მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა
"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

მუ­სი­კოს­მა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი", პა­ტა­რა მუ­სი­კო­სის ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძის შე­სა­ხებ და გია ყან­ჩე­ლის მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა:

"არას­დროს მო­მი­ყო­ლია ეს მის­ტი­კუ­რი ფაქ­ტი. რო­დე­საც ცოტ­ნეს პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი და­ი­ნიშ­ნა, ეროვ­ნულ ორ­კესტრთან ერ­თად, უკვე სექ­ტემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში გია ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. მე და ჩვე­ნი სა­მე­გობ­რო მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვა­კი­თხავ­დით, ვნა­ხუ­ლობ­დით, მაგ­რამ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­უ­ბა­რი აღარ შე­ეძ­ლო... იცო­და, რომ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ცოტ­ნეს კონ­ცერ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს სას­წა­უ­ლი მოხ­და - ცოტ­ნემ მო­ას­წრო მისი გაც­ნო­ბა. ცოტ­ნე იყო მას­თან სახ­ლში, მის­თვის და­უკ­რა და გიამ თქვა, - ბედ­ნი­ე­რი ვარ, ისე მივ­დი­ვარ ამ ქვეყ­ნი­დან, რომ უკვე ვნა­ხე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის შო­რე­უ­ლი მო­მა­ვა­ლიო... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გია ყან­ჩელ­თან პა­ტა­რა დი­ა­ლო­გი მქონ­და, მო­ი­კი­თხა, რო­გორ მი­დის რე­პე­ტი­ცი­ე­ბიო?- მო­ვუ­ყე­ვი რო­გო­რი დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, რომ ამ ბავ­შვის მერე ორ­კესტრიც შოკ­ში იყო. მა­შინ ასე­თი რამ მი­თხრა: "მინ­და, რომ ეს დღე­სას­წა­უ­ლი შედ­გეს და პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ მე მა­ნამ­დე ვი­ცო­ცხლებ". მარ­თლაც, სა­ოც­რე­ბა მოხ­და... რო­დე­საც დამ­თავ­რდა ცოტ­ნეს კონ­ცერ­ტი და ჩვენ შინ წა­მო­ვე­დით, ცოტ­ნეც კონ­ცერ­ტის შემ­დგომ ჩემ­თან იყო, იმი­ტომ რომ ამ ემო­ცი­ე­ბის შემ­დეგ ვერ და­ვი­შა­ლეთ...

რა­ღაც დროს ღა­მით, უცებ ცოტ­ნემ თვა­ლი და­ად­გა გია ყან­ჩე­ლის მე­ხუ­თე სიმ­ფო­ნი­ის პარ­ტი­ტუ­რას და მთხო­ვა: - მოდი, ამ პარ­ტი­ტუ­რის თან­ხლე­ბით მო­ვის­მი­ნოთ მე და შენო. სტუმ­რე­ბი ცალ­კე იყ­ვნენ, ჩვენ ორნი ჩემს სა­მუ­შაო ოთახ­ში გან­ვმარ­ტოვ­დით, გა­დავ­შა­ლეთ გია ყან­ჩე­ლის შე­დევ­რის ნო­ტე­ბი, ჩავ­რთეთ ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ჩა­ნა­წე­რი და და­ვი­წყეთ მოს­მე­ნა... მე­ო­რე დღეს, დი­ლას გა­ვი­გეთ გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და რო­დე­საც ვი­კი­თხე დრო, აღ­მოჩ­ნდა რომ ეს იყო ზუს­ტად მა­შინ, რო­დე­საც მე და ცოტ­ნე მის მუ­სი­კას ვუს­მენ­დით".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
73

ამათმა მოჩვენებებმა და ცრურწმენამ დამღალა.

გოჩა
2

იმ ბუმბერაზი ადამიანის სული გაანათლოს ღმერთმა და თქვენ კი სიკეთე და ურიცხვი წარმატება გხვდეთ წილად, საყვარელი ხალხი ხართ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "სთორი", პატარა მუსიკოსის ცოტნე ზედგინიძის შესახებ და გია ყანჩელის მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

"არასდროს მომიყოლია ეს მისტიკური ფაქტი. როდესაც ცოტნეს პირველი კონცერტი დაინიშნა, ეროვნულ ორკესტრთან ერთად, უკვე სექტემბრის პირველ დღეებში გია ძალიან მძიმედ იყო. მე და ჩვენი სამეგობრო მას საავადმყოფოში ვაკითხავდით, ვნახულობდით, მაგრამ, პრაქტიკულად, საუბარი აღარ შეეძლო... იცოდა, რომ პირველ ოქტომბერს ცოტნეს კონცერტი უნდა ყოფილიყო. ეს სასწაული მოხდა - ცოტნემ მოასწრო მისი გაცნობა. ცოტნე იყო მასთან სახლში, მისთვის დაუკრა და გიამ თქვა, - ბედნიერი ვარ, ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ უკვე ვნახე ქართული მუსიკის შორეული მომავალიო... საავადმყოფოში გია ყანჩელთან პატარა დიალოგი მქონდა, მოიკითხა, როგორ მიდის რეპეტიციებიო?- მოვუყევი როგორი დღესასწაულისთვის ვემზადებოდით, რომ ამ ბავშვის მერე ორკესტრიც შოკში იყო. მაშინ ასეთი რამ მითხრა: "მინდა, რომ ეს დღესასწაული შედგეს და პირობას გაძლევ, რომ მე მანამდე ვიცოცხლებ". მართლაც, საოცრება მოხდა... როდესაც დამთავრდა ცოტნეს კონცერტი და ჩვენ შინ წამოვედით, ცოტნეც კონცერტის შემდგომ ჩემთან იყო, იმიტომ რომ ამ ემოციების შემდეგ ვერ დავიშალეთ...

რაღაც დროს ღამით, უცებ ცოტნემ თვალი დაადგა გია ყანჩელის მეხუთე სიმფონიის პარტიტურას და მთხოვა: - მოდი, ამ პარტიტურის თანხლებით მოვისმინოთ მე და შენო. სტუმრები ცალკე იყვნენ, ჩვენ ორნი ჩემს სამუშაო ოთახში განვმარტოვდით, გადავშალეთ გია ყანჩელის შედევრის ნოტები, ჩავრთეთ ამ ნაწარმოების ჩანაწერი და დავიწყეთ მოსმენა... მეორე დღეს, დილას გავიგეთ გია ყანჩელის გარდაცვალება და როდესაც ვიკითხე დრო, აღმოჩნდა რომ ეს იყო ზუსტად მაშინ, როდესაც მე და ცოტნე მის მუსიკას ვუსმენდით".

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა

გადასაღებ მოედანზე დაწყებული დიდი სიყვარული და ულამაზესი თურქი წყვილი, რომლებიც მშობლებმა ერთმანეთს დააშორეს