ავტორი:

"კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე..." - რას ამბობს იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ

"კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე..." - რას ამბობს იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ

„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავებული პოზიციებია იმასთან დაკავშირებით, თავიდან უნდა დაინიშნონ თუ არა ცესკო-ს წევრები.

როგორც მან პარლამენტში საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებითად შეიცვლება.

„კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე, ყველა წევრი, ვინც ახლაც არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრი, თავიდან დაინიშნოს თუ არა. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, მაგრამ საბოლოოდ მგონი მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ არსებული წევრები თავიდან არ დაინიშნოს იქედან გამომდინარე, რომ ისედაც ბევრი ახალი წევრი ემატება ცესკოს. არსებითად იცვლება ცესკო, ნებისმიერ შემთხვევაში.

თავმჯდომარესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ისედაც არსებობს. კონკრეტულად თამარ ჟვანიას საკითხი არ განხილულა, მაგრამ მგონი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

"ბევრ რამეზე შევთანხმდით..." - სალომე სამადაშვილი საარჩევნო რეფორმაზე

"შევთანხმდით, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება - ერთი ოპოზიციის დანიშნული, მეორე კი პროფესიული ნიშნით" - შალვა პაპუაშვილი

"ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო" - სოზარ სუბარი