სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს
"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე  ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

ია ფა­რუ­ლა­ვას სტუმ­რად მა­რი­ნა ბე­რი­ძის ყო­ფი­ლი ქმრის, ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ჰყავ­და. რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძემ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა მისი და ზუ­რას რო­მა­ნის, ასე­ვე მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­წყე­ბუ­ლა რო­მა­ნით, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო მუ­სი­კით. საქ­მი­ან ვი­თა­რე­ბა­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი - სა­დაც ვმღე­რო­დი, იქ მო­ვი­და ზურა და მისი მე­გობ­რე­ბი. მე­რი­დე­ბა ჩემს თავ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ეტყო­ბა მო­ე­წო­ნათ ჩემი ნამ­ღე­რი. ნუ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, კარ­გად მღე­რიო, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, არა­ფე­რი არ გაკ­ლი­აო და მოდი ვცა­დო­თო, გა­ვა­კე­თო­თო პროგ­რა­მა, ზუ­რამ შე­მომ­თა­ვა­ზა.

რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცურ, მოკ­რძა­ლე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩენ­და, მაგ­რამ მე მქონ­და ჩემი მი­ზა­ნი, მა­შინ არც პი­რად გეგ­მებს ვგეგ­მავ­დი, იმი­ტომ რომ შვი­ლი მყავ­და გა­საზ­რდე­ლი და ამა­ზე ვი­ყა­ვი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­დარ­თუ­ლი. მოკ­ლედ, შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­ვი­შა­ლეთ. მუ­სი­კას ძა­ლი­ან დიდი ძალა აქვს. მე არც ვი­ცო­დი ვის სახ­ლში დავ­დი­ო­დი, მე მივ­დი­ო­დი ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში არას­დროს შემ­ხვედ­რია მა­რი­ნა ბე­რი­ძე", - ამ­ბობს რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძე.

კი­თხვა­ზე - თვლი თუ არა, რომ აღ­მოჩ­ნდი მა­რი­ნა ბე­რი­ძი­სა და ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი, ასე პა­სუ­ხობს:

"ვფიქ­რობ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი წლე­ბი არ არის, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი არის ხა­რის­ხი. ალ­ბათ, გაჩ­ნდა იქ სი­ცა­რი­ე­ლე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მამ­დეც. რო­დე­საც სი­ცა­რი­ე­ლე არ არის, გა­მო­რი­ცხუ­ლია ის ად­გი­ლი სხვამ და­ი­კა­ვოს. ჩვენ (გუ­ლის­ხმობს მა­რი­ნა ბე­რი­ძეს) შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ამ თე­მა­ზე, და გულ­წრფე­ლად უნდა ვთქვა, მე და­ვი­ნა­ხე უფრო მე­ტად რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის შიში, ვიდ­რე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვის", - ამ­ბობს რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძე.

გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ Ambebi.ge ქალ­ბა­ტონ რუ­სუ­დან მუმ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. გვი­თხრა, რომ მე­ო­რე დღეა მის ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად გა­და­ცე­მის სკან­და­ლუ­რო­ბი­სა, დარ­ჩა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვუს­ვით...

- ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ამ­ბობ­და, "არის ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­საც ხელი არ უნდა მო­კი­დო, ეს და­მე­მარ­თა ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ოჯა­ხით ამა­ყობ­და, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხი მქონ­და..." და თქვენ ამ ოჯახს ხელი მო­კი­დეთ?

- ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მთა­ვა­რი მარ­ტო წლე­ბი არ არის, მთა­ვა­რი ხა­რის­ხია, მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულს კი სულ საზ­რდო­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია. დახ­ვე­წი­ლი და ინ­ტე­ლი­გენ­ტი ადა­მი­ა­ნია. ის არ გა­მო­ვა და ზედ­მეტ ლა­პა­რაკს არ და­ი­წყებს - რა იყო, რო­გორ იყო და რა­ტომ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი, არც უნდა და­ი­წყოს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამო­ვი­კი­თხე, ამ­ბობ­და, ზურა ჩემს ჩრდილ­ქვეშ მო­ექ­ცაო. მა­რი­ნა ბე­რი­ძე ვერც ზუ­რას და ვერც ჩემ ნიჭს ჩრდილს ვერ მი­ა­ყე­ნებს, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩანს და ხალ­ხი არ­ჩევს შავ­სა და თეთ­რს. მე­ღი­მე­ბა ხოლ­მე ამა­ზე, რო­დე­საც ვკი­თხუ­ლობ მის ინ­ტერ­ვი­უს, რომ თურ­მე ზურა ლა­ლი­აშ­ვილს დის­კომ­ფორ­ტს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი უქ­მნის. ჩემ­ზე კა­რი­ე­რის­ტი არა­ვინ მე­გუ­ლე­ბა (იღი­მის), რად­გან ბავ­შვო­ბი­დან შე­მოქ­მე­დე­ბით ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ზუ­რას ამ კუ­თხით პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შე­უქ­მნია. ჩვენ არ ვე­ჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, ვინ უფრო ნი­ჭი­ე­რია, პი­რი­ქით, ამას ერ­თმა­ნე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ვი­ყე­ნებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ყუ­რა­დღე­ბას, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს და შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე გა­სუ­ლი ვიყო, მაგ­რამ მე და ზუ­რას შო­რის ში­ნა­გა­ნი ძაფი არ წყდე­ბა. ალ­ბათ ეს არის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ი­დუმ­ლო.

- ერთ წი­ნა­და­დე­ბა­საც წა­გი­კი­თხავთ თქვენ­ზე, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ინ­ტერ­ვი­უ­დან - "მას ეგო­ნა რომ ვბლო­კავ­დი, მის­მა პარ­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია.." - და მარ­თლაც, სად ხართ ახლა?

- უხერ­ხუ­ლია პარ­ტი­ე­ბით სა­უ­ბა­რი, რას ნიშ­ნავს მის­მა პარ­ტი­ამ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ვარ თუ მი­ნის­ტრი? მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მისი პარ­ტი­აა, მაგ­რამ მე ეს არა­სო­დეს მიხ­სე­ნე­ბია, რად­გან ადა­მი­ა­ნებს პარ­ტი­ე­ბის მი­ხედ­ვით არ ვყოფ. უბ­რა­ლოდ, გულ­ზე მოხ­ვდა რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ი­მარ­ჯვა და ეს სი­ტყვე­ბიც ამან ათ­ქმე­ვი­ნა.

- თქვენ კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობთ მე­უღ­ლე­ზე, რო­გორც ჩანს, ბა­ტო­ნი ზურა კარ­გი ქმა­რია...

- რამ­დე­ნი ინ­ტერ­ვი­უც წა­ვი­კი­თხე, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ზუ­რას სა­ხელს არ ახ­სე­ნებს. მკი­თხველს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ „ვი­ღაც კაც­ზეა“ სა­უ­ბა­რი. ამ დროს ზუ­რას დიდი ხა­ნია ყვე­ლა იც­ნობს რო­გორც პი­როვ­ნე­ბა­სა და ხე­ლო­ვანს. ის ზო­დი­ა­ქო­თი კუ­როა, მი­უ­ხე­და­ვად მისი ხა­სი­ა­თის და­დე­ბი­თი შტრი­ხე­ბი­სა, მის ღირ­სე­ბას არ უნდა შე­ე­ხო, რად­გან ამ დროს უკომ­პრო­მი­სო ხდე­ბა და უკან აღარ იხევს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს რთუ­ლად იღებს, მაგ­რამ თუ რა­ი­მე გა­და­წყვი­ტა, ეს იქ­ნე­ბა დიდი ფიქ­რი­სა და გან­სჯის შე­დე­გი. და ვერც ვე­რა­ფერს და­ა­ძა­ლებ, ჯი­უ­ტი კუ­როა, თუ არ უნდა, არ გა­ა­კე­თებს. გა­მო­რი­ცხუ­ლია, მას ვინ­მემ რამე და­ა­ძა­ლოს, თუნ­დაც ეს მე ვიყო.

- ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბით სა­მი­ვე, თქვენ, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა და ბა­ტო­ნი ზურა, სა­ერ­თო მე­გობ­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ხომ არ მო­უ­წი­ათ?

- კარ­გი კი­თხვაა, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და ამ დროს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ჟღავ­ნებს სა­ხეს. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც და ასე­თე­ბიც. ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი მიგ­რძვნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც შე­იძ­ლე­ბა მა­რი­ნას­თა­ნაც მე­გობ­რობ­დნენ. არა­ვინ არ გვა­ვი­წყდე­ბა მე და ზუ­რას, ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კარ­გად გვახ­სოვს ვი­საც შე­ე­შა­ლა, რაც წე­სით, არ უნდა შეშ­ლო­დათ. მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. თუმ­ცა მა­ინც იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რი­ნა­ზე ადრე ზუ­რას იც­ნობ­დნენ და ზუ­რა­თი ამა­ყობ­დნენ, თუმ­ცა მერე სი­ტუ­ა­ცი­ებს მო­ერგნენ... სხვა­თა შო­რის, გუ­შინ­დე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დე­გაც შევ­ნიშ­ნე ერთი-ორი ადა­მი­ა­ნის­გან მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი, გა­მიკ­ვირ­და და მათ მა­გი­ერ მე­უ­ხერ­ხუ­ლა.

მე ზუ­რას პი­როვ­ნე­ბას და ნი­ჭი­ე­რე­ბას უდი­დეს პა­ტივს ვცემ, პი­რი­ქით, ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში მინ­და, რომ კი­დევ უფრო მეტი ვი­სა­უბ­რო მას­ზე. ზუ­რას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო, რო­მელ­საც ის ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და, არ იქ­ნე­ბო­და ური­გო, რომ ჩე­მამ­დეც გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა მე მოვ­კი­დე ხელი და გა­ვა­კე­თე. რა უნდა ადა­მი­ანს? - რო­დე­საც გრძნობს, რომ და­ფა­სე­ბუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ყვე­ლა­ნა­ი­რად იმ­სა­ხუ­რებს. მე­ღი­მე­ბა, ზურა ვე­რა­ვის ჩრდილ­ქვეშ ვერ მო­ექ­ცე­ვა, რად­გან უკი­დე­გა­ნოდ ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სია.

- რო­დე­საც ოჯა­ხი შექ­მე­ნით, ამ­ბობ­დნენ, რომ ზუ­რას შვილ­მა მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა...

- ეს არის ტყუ­ი­ლი, ზუ­რას გა­და­სა­რე­ვი შვი­ლი ჰყავს და ძა­ლი­ან უყ­ვარს. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ხელი ამ ამ­ბავს არ შე­უშ­ლია. ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს და გიჟ­დე­ბი­ან ბა­ბუ­ა­ზე. მე კი ეს უზო­მოდ მა­ხა­რებს და ჩემი მხრი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ხელი შე­ვუ­წყო ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს. იმე­დი მაქვს, დრო ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებს, ჩემ­გან და­დე­ბი­თი­სა და პო­ზი­ტი­ვის გარ­და მათ­თან არა­ფე­რი მივა.

- არა­სო­დეს გი­ნა­ნი­ათ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა?

- არა, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძნე­ლად იღ­ლე­ბა. ში­ნა­გა­ნად ძლი­ე­რი ვარ და მტე­რი ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს. ვფიქ­რობ, რომ ზურა გა­ვა­ბერ­დნი­ე­რე და არ გა­მი­უ­ბე­დუ­რე­ბია. რო­გორც კი პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა, მინ­და, რომ ზუ­რას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო კი­დევ ერთხელ გა­ვა­კე­თო, უფრო დიდი მას­შტა­ბით. ასე­ვე პა­სუხს გავ­ცემ კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ ვჩან­ვარ ხში­რად, ეს უნდა ვკი­თხოთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რად­გან მე მოქ­მე­დი მუ­სი­კო­სი ვარ, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­უძ­ლია მი­უჯ­დეს რო­ი­ალს და ცო­ცხლად იმ­ღე­როს და შე­დე­გი და­დოს. სა­დაც კი გა­მოვ­სულ­ვარ, მსმე­ნე­ლის­გან კე­თილ­გან­წყო­ბი­სა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის გარ­და არა­ფე­რი მი­მი­ღია. ჩემ­თვის ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სე­ბის, რო­გო­რე­ბიც არი­ან ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი, რომა რცხი­ლა­ძე და სხვე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი და მხარ­და­ჭე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს...

მკითხველის კომენტარები / 169 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
9

ფაქტია რომ დაანგრიე ოჯახი,შენი აქტიურობით. 🙉🙈😠😡

555
16

რაღაც სახეზე ეგ ბედნიერება ვერ შევამჩნიე😛

ავტორი:

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე  ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

ია ფარულავას სტუმრად მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის, ზურა ლალიაშვილის მეუღლე ჰყავდა. რუსუდან მუმლაძემ გულახდილად ისაუბრა მისი და ზურას რომანის, ასევე მარინა ბერიძესთან ურთიერთობის შესახებ.

"ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა რომანით, ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მუსიკით. საქმიან ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი - სადაც ვმღეროდი, იქ მოვიდა ზურა და მისი მეგობრები. მერიდება ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ ეტყობა მოეწონათ ჩემი ნამღერი. ნუ ატყდა ერთი ამბავი, კარგად მღერიო, მუსიკალური განათლება, არაფერი არ გაკლიაო და მოდი ვცადოთო, გავაკეთოთო პროგრამა, ზურამ შემომთავაზა.

რაღაც პერიოდის შემდეგ, მამაკაცურ, მოკრძალებულ ინიციატივას იჩენდა, მაგრამ მე მქონდა ჩემი მიზანი, მაშინ არც პირად გეგმებს ვგეგმავდი, იმიტომ რომ შვილი მყავდა გასაზრდელი და ამაზე ვიყავი თავიდან ბოლომდე გადართული. მოკლედ, შემოქმედებაში გავიშალეთ. მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე არც ვიცოდი ვის სახლში დავდიოდი, მე მივდიოდი ზურა ლალიაშვილის სტუდიაში. იმ პერიოდში არასდროს შემხვედრია მარინა ბერიძე", - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

კითხვაზე - თვლი თუ არა, რომ აღმოჩნდი მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი, ასე პასუხობს:

"ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში მთავარი წლები არ არის, ურთიერთობაში მთავარი არის ხარისხი. ალბათ, გაჩნდა იქ სიცარიელე, დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც. როდესაც სიცარიელე არ არის, გამორიცხულია ის ადგილი სხვამ დაიკავოს. ჩვენ (გულისხმობს მარინა ბერიძეს) შევხვდით ერთმანეთს, ამ თემაზე, და გულწრფელად უნდა ვთქვა, მე დავინახე უფრო მეტად რეპუტაციის შელახვის შიში, ვიდრე საყვარელი ადამიანის დაკარგვის", - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ Ambebi.ge ქალბატონ რუსუდან მუმლაძეს დაუკავშირდა. გვითხრა, რომ მეორე დღეა მის ტელეფონზე ზარები არ გაჩერებულა. მიუხედავად გადაცემის სკანდალურობისა, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც ჩვენ დავუსვით...

- ოჯახის დანგრევის შემდეგ ქალბატონი მარინა ამბობდა, "არის ოჯახები, რომელსაც ხელი არ უნდა მოკიდო, ეს დამემართა ქალს, რომელიც თავისი ოჯახით ამაყობდა, ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი მქონდა..." და თქვენ ამ ოჯახს ხელი მოკიდეთ?

- ურთიერთობაში მთავარი მარტო წლები არ არის, მთავარი ხარისხია, მარადიულ სიყვარულს კი სულ საზრდოობა სჭირდება. ზურა ლალიაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი მოთმინების უნარი გააჩნია. დახვეწილი და ინტელიგენტი ადამიანია. ის არ გამოვა და ზედმეტ ლაპარაკს არ დაიწყებს - რა იყო, როგორ იყო და რატომ მოხდა ეს ამბავი, არც უნდა დაიწყოს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, ამბობდა, ზურა ჩემს ჩრდილქვეშ მოექცაო. მარინა ბერიძე ვერც ზურას და ვერც ჩემ ნიჭს ჩრდილს ვერ მიაყენებს, რადგან ყველაფერი კარგად ჩანს და ხალხი არჩევს შავსა და თეთრს. მეღიმება ხოლმე ამაზე, როდესაც ვკითხულობ მის ინტერვიუს, რომ თურმე ზურა ლალიაშვილს დისკომფორტს წარმატებული ქალი უქმნის. ჩემზე კარიერისტი არავინ მეგულება (იღიმის), რადგან ბავშვობიდან შემოქმედებით ვცხოვრობ, თუმცა ზურას ამ კუთხით პრობლემა არასოდეს შეუქმნია. ჩვენ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო ნიჭიერია, პირიქით, ამას ერთმანეთის სასარგებლოდ ვიყენებთ. რაც შეეხება ყურადღებას, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და შეიძლება მთელი დღე გასული ვიყო, მაგრამ მე და ზურას შორის შინაგანი ძაფი არ წყდება. ალბათ ეს არის ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო.

- ერთ წინადადებასაც წაგიკითხავთ თქვენზე, ქალბატონი მარინას ინტერვიუდან - "მას ეგონა რომ ვბლოკავდი, მისმა პარტიამ გაიმარჯვა ოცნების მხარდამჭერია.." - და მართლაც, სად ხართ ახლა?

- უხერხულია პარტიებით საუბარი, რას ნიშნავს მისმა პარტიამ, პარლამენტარი ვარ თუ მინისტრი? მაშინ "ნაციონალები" მისი პარტიაა, მაგრამ მე ეს არასოდეს მიხსენებია, რადგან ადამიანებს პარტიების მიხედვით არ ვყოფ. უბრალოდ, გულზე მოხვდა რომ "ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ეს სიტყვებიც ამან ათქმევინა.

- თქვენ კი განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობთ მეუღლეზე, როგორც ჩანს, ბატონი ზურა კარგი ქმარია...

- რამდენი ინტერვიუც წავიკითხე, ქალბატონი მარინა ზურას სახელს არ ახსენებს. მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ „ვიღაც კაცზეა“ საუბარი. ამ დროს ზურას დიდი ხანია ყველა იცნობს როგორც პიროვნებასა და ხელოვანს. ის ზოდიაქოთი კუროა, მიუხედავად მისი ხასიათის დადებითი შტრიხებისა, მის ღირსებას არ უნდა შეეხო, რადგან ამ დროს უკომპრომისო ხდება და უკან აღარ იხევს. გადაწყვეტილებებს რთულად იღებს, მაგრამ თუ რაიმე გადაწყვიტა, ეს იქნება დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგი. და ვერც ვერაფერს დააძალებ, ჯიუტი კუროა, თუ არ უნდა, არ გააკეთებს. გამორიცხულია, მას ვინმემ რამე დააძალოს, თუნდაც ეს მე ვიყო.

- ხელოვნებას ემსახურებით სამივე, თქვენ, ქალბატონი მარინა და ბატონი ზურა, საერთო მეგობრებს არჩევანის გაკეთება ხომ არ მოუწიათ?

- კარგი კითხვაა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ამ დროს ბევრი ადამიანი ამჟღავნებს სახეს. იყვნენ ისეთებიც და ასეთებიც. ძალიან ბევრი პოზიტივი მიგრძვნია იმ ადამიანებისგან, ვინც შეიძლება მარინასთანაც მეგობრობდნენ. არავინ არ გვავიწყდება მე და ზურას, ის ადამიანებიც კარგად გვახსოვს ვისაც შეეშალა, რაც წესით, არ უნდა შეშლოდათ. მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუმცა მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარინაზე ადრე ზურას იცნობდნენ და ზურათი ამაყობდნენ, თუმცა მერე სიტუაციებს მოერგნენ... სხვათა შორის, გუშინდელი გადაცემის შემდეგაც შევნიშნე ერთი-ორი ადამიანისგან მსგავსი საქციელი, გამიკვირდა და მათ მაგიერ მეუხერხულა.

მე ზურას პიროვნებას და ნიჭიერებას უდიდეს პატივს ვცემ, პირიქით, ყველა ინტერვიუში მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვისაუბრო მასზე. ზურას შემოქმედებითი საღამო, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებდა, არ იქნებოდა ურიგო, რომ ჩემამდეც გაკეთებულიყო, თუმცა მე მოვკიდე ხელი და გავაკეთე. რა უნდა ადამიანს? - როდესაც გრძნობს, რომ დაფასებულია, მითუმეტეს, როდესაც ყველანაირად იმსახურებს. მეღიმება, ზურა ვერავის ჩრდილქვეშ ვერ მოექცევა, რადგან უკიდეგანოდ ნიჭიერი მუსიკოსია.

- როდესაც ოჯახი შექმენით, ამბობდნენ, რომ ზურას შვილმა მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა...

- ეს არის ტყუილი, ზურას გადასარევი შვილი ჰყავს და ძალიან უყვარს. კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მათი ურთიერთობისთვის ხელი ამ ამბავს არ შეუშლია. ოთხი შვილიშვილი ჰყავს და გიჟდებიან ბაბუაზე. მე კი ეს უზომოდ მახარებს და ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო ამ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, დრო ყველაფერს დაალაგებს, ჩემგან დადებითისა და პოზიტივის გარდა მათთან არაფერი მივა.

- არასოდეს გინანიათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- არა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ძნელად იღლება. შინაგანად ძლიერი ვარ და მტერი ვერაფერს დამაკლებს. ვფიქრობ, რომ ზურა გავაბერდნიერე და არ გამიუბედურებია. როგორც კი პანდემია დასრულდება, მინდა, რომ ზურას შემოქმედებითი საღამო კიდევ ერთხელ გავაკეთო, უფრო დიდი მასშტაბით. ასევე პასუხს გავცემ კითხვაზე, რატომ არ ვჩანვარ ხშირად, ეს უნდა ვკითხოთ ტელევიზიებს, რადგან მე მოქმედი მუსიკოსი ვარ, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია მიუჯდეს როიალს და ცოცხლად იმღეროს და შედეგი დადოს. სადაც კი გამოვსულვარ, მსმენელისგან კეთილგანწყობისა და აპლოდისმენტების გარდა არაფერი მიმიღია. ჩემთვის ისეთი პროფესიონალი მუსიკოსების, როგორებიც არიან ვაჟა აზარაშვილი, რომა რცხილაძე და სხვების შეფასებები და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს...