მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და მონაწილეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე დმანისში მომხდარ ჩხუბზე
"გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და მონაწილეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე დმანისში მომხდარ ჩხუბზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დმა­ნის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ასე­ვე ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა.

"დმა­ნის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გე­ტყვით, რომ და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ხდე­ბა იმ პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბა­ში და მათ მი­მართ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა დე­ტა­ლი დად­გინ­დე­ბა.

"მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, რაც ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს, დად­გინ­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს შე­ის­წავ­ლის“, - გა­ნა­ცხა­და და­რახვე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დმა­ნის­ში ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად ჯო­ხე­ბის და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

დმა­ნი­სის მე­რის გი­ორ­გი ტა­ტუ­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ დმა­ნის­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­და. რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. დმა­ნი­სის მერს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა გახ­და კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და მონაწილეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე დმანისში მომხდარ ჩხუბზე

"გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და მონაწილეების იდენტიფიცირება მიმდინარეობს" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე დმანისში მომხდარ ჩხუბზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ხდება.

"დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ ქმედებაში და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა დარახველიძემ.

მან აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა დეტალი დადგინდება.

"მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც ამ საქმეში არსებობს, დადგინდება და გამოძიება ყველაფერს შეისწავლის“, - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დმანისის მერს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

"მთვრალ მდგომარეობაში მყოფებმა, გაგუდვის გზით, პირი განზრახ მოკლეს" - ამბროლაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

"დაკავებულია რამდენიმე პირი - დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა" - სუს-ის უფროსი დმანისის დაპირისპირებაზე

"არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში...ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა" - რას აცხადებს ვახტანგ გომელაური დმანისში ჩასვლის შემდეგ