სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?
"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

კონ­ფლიქ­ტო­ლოგ გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დმა­ნის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, „ორი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე ცო­დავ­და“, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კი მომ­ხდარ­ზე „რე­ა­გი­რე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა“.

რო­გორც გი­ორ­გი კა­ნაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, დამ­ნა­შა­ვე კი სა­ხელ­მწი­ფო და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტაა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით აშ­კა­რად და­იგ­ვი­ა­ნა. თვი­თონ გო­მე­ლა­ურ­მაც აღი­ა­რა, იქ ისე­თი ლან­დშაფ­ტია, რომ ხალ­ხმა „აქე­დან მო­უ­ა­რა, იქი­დან მო­უ­ა­რაო“ - ამას უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი, თუმ­ცა ეს არ არის ამ ტი­პის პირ­ვე­ლი შეც­დო­მა, რაც ჩვე­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის არც თუ ისე გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. გახ­სოვთ, სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა, ბევ­რად უფრო სა­ში­ნე­ლი იყო პან­კის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

ასე რომ, პირ­ვე­ლი, რე­აქ­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. მე­ო­რე, რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის დიდი ჯგუ­ფის და­ჭე­რას და დას­ჯას. მე ზო­გა­დად, არ ვარ იმის მომ­ხრე, რომ დას­ჯა ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ამ ტი­პის ძა­ლა­დო­ბა იყო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია, კად­რე­ბიც გავ­რცელ­და, რა სი­სას­ტი­კით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­ზე ფი­ზი­კუ­რი გას­წო­რე­ბა, ეს ხომ არ იყო სი­ტყვი­ე­რი? რა­საც ვუ­ყუ­რებ­დი, ობი­ექ­ტუ­რად ორი­ვე მხა­რე ცო­დავ­და.

აქ მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­როვ­და. რთუ­ლი რე­გი­ო­ნია, თუ ვინ­მე არის დამ­ნა­შა­ვე, არის სა­ხელ­მწი­ფო და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა - იმ­დენ ხანს გაგ­რძელ­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უბ­რობს, გარ­და იმი­სა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბია“, - აღ­ნიშ­ნა კა­ნაშ­ვილ­მა.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა გან­მარ­ტა, დმა­ნის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სიღ­რმი­სე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე მი­უ­თი­თებს და სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­აა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ყო­ფი­თი ხა­სი­ა­თი­საა.

„რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ­დელ შე­რი­გე­ბას, ეს პრო­ცე­სე­ბის გა­ყინ­ვაა, დრო­ე­ბი­თი ჩახ­შო­ბა. ცოტა სი­რაქ­ლე­მის პო­ზი­ცი­აა, რომ მხო­ლოდ ყო­ფი­თი პრობ­ლე­მაა. ყველ­გან ხდე­ბა გა­უ­გებ­რო­ბა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ დმა­ნის­ში მომ­ხდა­რი კარ­გად აჩ­ვე­ნებს, რომ პრობ­ლე­მა სიღ­რმი­სე­უ­ლია.

კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი არ იყო, მაგ­რამ ეთ­ნი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა აქვს. ამი­ტომ, შე­სა­ბი­მი­სი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა უნდა სა­უბ­რობ­დეს ამა­ზე. თუ დრო­ზე არ და­ლაგ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, გარ­წმუ­ნებთ არა­ფე­რი გა­მო­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს კა­ნაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

ახლა ამას აგვახევენ! მოღალატე მტავრობა ასე არიგებს მიწებს!

ადამიანი
9

თუ შეიძლება,ისიც მოაყოლეთ ხოლმე, ვინ შერაცხა კონფლიქტოლოგად,ვისგან ფინანსდებოდა და ა.შ.გასაგებია,რომ თქვენც იგივე წყაროდან ფინანსდებიტ,მაგრა ღიად თქმას რა უდგას წინ? ;)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის შეფასებით, დმანისში განვითარებული მოვლენების დროს, „ორივე დაპირისპირებული მხარე ცოდავდა“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე „რეაგირება დააგვიანა“.

როგორც გიორგი კანაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყანაში სტრუქტურული პრობლემებია, დამნაშავე კი სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაღაც თვალსაზრისით აშკარად დაიგვიანა. თვითონ გომელაურმაც აღიარა, იქ ისეთი ლანდშაფტია, რომ ხალხმა „აქედან მოუარა, იქიდან მოუარაო“ - ამას უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურები, თუმცა ეს არ არის ამ ტიპის პირველი შეცდომა, რაც ჩვენი სტრუქტურების არც თუ ისე გამართულ მუშაობაზე მიუთითებს. გახსოვთ, სრული კატასტროფა, ბევრად უფრო საშინელი იყო პანკისში განვითარებული მოვლენები.

ასე რომ, პირველი, რეაქცია დაგვიანებული იყო. მეორე, რაც შეეხება ადამიანის დიდი ჯგუფის დაჭერას და დასჯას. მე ზოგადად, არ ვარ იმის მომხრე, რომ დასჯა ეფექტური მექანიზმია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ძალადობა იყო, აუცილებელია შესაბამისი რეაქცია, კადრებიც გავრცელდა, რა სისასტიკით ხდება ადამიანების ერთმანეთზე ფიზიკური გასწორება, ეს ხომ არ იყო სიტყვიერი? რასაც ვუყურებდი, ობიექტურად ორივე მხარე ცოდავდა.

აქ მთავარი სტრუქტურული პრობლემებია, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. რთული რეგიონია, თუ ვინმე არის დამნაშავე, არის სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა - იმდენ ხანს გაგრძელდა პოლიტიკური კრიზისი, რომ პოლიტიკური ელიტა ყველაფერზე საუბრობს, გარდა იმისა, რაც მოსახლეობის რეალური საჭიროებებია“, - აღნიშნა კანაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, დმანისში განვითარებული მოვლენები სიღრმისეულ პრობლემებზე მიუთითებს და სირაქლემას პოზიციაა საუბარი იმაზე, რომ დაპირისპირების მიზეზი მხოლოდ ყოფითი ხასიათისაა.

„რაც შეეხება გუშინდელ შერიგებას, ეს პროცესების გაყინვაა, დროებითი ჩახშობა. ცოტა სირაქლემის პოზიციაა, რომ მხოლოდ ყოფითი პრობლემაა. ყველგან ხდება გაუგებრობა საყოფაცხოვრებო საკითხებზე, მაგრამ დმანისში მომხდარი კარგად აჩვენებს, რომ პრობლემა სიღრმისეულია.

კლასიკური გაგებით ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი არ იყო, მაგრამ ეთნიკური შეფერილობა აქვს. ამიტომ, შესაბიმისი სამინისტროები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა უნდა საუბრობდეს ამაზე. თუ დროზე არ დალაგდება ჩვენი პოლიტიკური ელიტა, გარწმუნებთ არაფერი გამოვა“, - აღნიშნავს კანაშვილი.