მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანდემია და ლგბტქ(ი) თემი
პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

17 მა­ი­სი ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ტრანსფო­ბი­ა­სა და ბი­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა. პან­დე­მი­ამ, დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ლგბტქ(ი) თე­მის წა­მო­მად­გენ­ლე­ბი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ძი­რი­თა­დად მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო კი კლუ­ბე­ბი მე­ო­რე წე­ლია არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, და­ხუ­რუ­ლი იყო და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გამო კვლავ შე­ზღუდ­ვე­ბია კა­ფე­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის მუ­შა­ო­ბის გრა­ფიკ­ში. სწო­რედ ამი­ტომ ლგბტქ(ი) თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა.

იუ­ლია 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მსგავ­სად, მან პან­დე­მი­ის შე­დე­გად სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. “პან­დე­მი­ამ­დე, გეი კლუბ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვა­კონ­ტრო­ლებ­დი წეს­რიგს. ასე­ვე დრაგ შო­უ­ებს (სა­ცეკ­ვაო წარ­მოდ­გე­ნებს) ვა­კე­თებ­დი. შარ­შან ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ი­ხუ­რა, მას მერე უმუ­შე­ვა­რი ვარ. ხან ვინ მეხ­მა­რე­ბო­და, ხან ვინ, მერე მივ­მარ­თე თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბას და და­მეხ­მარ­ნენ. საკ­ვე­ბი ვა­უ­ჩე­რით და ბი­ნის ქი­რის თან­ხით. პრო­ფე­სი­უ­ლი, კუ­ლი­ნა­რი­ის კურ­სე­ბიც და­მი­ფი­ნან­სეს, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია და სამ­სა­ხუ­რი ვერ ვი­შო­ვე. ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა მი­ჭირს, ასე­ვე დიდი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ვარ, ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ,თავს უსაფრ­თხოდ ვერ ვგრძნობ.”- გვიყ­ვე­ბა იუ­ლია.

მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდა 26 წლის ნი­კო­ლო­ზიც, რო­მე­ლიც ასე­ვე ლგბტქ(ი) თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ის პან­დე­მი­ამ­დე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურ­ში, გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და. პან­დე­მი­ის შემ­დეგ გა­ყიდ­ვე­ბი შემ­ცირ­და და ნი­კო­ლო­ზი სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა. სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის პრობ­ლე­მა მას პან­დე­მი­ამ­დე არ ჰქო­ნია, რად­გან ტრანსგენ­დერე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას ორი­ენ­ტა­ცია გა­რეგ­ნუ­ლად არ ეტყო­ბა.

”18 წლი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ და ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, უხერ­ხუ­ლია წლე­ბის შემ­დეგ მშობ­ლებს რომ თან­ხას სთხოვ. შემ­დეგ მა­ღა­ზი­ა­ში კონ­სულ­ტან­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, უბ­რა­ლოდ რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გარ­და, ანა­ზღა­უ­რე­ბა იყო და­ბა­ლი. პი­რო­ბე­ბი იყო მძი­მე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი რომ გა­ჩერ­და ფე­ხით დავ­დი­ო­დი, საკ­მა­ოდ შორს იყო და მი­ვა­ტო­ვე. ქვეყ­ნი­დან წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ფერ­ში. პატ­რუ­ლიც კი ჰო­მო­ფო­ბი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი. არ მინ­და სულ ვი­მა­ლე­ბო­დე, მინ­და ოჯახ­მაც იცო­დეს რომ ამ თე­მის წევ­რი ვარ და ვერ ვე­უბ­ნე­ბი, საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხია, ვერ გა­მი­გე­ბენ. აქაც არა­ფე­რი მაქვს რამე, რომ გა­მა­ჩე­როს. ამ ქვე­ყა­ნამ დამ­ღა­ლა, ბევ­რი რამე გა­ვა­კე­თე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მქონ­და, დავ­დი­ო­დი სკო­ლებ­ში და ვუხ­სნი­დი ბავ­შვებს – რა არის ტო­ლე­რან­ტო­ბა, ლი­ბე­რა­ლიზ­მი, რომ არ უნდა გქვონ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა რე­ლი­გი­ის, კულ­ტუ­რის, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის გამო. ყო­ველ­თვის საღი აზ­რის გვერ­დით ვი­დე­ქით და რო­დე­საც 17 მა­ი­სი მო­ვი­და ჩვენ არა­ვინ დაგ­ვიდ­გა გვერ­დით.” – გუ­ლის­წყვე­ტით აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლო­ზი.

ლგბტქ(ი) თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხში­რად ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი ნიშ­ნით არ ასაქ­მე­ბენ და სწო­რედ ამი­ტომ ისი­ნი ხში­რად იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან კო­მერ­ცი­ულ სექს მუ­შა­კე­ბად და­ი­წყონ მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა თე­მის ის წევ­რე­ბი რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბულ­ნი, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გამო 9 სა­ა­თის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში ვე­ღარ გა­დი­ან და შე­მო­სავ­ლის ეს წყა­როც და­კარ­გეს. ერთ-ერთი, ვინც ამ ტი­პის სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და და ახლა სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­ში სა­ნიტ­რად მუ­შა­ობს არის ტრანსგე­დე­რი ქალი, 30 წლის გაბ­რი­ე­ლა, ის ამავდრო­უ­ლად სწავ­ლას აგ­რძე­ლებს და ექთ­ნის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა.

“სა­ნიტ­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მერე და­ვინ­ტე­რეს­დი და თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბამ და­მი­ფი­ნან­სა ერთ წლი­ა­ნი ექთ­ნის კურ­სე­ბი. ძა­ლი­ან მომ­წონს გა­რე­მო, ახლა კო­ვიდ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვარ, ჩემს გარ­და ამ კლი­ნი­კა­ში კი­დევ 6 ლგბტქ(ი) თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ა­საქ­მეს. ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლექ­ტი­ვია. პა­ცი­ენ­ტებ­თა­ნაც გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ ამ კლი­ნი­კას”

თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბა, უკვე 10 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლგბტქ(ი) თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს აერ­თი­ა­ნებს და პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით კა­ხა­ბე­რი აღ­ნიშ­ნავს, მათი ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბა ლგბტქ(ი) თე­მის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა და ამ სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ლგბტქ(ი) თე­მის მო­ბი­ლი­ზე­ბა,მისი წევ­რე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მათი უფ­ლე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა.

“2020 წელი სავ­სე იყო გა­მოწ­ვე­ვე­ბით, მთე­ლი სა­მუ­შა­ოს მო­დი­ფი­კა­ცია მოგ­ვი­წია. ჩვენ არ ვართ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და არ გვქონ­და მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან­ვე, თე­მის წევ­რებს გა­უჩ­ნდათ სხვა­დას­ხა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და არ იცოდ­ნენ ვის­თვის მი­ე­მარ­თათ. მოგ­ვმარ­თავ­დნენ ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ სა­ხელ­მწი­ფო ვერ პა­სუ­ხობ­და მათ გა­მოწ­ვე­ვებს.

„ევ­რო­კავ­ში­რის როლი სწო­რედ ის არის , რომ თე­მის წევ­რებს ვეხ­მა­რე­ბით ვა­უ­ჩე­რე­ბით და ბი­ნის ქი­რით. ასე­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში არის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის პროგ­რა­მა. არ ვე­ლო­დით რომ სა­ჭი­რო­ე­ბა გა­იზ­რდე­ბო­და, მაგ­რამ იზ­რდე­ბა და იზ­რდე­ბა.” – ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით კა­ხა­ბე­რი.

იუ­ლი­ამ, ნი­კო­ლოზ­მა და გაბ­რი­ე­ლამ ლგბტქ(ი) თე­მის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად, “თა­ნას­წო­რო­ბის მოძ­რა­ო­ბის” პრო­ექ­ტით ისარ­გებ­ლეს, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პრო­ექ­ტი 2021 წლის მარ­ტში და­ი­წყო და მის ფარ­გლებ­ში უკვე 246 ლგბტქ(ი)თე­მის წევ­რმა მი­ი­ღო საკ­ვე­ბი ვა­უ­ჩე­რი, 134 მათ­განს ბი­ნის ქი­რის თან­ხა და­უ­ფი­ნანსდა, 16-მა კი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით ისარ­გებ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რა ლგბტქ(ი) თე­მის 27-მა წევ­რმა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის მხარ­და­ჭე­რა კი მი­ი­ღო 256 -მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სერ­ვი­სე­ბი პირ­ვე­ლად გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­დან, კერ­ძოდ ქუ­თა­ი­სი­დან, ბა­თუ­მი­დან და­ზუგ­დი­დი­დან.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტ
6

ესენი შესაცოდები ნამდვილად არიან, თუმცა სულ სხვა კუთხიდან და სხვა მიზეზით

Tkთაზო
6

საქართვრლოში ამის პროპაგანდის ადგილი არ არის ნუ დაბლოკავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

პანდემია და ლგბტქ(ი) თემი

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. პანდემიამ, დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ლგბტქ(ი) თემის წამომადგენლები. მათი უმრავლესობა, ძირითადად მომსახურების სფეროში იყო დასაქმებული, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო კი კლუბები მეორე წელია არ ფუნქციონირებს, დახურული იყო და კომენდანტის საათის გამო კვლავ შეზღუდვებია კაფეებისა და რესტორნების მუშაობის გრაფიკში. სწორედ ამიტომ ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი უმრავლესობა სამსახურის გარეშე დარჩა.

იულია 37 წლის ტრანსგენდერი ქალია, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის მსგავსად, მან პანდემიის შედეგად სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. “პანდემიამდე, გეი კლუბში ვმუშაობდი, ვაკონტროლებდი წესრიგს. ასევე დრაგ შოუებს (საცეკვაო წარმოდგენებს) ვაკეთებდი. შარშან ყველაფერი რომ დაიხურა, მას მერე უმუშევარი ვარ. ხან ვინ მეხმარებოდა, ხან ვინ, მერე მივმართე თანასწორობის მოძრაობას და დამეხმარნენ. საკვები ვაუჩერით და ბინის ქირის თანხით. პროფესიული, კულინარიის კურსებიც დამიფინანსეს, მაგრამ ახლა ყველაფერი დაკეტილია და სამსახური ვერ ვიშოვე. ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ფიზიკური მუშაობა მიჭირს, ასევე დიდი ბულინგის მსხვერპლი ვარ, ქუჩაში რომ გავდივარ,თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ.”- გვიყვება იულია.

მძიმე მატერიალურ კრიზისში აღმოჩნდა 26 წლის ნიკოლოზიც, რომელიც ასევე ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენელია. ის პანდემიამდე საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში, გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. პანდემიის შემდეგ გაყიდვები შემცირდა და ნიკოლოზი სამსახურის გარეშე დარჩა. სამსახურის შოვნის პრობლემა მას პანდემიამდე არ ჰქონია, რადგან ტრანსგენდერებისგან განსხვავებით, მას ორიენტაცია გარეგნულად არ ეტყობა.

”18 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ძალიან გამიჭირდა. მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი, უხერხულია წლების შემდეგ მშობლებს რომ თანხას სთხოვ. შემდეგ მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა, უბრალოდ რთული სამუშაო გრაფიკის გარდა, ანაზღაურება იყო დაბალი. პირობები იყო მძიმე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ გაჩერდა ფეხით დავდიოდი, საკმაოდ შორს იყო და მივატოვე. ქვეყნიდან წასვლა გადავწყვიტე, ამ ქვეყანაში არ არის თავისუფლება არაფერში. პატრულიც კი ჰომოფობიურად არის განწყობილი. არ მინდა სულ ვიმალებოდე, მინდა ოჯახმაც იცოდეს რომ ამ თემის წევრი ვარ და ვერ ვეუბნები, საკმაოდ ტრადიციული ოჯახია, ვერ გამიგებენ. აქაც არაფერი მაქვს რამე, რომ გამაჩეროს. ამ ქვეყანამ დამღალა, ბევრი რამე გავაკეთე, არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, დავდიოდი სკოლებში და ვუხსნიდი ბავშვებს – რა არის ტოლერანტობა, ლიბერალიზმი, რომ არ უნდა გქვონდეს დაპირისპირება რელიგიის, კულტურის, ეთნიკური კუთვნილების გამო. ყოველთვის საღი აზრის გვერდით ვიდექით და როდესაც 17 მაისი მოვიდა ჩვენ არავინ დაგვიდგა გვერდით.” – გულისწყვეტით აღნიშნავს ნიკოლოზი.

ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენლებს ხშირად ჰომოფობიური ნიშნით არ ასაქმებენ და სწორედ ამიტომ ისინი ხშირად იძულებულნი არიან კომერციულ სექს მუშაკებად დაიწყონ მუშაობა. თუმცა თემის ის წევრები რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულნი, კომენდანტის საათის გამო 9 საათის შემდეგ ქუჩაში ვეღარ გადიან და შემოსავლის ეს წყაროც დაკარგეს. ერთ-ერთი, ვინც ამ ტიპის სამუშაოს ასრულებდა და ახლა სამედიცინო კლინიკაში სანიტრად მუშაობს არის ტრანსგედერი ქალი, 30 წლის გაბრიელა, ის ამავდროულად სწავლას აგრძელებს და ექთნის პროფესიას ეუფლება.

“სანიტრად დავიწყე მუშაობა, მერე დავინტერესდი და თანასწორობის მოძრაობამ დამიფინანსა ერთ წლიანი ექთნის კურსები. ძალიან მომწონს გარემო, ახლა კოვიდ განყოფილებაში ვარ, ჩემს გარდა ამ კლინიკაში კიდევ 6 ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენელი დაასაქმეს. ძალიან კარგი კოლექტივია. პაციენტებთანაც გადასარევი ურთიერთობა მაქვს, კარგი იქნება თუ სხვა ორგანიზაციებიც მიბაძავენ ამ კლინიკას”

თანასწორობის მოძრაობა, უკვე 10 წელია, საქართველოში ლგბტქ(ი) თემის წარმომადგენლებს აერთიანებს და პანდემიის დაწყებამდე, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით კახაბერი აღნიშნავს, მათი ძირითადი სამუშაო მიმართულება ლგბტქ(ი) თემისთვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდება და ამ სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იყო, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ლგბტქ(ი) თემის მობილიზება,მისი წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება.

“2020 წელი სავსე იყო გამოწვევებით, მთელი სამუშაოს მოდიფიკაცია მოგვიწია. ჩვენ არ ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია და არ გვქონდა მსგავსი გამოცდილება, მაგრამ 2020 წლის თებერვლიდანვე, თემის წევრებს გაუჩნდათ სხვადასხა საჭიროებები და არ იცოდნენ ვისთვის მიემართათ. მოგვმართავდნენ ჩვენ, სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ პასუხობდა მათ გამოწვევებს.

„ევროკავშირის როლი სწორედ ის არის , რომ თემის წევრებს ვეხმარებით ვაუჩერებით და ბინის ქირით. ასევე პროექტის ფარგლებში არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერისა და სოციალური მუშაკის პროგრამა. არ ველოდით რომ საჭიროება გაიზრდებოდა, მაგრამ იზრდება და იზრდება.” – ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით კახაბერი.

იულიამ, ნიკოლოზმა და გაბრიელამ ლგბტქ(ი) თემის სხვა წევრების მსგავსად, “თანასწორობის მოძრაობის” პროექტით ისარგებლეს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი 2021 წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 246 ლგბტქ(ი)თემის წევრმა მიიღო საკვები ვაუჩერი, 134 მათგანს ბინის ქირის თანხა დაუფინანსდა, 16-მა კი სამედიცინო დახმარებით ისარგებლა. საქართველოს მასშტაბით ფსიქოლოგთან კონსულტაცია გაიარა ლგბტქ(ი) თემის 27-მა წევრმა სოციალური მუშაკის მხარდაჭერა კი მიიღო 256 -მა ბენეფიციარმა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სერვისები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ბენეფიციარებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონდან, კერძოდ ქუთაისიდან, ბათუმიდან დაზუგდიდიდან.

"გუშინ მეუბნებოდა: - მირანდა, მე რომ მირტყამდნენ მაგაზე არ ვფიქრობდი, ყველაზე უსუსური კაცი ვიყავი, რომ ვერ გეხმარებოდიო" - მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავასთან ბოლო საუბარს იხსენებს

"ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული" - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

"მომხდარზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, ჰკითხეთ ხელისუფლებას" - მეუფე იოანე 5 ივლისის მოვლენებზე