ავტორი:

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია

საქართველოში 800 000 მწეველია და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აქტიურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. “თამბაქოს პანდემიასთან” ბრძოლის პროცესში სამთავრობო ინსტიტუტების მთავარ ინსტრუმენტს თამბაქოს ნაწარმზე ისეთი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება წარმოადგენს, რომელიც შესაბამისობაში მოდის ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (FCTC) დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზანია, 2025 წლისთვის მწეველთა რაოდენობის 30%-ით, ხოლო 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება. შესაბამისად, ჯანმოს მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მიხედვით, თითოეული ხელმომწერი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი თამბაქოს ნაწარმზე კონტროლის დაწესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებების განხორციელება უნდა იყოს.

მკაცრი აკრძალვების მიუხედავად, სასურველი მიზნის მიღწევა არც ისე სწრაფად ხორციელდება. მიზეზი მარტივია - მწეველთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ჯანმოს განცხადებით, მოწევის შეწყვეტის მხარდამჭერი სერვისების გარეშე, მხოლოდ 4% ანებებს თავს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში დიდ მნიშვნელობას თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ანიჭებს, რომლებიც ამცირებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მილიონობით სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას წარმოადგენს.

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების უპირატესობებს აღიარებენ ისეთი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იაპონია, ახალი ზელანდია.

“ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს თამბაქოს კვამლი იწვევს და არა ნიკოტინი. შესაბამისად, უკვამლო მოწყობილობების გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია”, - ამბობს დევიდ სვეანორი, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი.

Public Health England-ის განცხადებით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, 95%-ით ნაკლები ზიანის შემცველია. ამ მოსაზრებას იზიარებენ ისეთი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, როგორებიც არის: აშშ, საფრანგეთი, კანადა, ახალი ზელანდია.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლის შედეგად ტრადიციული სიგარეტის მოწევას ყოველწლიურად 50 000 - 70 000 ზრდასრული მომხმარებელი ანებებს თავს. 2010-2017 წლებში, საფრანგეთში 700 000-მა მწეველმა სრულად ჩაანაცვლა ტრადიციული სიგარეტი და გადავიდა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. მიუხედავად ამისა, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის კომუნიკაციას ზრდასრულ მწეველებთან და მკაცრად მიჰყვება თამბაქოს კონტროლის კონვენციის რეკომენდაციებს.

უდავოა, რომ მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს, მაგრამ ის ზრდასრული მწეველები, რომლებსაც არ სურთ მოწევის შეწყევტა, საჭიროებენ ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობასა და არჩევანის არსებობას.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიანის შემცირების პროცესში საჭიროა, მთავრობებმა ხელი შეუწყონ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებასა და ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესში დიდ მნიშვნელობას ატარებს რისკის პროპორციული საგადასახადო სისტემის იმპლემენტაცია, რომელიც მომხმარებელს უბიძგებს, გადავიდეს ალტერნატიული მოწყობილობის მოხმარებაზე და თავი დაანებოს ტრადიციულ მოწევას.

მართალია, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ალტერნატიული მოწყობილობების კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა შორის ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მოხმარების დაწყებას, თუმცა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ძირითადად მწეველები ან ტრადიციული თამბაქოს ყოფილი მომხმარებლები იყენებენ.

სწორედ ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად საჭიროა დოგმებისა და არასწორი ინფორმაციისგან გათავისუფლება და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.

R

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება - "უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება"

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ

რა უნდა გაითვალისწინოთ ვინირების გაკეთების დროს, რომ ნამდვილი ჰოლივუდის ღიმილი მიიღოთ