„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ფინალისტთა ვინაობა ცნობილია
კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2021“ ფინალს უახლოვდება. ჟიურიმ უკვე შეარჩია 16 ფინალისტი, რომელთა ექსკლუზიური წარდგენა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა უქმეებზე“ პირდაპირ ეთერში შედგა.
ფინალისტების სია ასეთია:
კონკურსის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქართველი საბავშვო მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების წახალისება.
„ფინალისტთა შორის, მოხვდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი საბავშვო მწერლებიც, ასევე, გამოვლინდა ბევრი ახალი სახელი. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსის შედეგად, ქართულ საბავშვო ლიტერატურულ სივრცეს ახალი ხმა შეემატება“, - აღნიშნავს მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წარმომადგენელი.
„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ფარგლებში, კონკურსანტებმა სამ ასაკობრივ კატეგორიაში (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) გამოგზავნეს პროზა, პოეზია და ინოვაციური პროექტები.
4 წევრისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური ერთი თვის განმავლობაში აფასებდა კონკურსანტთა ნამუშევრებს. საბოლოოდ, მათ შეარჩიეს 16 ავტორის 18 ნაწარმოები.
ფინალისტებს 15 ივნისამდე შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავიანთი ნაწარმოებებისა და იდეების დახვეწაზე.
15 ივლისს კი ჟიური გამოავლენს მაქსიმუმ 6 გამარჯვებულს, რომელთა ნამუშევრებიც გამოიცემა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულების გამოვლენამდე კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალურია.