პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში
საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

დროა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ლგბტ­ქი+ პი­რე­ბის თა­ნას­წორ უფ­ლე­ბებს და მათ მი­მართ სა­მარ­თლი­ან მო­პყრო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის, ავ­სტრი­ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ბელ­გი­ის, გერ­მა­ნი­ის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, ეს­პა­ნე­თის, ის­რა­ე­ლის, იტა­ლი­ის, კა­ნა­დის, ლუქ­სემ­ბურ­გის, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს, ნორ­ვე­გი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, საფ­რან­გე­თის, სლო­ვე­ნი­ის, ფი­ნე­თის, შვე­დე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო­ე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­საბ­ჭოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ შედ­გე­ნილ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ლგბტ­ქი+ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ აწყდე­ბი­ან მი­კერ­ძო­ე­ბას, სტიგ­მას, შემ­ცი­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ხდე­ბი­ან ძა­ლა­დობ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლის და და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი.

„დღეს, ჰო­მო­ფო­ბი­ის, ბი­ფო­ბი­ი­სა და ტრანსფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს (IDAHOBIT), ვუ­ცხა­დებთ მხარ­და­ჭე­რას და სო­ლი­და­რო­ბას ლეს­ბო­სელ, გეი, ბი­სექ­სუ­ალ, ტრანსგენ­დერ, ქვი­არ და ინ­ტერ­სექს (ლგბტ­ქი+) თემს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვერ­თი­ან­დე­ბით, რათა ყვე­ლამ იცხოვ­როს თა­ვი­სუ­ფალ და თა­ნას­წორ გა­რე­მო­ში უსაფრ­თხოდ და ღირ­სე­უ­ლად.

ლგბტ­ქი+ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ აწყდე­ბი­ან მი­კერ­ძო­ე­ბას, სტიგ­მას, შემ­ცი­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ხდე­ბი­ან ძა­ლა­დობ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლის და და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი. COVID-19 პან­დე­მი­ამ უფრო და­უც­ველ­ნი გა­ხა­და ლგბტ­ქი+ პი­რე­ბი, რაც კი­დევ უფრო ზრდის მათ წი­ნა­შე ადრე არ­სე­ბულ უსა­მარ­თლო­ბა­სა და დაბ­რკო­ლე­ბებს ჯან­დაც­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და ღირ­სე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს მი­ღე­ბის გზა­ზე.[1] ვა­ღი­ა­რებთ, რომ ლგბტ­ქი+ უფ­ლე­ბე­ბი არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღოს მტკი­ცე ზო­მე­ბი, რათა დას­რულ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის და გა­მო­ხატ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მა.

სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია პროგ­რესს ლგბტ­ქი+ პი­რე­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. 2014 წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მის აღ­მო­ფხვრის შე­სა­ხებ,[2] რო­მე­ლიც ემ­ყა­რე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მო­ცე­მულ თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპს და კრძა­ლავს დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფორ­მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის და გა­მო­ხატ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ კონ­ტექ­სტში, ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ტრანსგენ­დე­რი პი­რის სა­მარ­თლებ­რივ აღი­ა­რე­ბას, პირ­ვე­ლად - 2021 წელს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, რო­გორც ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, არ იშუ­რებს ძა­ლის­ხმე­ვას რათა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს კერ­ძო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ებ­ში ლგბტ­ქი+ თე­მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­ფხვრის სა­ჭი­რო­ე­ბას, ხელი შე­ე­წყოს ლგბტ­ქი+ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან დი­ა­ლოგს, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გან­სა­ზღვრის და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით. ჩვენ ასე­ვე მი­ვე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს სი­ძულ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით,3] მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ებს ლგბტ­ქი+ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კი­თხებ­ზე და ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და ლი­დე­რის მიერ ამ სა­კი­თხის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბებს.

ბევრ მო­ნა­წი­ლეს ეკის­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი, იმი­სათ­ვის რომ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი დაც­ვა ეფექ­ტუ­რად აი­სა­ხოს ცრურ­წმე­ნებ­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე, რომ­ლებ­საც ლგბტ­ქი+ პი­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მათი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო, პო­ლი­ტი­კურ, სა­მო­ქა­ლა­ქო და რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებს, მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო­ებ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გზით, მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ა­ნი­ჭონ დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­სა და სტიგ­მას­თან ბრძო­ლას, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზით, პა­ტი­ვის­ცე­მით და თა­ნაგ­რძნო­ბით გან­წყო­ბი­ლი სა­ჯა­რო დის­კურ­სის მი­ღე­ბით,[4] და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბი­თა და სა­მარ­თალ­დამ­რღვევ­თა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მით, და ლგბტ­ქი+ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შემ­შლელ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო გა­ნაგ­რძობს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვას COVID-19-ის პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის­გან და იწყებს პოსტ-კრი­ზი­სულ აღ­დგე­ნას. პან­დე­მი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის და ყვე­ლას, მათ შო­რის და­უც­ვე­ლი ლგბტ­ქი+ პი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის სარ­გე­ბე­ლი. ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ იგი­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­ფხვრას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე დის­კრი­მი­ნა­ცია და მი­ი­ღოს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა და ძალა რო­გორც ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რის წყა­რო. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ხაზ­გას­მით, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ამ ძა­ლის­ხმე­ვას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
14

ქართველი კაცი რომ გათხოვდება?აუ დაიღუპა საქართველო...საქართველოს მომავალი ჯოჯოხეთია.???

სახელი
19

მაგასაც ვნახავთ ჩვენს ქვეყანაში ვინ რას გადაწყვეტს!!

ავტორი:

საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი.

„დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე.[1] ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

საქართველომ მიაღწია პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,[2] რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად - 2021 წელს. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, არ იშურებს ძალისხმევას რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებში ლგბტქი+ თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებას, ხელი შეეწყოს ლგბტქი+ საზოგადოებასთან დიალოგს, პრიორიტეტული პრობლემების განსაზღვრის და დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევების გამოძიების მონიტორინგის მიზნით. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით,3] მაღალი დონის პოლიტიკურ დისკუსიებს ლგბტქი+ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების საკითხებზე და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის მიერ ამ საკითხის მხარდაჭერის შესახებ განცხადებებს.

ბევრ მონაწილეს ეკისრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი, იმისათვის რომ კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი დაცვა ეფექტურად აისახოს ცრურწმენებსა და ძალადობაზე, რომლებსაც ლგბტქი+ პირები, ორგანიზაციები და მათი მოკავშირეები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით,[4] დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემით, და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით.

საქართველო განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას COVID-19-ის პანდემიის ყველაზე უარყოფითი შედეგებისგან და იწყებს პოსტ-კრიზისულ აღდგენას. პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის დაუცველი ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"