დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
რაც შეეხება საბაგირო გზებს, მერიის ინფორმაციით, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება.
დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს.
ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება.
მუნიციპალურ ტრანსპორტს დეზინფექციასთან ერთად შიგნიდანაც რომ წმინდავდნენ კარგი იქნებოდა/
და კიდევ,მუნიციფალურ ტრანსპორტში ჩახუტებულები რომ არ მგზავრობდნენ მგზავრები, ეგ პირბადეების ტარებაზე და ხსნარებით ავტობუსების დამუშავებაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ იქნებოდა