ავტორი:

"ინციდენტი ამოიწურა, შერიგდნენ... დაკავებული არავინაა, გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, მიდის გამოძიება" - გომელაურის თქმით, დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამე დარჩებიან

"ინციდენტი ამოიწურა, შერიგდნენ... დაკავებული არავინაა, გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, მიდის გამოძიება" - გომელაურის თქმით, დმანისში საპოლიციო ძალები მთელი ღამე დარჩებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

როგორც გომელაური განმარტავს, ამ წუთებში, მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც მათ გაათავისუფლებენ. თუმცა, მინისტრი მომავალში დაკავებებს არ გამორიცხავს.

„დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც განცხადება გაკეთდა, ჟურნალისტები დაზიანდნენ, ამაზე დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მთელი ღამის განმავლობაში საპოლიციო ძალები დარჩებიან.

გომელაურის განმარტებითვე, კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგდნენ.

„რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება.

ჩვენ პოლიციურ ძალებს ვტოვებთ რაღაც მასშტაბით, დამატებითი ძალები დარჩებიან რა თქმა უნდა და იქნება კონტროლი. ასპროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად.

მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს, ყველა ჩართული იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი, ასევე მეუფეები იყვნენ ჩართულები, დიდი მადლობა მათ“, - აცხადებს გომელაური.

მინისტრის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირებისას მძიმედ არავინ დაშავებულა. გომელაურის თქმითვე, დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცავებიც.

„როგორც ვიცი, არიან დაშავებულები. მადლობა ღმერთს, რომ არც მოქალაქეების მხრიდან და არც პოლიციელების მხრიდან, მძიმე დაშავებული ჯერჯერობით, როგორც ინფორმაცია გვაქვს, არავინ არის, პატარ-პატარა დაზიანებები აქვთ და მადლობა ღმერთს, რომ მართლა ამით გადავრჩით“, - განაცხადა გომელაურმა.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი - "რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

რა ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთში საქართველოს საელჩო?