საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე
როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

ის სე­რი­ალ­ში გო­ცი­რი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ძი­ძის, ირას შვი­ლია, ცოტა დაბ­ნე­უ­ლი და და­უ­ლა­გე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცის როლი აქვს. სე­რი­ალ­ში მე­ცხრე სე­ზო­ნი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში რომ ჩა­ერ­თო, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი იყო, ახლა უკვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბია. ამ­ბობს, რომ "ჩცდ" მის­თვის ერ­თგვა­რი სკო­ლა აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად იქ ას­წავ­ლეს... შეს­რუ­ლე­ბულ­მა როლ­მა კი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ამ სე­ზონ­ზე მისი პერ­სო­ნა­ჟი, ლე­ვა­ნი­კო სე­რი­ალ­ში გა­აქ­ტი­ურ­და და ბოლო სე­რი­ა­ში სკან­დალ­შიც გა­ეხ­ვა.

AMBEBI.GE ბუბა ჭო­ღოშ­ვილს ესა­უბ­რა:

- თქვე­ნი გმი­რი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი ხდე­ბა. ბოლო სე­რი­ებ­ში მის გარ­შე­მო სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა... ძნე­ლია ამ რო­ლის გათ­ვი­სე­ბა? ფაქ­ტია, რომ და­მა­ჯე­რე­ბე­ლია თქვე­ნი თა­მა­ში...

- ჰო, არ ის­ვე­ნებს (იცი­ნის)... რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა რა­ღაც სირ­თუ­ლეს­თან ყო­ველ­თვის არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ყვე­ლა ჯერ­ზე ცდი­ლობ, სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან გას­ვლას და რა­დი­კა­ლუ­რად სხვა პი­როვ­ნე­ბის თა­მაშს. ამ შემ­თხვე­ვა­ში უარ­ყო­ფი­თი უფრო მე­ტია, ვიდ­რე და­დე­ბი­თი, სცნა­რიც მის გარ­შე­მო ასე ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ, რა­ღაც სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა თქმა უნდა, არის.

- გგავთ ცხოვ­რე­ბა­ში თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი?

- რო­დე­საც ამას მე­კი­თხე­ბი­ან, ასე ვხუმ­რობ - მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად მგავს! თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო მსგა­ვე­ბა მა­ინც იყოს ჩვენ შო­რის, მაგ­რამ მას­ში ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია და იმე­დია, მას არ და­ვემ­სგავ­სე­ბი...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენს გმირს არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რე­ბით ამ­კო­ბენ... წა­მი­კი­თხავს მა­გა­ლი­თად, ასე­თი შე­ფა­სე­ბა - ლე­ვა­ნი­კო უსაქ­მუ­რი და ალ­ფონ­სია...

- კი... მე ისე­თიც მი­ნა­ხავს, მსა­ხი­ობს, რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს პერ­სო­ნაჟ­თან რომ აი­გი­ვე­ბენ...

- და რას გრძნობთ მა­შინ?

- ალ­ბათ რა­ღაც მო­მენ­ტში მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ასე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან და შენს ნა­მუშ­ვარს რე­ა­ლუ­რად აღიქ­ვა­მენ. სა­კუ­თარ თავ­ზე ცოტა უხერ­ხუ­ლია რა­ი­მე ვთქვა, მაგ­რამ თუ ასე წე­რენ ე.ი. რა­ღაც დო­ნე­ზე, როლი სწო­რად შე­ვას­რუ­ლე და მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლამ­დე მი­ვე­დი. მე­ტად ვაგ­რძნო­ბი­ნე ეს პი­როვ­ნე­ბა.

- რო­დე­საც ამა თუ იმ სე­რი­ის­თვის მუ­შა­ო­ბას იწყებთ, რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ყვე­ლა­ფე­რი - გა­რე­მო, პარტნი­ო­რი, სი­ტუ­ა­ცია, სცე­ნა­რი... მინ­და, ვთქვა, რომ გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა თა­ვი­დან­ვე ისე­თი კომ­ფორ­ტი და თბი­ლი აურა და­მახ­ვედ­რა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის... "თე­ატ­რა­ლურ­ში“ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბას სი­ტყვი­ე­რად გვას­წავ­ლიდ­ნენ, რად­გან სამ­წუ­ხა­როდ, არ იყო პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ახლა მაგ მხრივ ცოტა წინ წა­ვი­და საქ­მე გა­აქ­ტი­ურ­და. ამი­ტომ "ჩცდ"-ს ჯგუფ­მა მის­ვლის­თა­ნა­ვე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ამიხ­სნა ყვე­ლა­ფე­რი და ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი შე­მიქ­მნა. წლებ­თან ერ­თად იქ ბევრთან დავ­მე­გობ­რდი... მე­ცხრე სე­ზო­ნი­დან სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბი ვარ, ოღონდ, ჩემი გმი­რი ამ ხნის მან­ძილ­ზე ხან სად მი­დი­ო­და, ხან - სად...

- და რა უნდა, რო­გორ ფიქ­რობ ლე­ვა­ნი­კოს?

- ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი, ინ­ფან­ტი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, არი­ან ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თე­ბი. ბო­რო­ტი არ არის, ვინ­მეს­თვის ცუდი რომ უნ­დო­დეს. უბ­რა­ლოდ, რა­ღა­ცე­ებს ეპო­ტი­ნე­ბა... ხომ ვამ­ბობ, არი­ან ასე­თი ტი­პე­ბი.

- და "ტა­რაკ­ნის ის­ტო­რი­აც" ასე შექ­მნა?..

- ფული არ ჰქონ­და, არა­და, ქალ­ბა­ტო­ნის და­პა­ტი­ჟე­ბა უნ­დო­და და ასე მო­იქ­ცა. სა­ბო­ლო­ოდ, მის­მა არც ისე კარ­გმა ნა­ბი­ჯ­მა ბო­ლოს გა­ა­მარ­თლა...

- უშუ­ა­ლო პარტნი­ორ­ზე, ეკ­რა­ნულ დე­და­ზე, ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე­ზე რას იტყვით?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ დიდი პა­ტი­ვია ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძეს­თან ერ­თად თა­მა­ში. გიზო ჟორ­და­ნი­ას ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე, ნა­ნუ­კა გი­ზოს ასის­ტენ­ტი იყო. მსა­ხი­ო­ბად მათ გამ­ზარ­დეს და ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბეს. აქე­დან გა­მო­დი­ნა­რე, ჩვე­ნი, რო­გორც მო­წა­ფე-მას­წავ­ლე­ბე­ლის პარტნი­ო­რო­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მოკ­ლედ, სე­რი­ალ­ში მუ­შა­ო­ბა და მის გვერ­დით საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან გა­მი­მატ­რივ­და, რაც თა­ვი­დან­ვე სა­სი­ხა­რუ­ლო იყო.

- რას მო­ი­ფიქ­რებს სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - ქეთი დედ­ვა­რი­ა­ნი არა­ვინ იცის, მაგ­რამ ვა­რა­უ­დი, რომ და­ვუშ­ვათ - რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ლე­ვა­ნი­კოს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ქე­თის ულე­ვი ფან­ტა­ზია აქვს, მარ­თლა რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, არა­ვინ იცის, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ბი ვიცი, მაგ­რამ ბევ­რი არა­ფე­რი... ისე ვერ­სია სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ამი­ტომ, ვნა­ხოთ...

- სე­რი­ა­ლის გარ­და კი­დევ სად საქ­მი­ა­ნი­ობთ?

- თე­ატ­რებ­ში მიწ­ვე­ვენ და მიწ­ვე­ვით ვთა­მა­შობ. "გრი­ბო­დე­დოვ­ში“ პან­დე­მი­ამ­დე სა­ო­ცა­რი რეჟ­სო­რი ან­დრეი ჟოლ­და­კი იყო ჩა­მო­სუ­ლი და დად­გა "მეფე ლირი". თუმ­ცა მერე კო­რო­ნა და­ი­წყო, სპექ­ტაკ­ლე­ბი შე­ჩერ­და... ახლა "თუ­მა­ნიშ­ვილ­ში" მაქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი - რუ­სი­კო ბოლ­ქვა­ძე "ზა­ფხუ­ლის ღა­მის სიზ­მარს“ დგამს...

- მოკ­ლედ, პრო­ფე­სი­ამ გა­ა­მარ­თლა - სწო­რედ აირ­ჩი­ეთ, ხომ?

- ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რაც მიყ­ვარს და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ვა­კე­თო საქ­მე, რაც მსი­ა­მოვ­ნებს და მინ­და, ვა­კე­თო...

- ბავ­შვო­ბა­შიც ეს გინ­დო­დათ, გე­კე­თე­ბი­ნათ?

- მა­შინ სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა მინ­დო­და და კი­დევ რა­ღა­ცებ­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ბოლო წელს, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი გავ­ხდი, ერთ დღე­საც გა­ვიღ­ვი­ძე იდე­ით, მსა­ხი­ო­ბი უნდა გავ­ხდე-მეთ­ქი და გავ­ხდი. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმა­ში, რომ გიზო ჟორ­და­ნი­ას მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. თუმ­ცა მქონ­და პე­რი­ო­დი, როცა "სა­მე­დი­ცი­ნო­ზე" სწავ­ლა მო­მინ­და, ამ სფე­რო­ში დღემ­დე მა­ინ­ტე­რე­სებს რა­ღა­ცე­ბი. თან, ჩემი ოჯა­ხი, დიდი ბა­ბუ­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში არი­ან. ბა­ბუ­ა­ჩემ­მა, შოთა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ნი­მა­ცია და­არ­სა, მაგ­რამ ეს ტრა­დი­ცია არ გა­ვაგ­რძე­ლე.

- რას ეტყო­დი მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც გი­ყუ­რებს და მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რებს წერს?

- არა­ფერს, გა­აგ­რძე­ლოს ასე, რა­საც აკე­თებ­და, თუ მას ეს სი­ა­მო­ვე­ნებს, წე­როს. სე­რი­ა­ლი, ეს პრო­დუქ­ტიც ხომ ამის­თვის იქ­მნე­ბა, რომ ხალ­ხი ჩა­ერ­თოს და ყვე­ლამ თა­ვის ემო­ცია გად­მოს­ცეს. ასე რომ, უყუ­რონ სე­რი­ალს და ვი­საც რა უნდა, ის წე­როს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

კარგი რა ლევანიკო, მეტიმოთმინება გმართებს.ირას ხმით

Rt
41

რა დროს ჩცდ? მაგასუყურებენ კიდე?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

ის სერიალში გოცირიძეების ოჯახის ძიძის, ირას შვილია, ცოტა დაბნეული და დაულაგებელი ახალგაზრდა კაცის როლი აქვს. სერიალში მეცხრე სეზონიდან მონაწილეობს. გადაღების პროცესში რომ ჩაერთო, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ახლა უკვე პროფესიონალი მსახიობია. ამბობს, რომ "ჩცდ" მისთვის ერთგვარი სკოლა აღმოჩნდა, რადგანაც კამერასთან მუშაობა პრაქტიკულად იქ ასწავლეს... შესრულებულმა როლმა კი წარმატება მოუტანა, პოპულარული გახდა. ამ სეზონზე მისი პერსონაჟი, ლევანიკო სერიალში გააქტიურდა და ბოლო სერიაში სკანდალშიც გაეხვა.

AMBEBI.GE ბუბა ჭოღოშვილს ესაუბრა:

- თქვენი გმირი მაყურებლისთვის მგონი, საინტერესო პერსონაჟი ხდება. ბოლო სერიებში მის გარშემო სიტუაცია დაიძაბა... ძნელია ამ როლის გათვისება? ფაქტია, რომ დამაჯერებელია თქვენი თამაში...

- ჰო, არ ისვენებს (იცინის)... როლის შესრულება რაღაც სირთულესთან ყოველთვის არის დაკავშირებული - ყველა ჯერზე ცდილობ, საკუთარი თავიდან გასვლას და რადიკალურად სხვა პიროვნების თამაშს. ამ შემთხვევაში უარყოფითი უფრო მეტია, ვიდრე დადებითი, სცნარიც მის გარშემო ასე ვითარდება. ამიტომ, რაღაც სირთულეები, რა თქმა უნდა, არის.

- გგავთ ცხოვრებაში თქვენი პერსონაჟი?

- როდესაც ამას მეკითხებიან, ასე ვხუმრობ - მხოლოდ გარეგნულად მგავს! თუმცა შეიძლება, რაღაც უმნიშვნელო მსგავება მაინც იყოს ჩვენ შორის, მაგრამ მასში ბევრი უარყოფითია და იმედია, მას არ დავემსგავსები...

- სოციალურ ქსელში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს გმირს არც ისე სასიამოვნო კომენტარებით ამკობენ... წამიკითხავს მაგალითად, ასეთი შეფასება - ლევანიკო უსაქმური და ალფონსია...

- კი... მე ისეთიც მინახავს, მსახიობს, როლის შემსრულებელს პერსონაჟთან რომ აიგივებენ...

- და რას გრძნობთ მაშინ?

- ალბათ რაღაც მომენტში მაინც სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ასე ჩართულები არიან და შენს ნამუშვარს რეალურად აღიქვამენ. საკუთარ თავზე ცოტა უხერხულია რაიმე ვთქვა, მაგრამ თუ ასე წერენ ე.ი. რაღაც დონეზე, როლი სწორად შევასრულე და მაყურებლის გულამდე მივედი. მეტად ვაგრძნობინე ეს პიროვნება.

- როდესაც ამა თუ იმ სერიისთვის მუშაობას იწყებთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- ყველაფერი - გარემო, პარტნიორი, სიტუაცია, სცენარი... მინდა, ვთქვა, რომ გადამღებმა ჯგუფმა თავიდანვე ისეთი კომფორტი და თბილი აურა დამახვედრა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის... "თეატრალურში“ კამერასთან მუშაობას სიტყვიერად გვასწავლიდნენ, რადგან სამწუხაროდ, არ იყო პრაქტიკული მუშაობის საშუალება. ახლა მაგ მხრივ ცოტა წინ წავიდა საქმე გააქტიურდა. ამიტომ "ჩცდ"-ს ჯგუფმა მისვლისთანავე ძალიან მარტივად ამიხსნა ყველაფერი და ხომ ვამბობ, ყველანაირი კომფორტი შემიქმნა. წლებთან ერთად იქ ბევრთან დავმეგობრდი... მეცხრე სეზონიდან სერიალის მსახიობი ვარ, ოღონდ, ჩემი გმირი ამ ხნის მანძილზე ხან სად მიდიოდა, ხან - სად...

- და რა უნდა, როგორ ფიქრობ ლევანიკოს?

- ძალიან დაბნეული, ინფანტილური ადამიანია, არიან ცხოვრებაშიც ასეთები. ბოროტი არ არის, ვინმესთვის ცუდი რომ უნდოდეს. უბრალოდ, რაღაცეებს ეპოტინება... ხომ ვამბობ, არიან ასეთი ტიპები.

- და "ტარაკნის ისტორიაც" ასე შექმნა?..

- ფული არ ჰქონდა, არადა, ქალბატონის დაპატიჟება უნდოდა და ასე მოიქცა. საბოლოოდ, მისმა არც ისე კარგმა ნაბიჯმა ბოლოს გაამართლა...

- უშუალო პარტნიორზე, ეკრანულ დედაზე, ნანუკა ხუსკივაძეზე რას იტყვით?

- დავიწყოთ იმით, რომ დიდი პატივია ნანუკა ხუსკივაძესთან ერთად თამაში. გიზო ჟორდანიას ჯგუფი დავამთავრე, ნანუკა გიზოს ასისტენტი იყო. მსახიობად მათ გამზარდეს და ჩამომაყალიბეს. აქედან გამოდინარე, ჩვენი, როგორც მოწაფე-მასწავლებელის პარტნიორობა პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა. მოკლედ, სერიალში მუშაობა და მის გვერდით საქმიანობა ძალიან გამიმატრივდა, რაც თავიდანვე სასიხარულო იყო.

- რას მოიფიქრებს სცენარის ავტორი - ქეთი დედვარიანი არავინ იცის, მაგრამ ვარაუდი, რომ დავუშვათ - რა შეიძლება მოხდეს ლევანიკოს ცხოვრებაში?

- ქეთის ულევი ფანტაზია აქვს, მართლა რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის, თუმცა რაღაცები ვიცი, მაგრამ ბევრი არაფერი... ისე ვერსია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ამიტომ, ვნახოთ...

- სერიალის გარდა კიდევ სად საქმიანიობთ?

- თეატრებში მიწვევენ და მიწვევით ვთამაშობ. "გრიბოდედოვში“ პანდემიამდე საოცარი რეჟსორი ანდრეი ჟოლდაკი იყო ჩამოსული და დადგა "მეფე ლირი". თუმცა მერე კორონა დაიწყო, სპექტაკლები შეჩერდა... ახლა "თუმანიშვილში" მაქვს რეპეტიციები - რუსიკო ბოლქვაძე "ზაფხულის ღამის სიზმარს“ დგამს...

- მოკლედ, პროფესიამ გაამართლა - სწორედ აირჩიეთ, ხომ?

- ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის მთავარია, ვაკეთო საქმე, რაც მსიამოვნებს და მინდა, ვაკეთო...

- ბავშვობაშიც ეს გინდოდათ, გეკეთებინათ?

- მაშინ საერთოდ არ მიფიქრია მსახიობობაზე. არქიტექტორობა მინდოდა და კიდევ რაღაცებზე ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წელს, როდესაც აბიტურიენტი გავხდი, ერთ დღესაც გავიღვიძე იდეით, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი და გავხდი. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ გიზო ჟორდანიას მოსწავლე ვიყავი. თუმცა მქონდა პერიოდი, როცა "სამედიცინოზე" სწავლა მომინდა, ამ სფეროში დღემდე მაინტერესებს რაღაცები. თან, ჩემი ოჯახი, დიდი ბაბუიდან დაწყებული, სამედიცინო სფეროში არიან. ბაბუაჩემმა, შოთა მაჭავარიანმა საქართველოში რეანიმაცია დაარსა, მაგრამ ეს ტრადიცია არ გავაგრძელე.

- რას ეტყოდი მაყურებელს, რომელიც გიყურებს და მერე სოციალურ ქსელში კომენტარებს წერს?

- არაფერს, გააგრძელოს ასე, რასაც აკეთებდა, თუ მას ეს სიამოვენებს, წეროს. სერიალი, ეს პროდუქტიც ხომ ამისთვის იქმნება, რომ ხალხი ჩაერთოს და ყველამ თავის ემოცია გადმოსცეს. ასე რომ, უყურონ სერიალს და ვისაც რა უნდა, ის წეროს...