ავტორი:

კონფლიქტის მე-7 დღე - ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა: "ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს"

კონფლიქტის მე-7 დღე - ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა: "ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს"

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც.

პარალელურად კი, რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

გასულ ღამეს ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც Associated Press-ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა. შენობაში თავდასხმამდე ევაკუაცია განხორციელდა.

ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში სულ ღაზაში ავიაიერიშების შედეგად 181 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 52 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი იმდენ ხანს გააგრძელებს ღაზას სექტორის დაბომბვას, რამდენიც საჭირო იქნება.

„ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას. გამანადგურებელ დარტყმებს ვაყენებთ ტერორისტულ ორგანიზაციას. ის, ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს“, - განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და მათ სამიზნეს მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტები წარმოადგენენ.

“ჰამასისგან“ განსხვავებით, რომელიც გამიზნულად ცდილობს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანი მიაყენოს მათ ზურგს უკან დამალვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ან რაც შეიძლება შევამციროთ მოქალაქეების ზიანი, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პალესტინელების მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებები უკანონოა და მსოფლიომ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

სამართალდამცავებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო აქტივისტებს დაშლა სთხოვეს. დემონსტრანტების დაუმორჩილებლობის გამო კი პოლიციელებმა მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციამ 44 აქტივისტი დააკავა.

პარიზის გარდა პალესტინელების მხარდამჭერი აქციები გაიმართა მარსელსა და ლიონშიც, სადაც შედარებით მსუბუქი შეზღუდვებია და აქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის გარდა პალესტინელების მხარდასაჭერად აქციები გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრიაშიც გაიმართა.

შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

"ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია" - ასლან ბჟანია