მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიჩოქებ და გთხოვ, არ მიმატოვო" - გოგი წულაია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს
"გიჩოქებ და გთხოვ, არ მიმატოვო" - გოგი წულაია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი წუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მის პი­რად გვერ­დზე წე­რი­ლი გავ­რცელ­და, სა­დაც ის მე­უღ­ლეს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს და პა­ტი­ე­ბას სთხოვს:

"ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დით მე და ბავ­შვე­ბი. შენ არ გიყ­ვარს სა­ჯა­როდ ასე­თი მი­ლოც­ვა, მაგ­რამ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მეტი გზა არა მაქვს. ბო­დიშს გიხ­დი, და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ! სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ და­ვიღ­ლე­ბი, პა­ტი­ე­ბა რომ გთხო­ვო. იმე­დია, მალე შევ­ძლებ ყვე­ლა­ფე­რი აგიხ­სნა. სა­ჯა­რო­დაც ბევ­რჯერ მით­ქვამს და პი­რა­და­დაც - მე შენს მეტი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი არ მყავს. ვა­მა­ყობ შე­ნით. ღმერ­თს მად­ლო­ბას ვუხ­დი, ჩემი მე­უღ­ლე რომ გქვია...

ოც­და­სა­მი წელი ერ­თად ვცხოვ­რობთ და შენ იცი, ერთხე­ლაც არ გა­მივ­ლია გულ­ში შენი წყე­ნი­ნე­ბა. ვთქვი ერთხელ სა­ჯა­რო­დაც, ინგა არის ჩემ­თვის და მეტი არა­ვინ-მეთ­ქი და ასე შე­ვას­რუ­ლებ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. მე ამას და­ვამ­ტკი­ცებ ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შენს მი­მართ.

გი­ჩო­ქებ და გთხოვ, არ მი­მა­ტო­ვო და მო­მის­მი­ნო. ღმერ­თს ვთხოვ, ჩემ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რე­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით აღ­სავ­სე წლე­ბი მოგ­ვცეს".

ცნო­ბის­თვის, გოგი წუ­ლა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წუ­ლა­ია 19 მარტს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუ
37

 კაცი გინებაზე კაცურად გაგცემდა პასუხს და არა ესე . რას იზავ სხვის უბედურებაზე შენ ცხოვრებას ვერ მოიწყობ ადრე თუ გვიან მათაც მოეკითხებათ

კორონიკო!
57

მთელი ცხოვრება სხვებს დასცინოდი და შენი აზრით "აფარჩაკებდი", ეხლა ვინ არის თავზე თავლაფ დასხმული და ფარჩაკი!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გიჩოქებ და გთხოვ, არ მიმატოვო" - გოგი წულაია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

"გიჩოქებ და გთხოვ, არ მიმატოვო" - გოგი წულაია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

პატიმრობაში მყოფი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გოგი წულაიას სახელით სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე წერილი გავრცელდა, სადაც ის მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და პატიებას სთხოვს:

"ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით მე და ბავშვები. შენ არ გიყვარს საჯაროდ ასეთი მილოცვა, მაგრამ ამ სიტუაციაში მეტი გზა არა მაქვს. ბოდიშს გიხდი, დაბადების დღეს გილოცავ! სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები, პატიება რომ გთხოვო. იმედია, მალე შევძლებ ყველაფერი აგიხსნა. საჯაროდაც ბევრჯერ მითქვამს და პირადადაც - მე შენს მეტი ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ვამაყობ შენით. ღმერთს მადლობას ვუხდი, ჩემი მეუღლე რომ გქვია...

ოცდასამი წელი ერთად ვცხოვრობთ და შენ იცი, ერთხელაც არ გამივლია გულში შენი წყენინება. ვთქვი ერთხელ საჯაროდაც, ინგა არის ჩემთვის და მეტი არავინ-მეთქი და ასე შევასრულებ სიცოცხლის ბოლომდე. მე ამას დავამტკიცებ ჩემი დიდი სიყვარულით შენს მიმართ.

გიჩოქებ და გთხოვ, არ მიმატოვო და მომისმინო. ღმერთს ვთხოვ, ჩემთან და შვილებთან ერთად უამრავი ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე წლები მოგვცეს".

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს