ავტორი:

ვისთვის არის სასარგებლო დამტვერვით მკურნალობა და სად უნდა დაისვენონ ალერგიულმა ადამიანებმა - იმუნოლოგის რეკომენდაციები

ვისთვის არის სასარგებლო დამტვერვით მკურნალობა და სად უნდა დაისვენონ ალერგიულმა ადამიანებმა - იმუნოლოგის რეკომენდაციები

მაისის თვე საუკეთესო პერიოდია კურორტოთერაპიისთვის - სწორედ ახლა აღწევს პიკს წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა და ის სამკურნალო ეფექტი, რასაც დამტვერვა იძლევა. თუმცა, როგორც მედიკოსები ამბობენ, ამ მიზნით კურორტებზე წასვლისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, აუცილებელია რეკომენდაცია ექიმისგან აიღოთ. თვითნებური გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა, განკურნების მაგივრად, ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესოთ.

როგორი სამკურნალო ეფექტი აქვს კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე, ვისთვის რომელი კურორტია რეკომენდირებული და როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს მთის კურორტზე დასვენებისას? - ამ საკითხებზე allnews.ge ალერგოლოგ-იმუნოლოგ ირინა მიმინოშვილს ესაუბრა.

- თუ ადამიანს ხშირად ემართება რესპირატორული დაავადებები, ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის პრობლემები, ვირუსული ინფექციები, ბრონქიტების რეციდივები, ან ფილტვების ანთება აქვს რამდენჯერმე გადატანილი, მისთვის შესანიშნავია წიწვოვანი მცენარეების დამტვერვის თერაპია.

მარტივად და გასაგებად რომ აგიხსნათ, ვისაც სასუნთქი სისტემის პრობლემები აქვს, მათთვის მცენარის მტვერში არის ეთერზეთები, რომელიც ჰაერში აეროზოლის სახით იფრქვევა და სუნთქვის დროს ინჰალაციის მსგავს ეფექტს ახდენენ.

- რა უნდა ვიცოდეთ, სანამ დასასვენებლად წასვლას გადავწყვეტთ? რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში დამტვერვის პროცესმა?

- პირველ რიგში, კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ ალერგია, სანამ კურორტზე წასვლას გადავწყვეტთ. კონსულტაცია უნდა დავგეგმოთ ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალერგიის პირველადი ნიშნები. უნდა გამოვიკვლიოთ ვართ თუ არა ალერგიული. თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ ალერგია წიწვოვანი მცენარეების მტვერზე, ამან შეიძლება არაერთი მწვავე გართულება გამოიწვიოს: ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი, ასთმის შეტევის სახით, ჭინჭრის ციება, ცხვირის გაჭედვა, ხველა, ატოპიური დერმატიტი და პოლინოზის გამწვავება. ვინც იცის, კონკრეტულად რა მცენარეზე აქვს ალერგია, აუცილებელია, მაქსიმალურად ჩაიტაროს პროფილაქტიკური მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეს ნებისმიერ კურორტზე...წაიკითხეთ სრულად

ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა - ონისე წულაია “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” ისწავლის

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი მწყემსი და აშშ-ის მოქალაქე ჩამოიყვანეს