ავტორი:

"ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო" - სოზარ სუბარი

"ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო" - სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის შეფასებით, დმანისში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტი ორგანიზებული იყო.

როგორც სუბარმა, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივ მოსახლეობაში ყველა აცნობიერებს, რომ პრაქტიკულად ერთი ოჯახი არიან.

„გუშინ, რაც მოხდა, ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი იყო. არ ვიცი რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ორგანიზებული იყო. ალბათ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ოღონდ,იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მომხდარს აბსოლუტურად ემიჯნებიან. ისინი ამბობენ, ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ პრაქტიკულადო. ამიტომ, არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება, არც სხვა მხრიდან მოსულებისგან და არც ადგილობრივების მხრიდან. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ, იცხოვრებენ მომავალშიც. ყველას მოვუწოდებ, ესკალაციას ნუ მისცემს ამ ვითარებას, მესმის, ზოგიერთ ახალგაზრდას შეიძლება სისხლი უდუღს, ჰგონია, რომ რაღაც ხდება, მაგრამ სინამდვილეში, არაფერი არ ხდება“, - განაცხადა სუბარმა.

"რაც შეეხება უალტერნატივობას, ასეთი ბუნებაში არ არსებობს" - რას ამბობ სერგეენკო კახა კალაძის შესახებ

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ვერანაირად ვერ გამოვიყვანთ სკანდალს, ნიკა მელია თავის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავიდა - პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ" - მდინარაძე