ავტორი:

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"თბილისი პრაიდის" აქტივისტის ბექა არჩვაძის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია დაშალა და იმ მყოფ აქტივისტებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც ის აცხადებს, გურამ ფალავანდიშვილისთვის „დედაენის ბაღში“, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია მიუღებელი აღმოჩნდა.

"დაახლოებით ერთი საათის წინ, ორგანიზატორებმა ინსტალაცია გავაკეთეთ, შემდეგ მოვიდა გურამ ფალავანდიშვილი, მთელი ეს ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონდა. გვერდზე გაიყვანეს, როდესაც უნდა დაეკავებინათ, დააგვიანეს", - აღნიშნავს ბექა არჩვაძე.

მისივე ინფორმაციით, ფალავანდიშვილმა აქტივისტებს შეურაცხყოფა არასრულწლოვნების წინაშე მიაყენა.

"არ მოწონდა ინსტალაცია, 10 ადამიანი იყო. არასრულწლოვანი ბავშვების წინაშე გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას",-აღნიშნავს აქტივისტი.

დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

ბანერი გურამ ფალავანდიშვილისა და მისი თანამოაზრეების აქციიდან, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

"ნიუ ჰოსპიტალსში" აცხადებენ, რომ კრწანისის ქუჩაზე ავარიის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია

როგორია ვითარება პარლამენტთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული აქციის პარალელურად გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეებიც აქციას მართავენ