა ხანს რუ­სეთ­ში იყო ქე­მა­ლი. ალ­ბათ, ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლია. ისე­თი და­ცუ­ლი ჰქონ­და სახ­ლი, ჩიტი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბო­და. მაგ­რამ პი­ზას სა­ცე­ცებს ვერ და­ე­მა­ლა. აღარ მინ­და აქ ცხოვ­რე­ბა. უკან­მო­უ­ხე­და­ვად წა­ვი­დო­დი, მაგ­რამ სად წა­ვი­დე? არ ჯობ­და, რა­ღაც და­ეთ­მო იმ კრი­მი­ნა­ლე­ბის­თვის, ისი­ნიც ცო­ცხლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ის სა­წყა­ლი გო­გო­ნაც და თა­ვა­დაც. მა­ინც ერ­თე­უ­ლე­ბი მდიდ­რდე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ში",- მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივს, რაულ ჭი­ა­თა­ვას.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
2

რა წუმპეში არიან საწყლები

rasa
3

ესეთ 'დამოუკიდებლობას' რა ვუთხარი. ჯოჯოხეთია მაგათი ცხოვრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ისეთი დაცული ჰქონდა სახლი, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა, მაგრამ..." - მოკლულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" გავლენით სარგებლობდა

"ისეთი დაცული ჰქონდა სახლი, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა, მაგრამ..." - მოკლულია ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელიც "კრიმინალურ სამყაროში" გავლენით სარგებლობდა

სოხუმში, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი ქემალ არძინბა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მძიმედ დაჭრილი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აფხაზეთში ყველასთვის ცნობილია, რომ ქემალ არძინბა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო, რომელიც რეგიონში ტურისტულ ბიზნესსაც ფლობდა. ქემალ არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში მომხდარი რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი, მათ შორის, სოხუმის ცენტრში, რესტორან სან რემოში ჩაცხრილული ორი ე.წ. კანონიერი ქურდის, ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას საქმე. მაშინ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა მიმტანი გოგონა დომინიკა აკირთავა.

ცნობისთვის, ავიძბა და შამბა აფხაზეთის ე.წ. მთავარი კანონიერი ქურდის რაულ ბარცბას, იგივე პიზას საყრდენები იყვნენ, ახლა აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ არძინბას ნათესავს ბარცბამ ქვეშევრდომების მოშორება არ აპატია. მაშინ ადგილობრივ სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მოკლული "კრიმინალების" ახლობლები არძინბას ეძებდნენ. თუმცა, მან ერთი ვერსიით, აფხაზეთი დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა კი, როგორც ირკვევა, ისევ რეგიონში დაბრუნდა.

ქემალ არძინბა და აფხაზი "კანონიერი ქურდები" (თემურ გვასალია, ვალერი ხაშბა, თმურ ახუბა) 2016 წელი

kavkazr.com-ის ცნობით, ის საკუთარ სახლში სნაიპერის ტყვიამ მოკლა.

"არსებული ინფორმაციით, ეს იყო შურისძიება..." - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, არძინბა უმცროსს, მართალია ე.წ. ქურდის სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ "კრიმინალურ სამყაროში" გავლენებით სარგებლობდა.

მომხდარ ფაქტს ადგილობრივები ეხმაურებიან და სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს არის წლების წინ დაწყებული სისხლიანი შურისძიების გაგრძელება, რომელიც ამით არ დასრულდება:

"არ ვიცი, რამდენი წელი ვიქნებით ამ დაუსრულებელი დაპირისპირების მომსწრე. არც ერთი მხარე ნებდება, არც მეორე... რა დასანანია, რომ ჩვენი ეროვნული გმირის, ვლადისლავ არძინბას ნათესავს სხვა მისწრაფებები და ღირებულებები არ ჰქონდა, ყველამ ვიცით, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტი იყო. მგონია, არასდროს ექნება ამ ქვეყნის მოქალაქეს განცდა, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვცხოვრობთ..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ირაკლი სუხუმსკი.

"პიზას ხელწერაა... კარგა ხანს რუსეთში იყო ქემალი. ალბათ, ახალი ჩამოსულია. ისეთი დაცული ჰქონდა სახლი, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა. მაგრამ პიზას საცეცებს ვერ დაემალა. აღარ მინდა აქ ცხოვრება. უკანმოუხედავად წავიდოდი, მაგრამ სად წავიდე? არ ჯობდა, რაღაც დაეთმო იმ კრიმინალებისთვის, ისინიც ცოცხლები იქნებოდნენ, ის საწყალი გოგონაც და თავადაც. მაინც ერთეულები მდიდრდებიან ამ ქვეყანაში",- მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს, რაულ ჭიათავას.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას