სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა
"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­უ­ლი სკან­დალ­ში მას შემ­დეგ გა­ეხ­ვა რაც მო­დე­ლებ­მა სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებ­ზე ღიად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. წელს პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვი­რე­უ­ლი ციფ­რულ ფორ­მატ­ში 6-9 მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში მო­ე­წყო და მა­ნამ­დე აპ­რი­ლის ბო­ლოს, გა­და­ღე­ბე­ბი კოკა-კო­ლას ძვე­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. პირ­ვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სწო­რედ გა­და­ღე­ბე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

მო­დე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღიად წერ­დნენ, კვე­ბის, ტრან­სპორ­ტის და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის არ­ქო­ნის შე­სა­ხებ. მა­რი­შა ურუ­შა­ძე პირ­ვე­ლი იყო, ვინც ინ­სტაგ­რამ სთო­რი­ში მო­დის კვი­რე­უ­ლის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა:

"გახ­სოვ­დეთ, რომ გო­გო­ე­ბის ნა­ხე­ვარს პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ზო­გი­ერთ მათ­განს კი­ბე­ზე მო­უ­წია ტამ­პო­ნე­ბის გა­მოც­ვლა. არ იყო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, არ იყო საჭ­მე­ლი, და­ბო­ლოს, რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არა­ვის ბრა­ლი იყო. არც კი და­ვი­წყებ სა­უ­ბარს ხელ­ფა­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­სა­ცი­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­კე­თე­ბაც გვი­წევს”, - ამ­ბობ­და მო­დე­ლი.

ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან მალე მა­რი­შას ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დი და­რე­პორ­ტე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­ი­შა­ლა, თუმ­ცა, ელე­ნე ასა­თი­ა­ნი, ელე­ნე ია­კო­ბიშ­ვი­ლი, თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი ის მო­დე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც მა­რი­შას მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

"ამ ბიზ­ნეს­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა უნდა დას­რულ­დეს! მო­დე­ლებს ისე ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც მო­ნებს. მათ ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში ადეკ­ვა­ტუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე უწევთ მუ­შა­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს, რომ მო­დე­ლო­ბა არ არის, უბ­რა­ლოდ, ჰობი, ან გარ­თო­ბა, ეს პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც შრო­მას მო­ი­თხოვს!“ - წერ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

მო­დე­ლე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სოფო ჭყო­ნი­ამსა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ არ ეხე­ბო­დათ, კვე­ბა და ანა­ზღა­უ­რე­ბა და ის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი აგებ­დნენ პა­სუხს, რომ­ლე­ბიც მო­დე­ლებს თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბის­თვის ქი­რა­ობ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა სველ წერ­ტი­ლებს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჭყო­ნი­ას­თვის უხერ­ხუ­ლიც კი აღ­მოჩ­ნდა.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში, რო­დე­საც ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე 10 მა­ისს ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც ვხე­დავთ სამ მო­დელს და დი­ზა­ი­ნერ თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას, რომ­ლე­ბიც ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცი­დან მი­ირ­თმე­ვენ ხა­ჭა­პურს.

ფო­ტოს სო­ცი­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა:

"ეს თქვე­ნი პა­სუ­ხია ბრალ­დე­ბებ­ზე?"

"ანუ რისი თქმა გინ­დათ, რომ მშივ­რე­ბი არ არი­ან?"

"ვე­ლით რო­დის და­დებთ ფო­ტოს, სა­დაც მო­დე­ლე­ბი სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბენ, ეგ ეჭ­ვიც რომ გა­ფან­ტოთ"

"ეს ფოტო ღა­და­ო­ბის პონ­ტში და­დეს თუ მარ­თლა იმის თქმა უნ­დათ, რომ ხა­ჭა­პუ­რე­ბი უყი­დეს გო­გო­ებს და მშივ­რე­ბი აღარ არი­ან?"

"ორ­ღო­ბე! თუ უმას­პინ­ძლდე­ბით, ნორ­მა­ლუ­რი ფორ­მა მა­ინც მი­ე­ცით ამ ყვე­ლა­ფერს. წე­სით, უნდა გი­ჩივ­ლონ ამ გო­გო­ებ­მა ასე­თი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი პოს­ტის­თვის.."

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
53

მოდელები თორემ ესენიც ჩარლის ანგელოზები არ გყვავდნენ რაა

ექსპერტი
8

სხვა სფეროებში დასაქმებულთა ხელფასები და სამუშაო პირობები ხომ მაღალ დონეზეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული სკანდალში მას შემდეგ გაეხვა რაც მოდელებმა საკუთარ უფლებებზე ღიად დაიწყეს საუბარი. წელს პანდემიიდან გამომდინარე, კვირეული ციფრულ ფორმატში 6-9 მაისის პერიოდში მოეწყო და მანამდე აპრილის ბოლოს, გადაღებები კოკა-კოლას ძველი ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა. პირველი უკმაყოფილება სწორედ გადაღებების შემდეგ გაჩნდა.

მოდელები სოციალურ ქსელში ღიად წერდნენ, კვების, ტრანსპორტის და ელემენტარული საჭიროებების არქონის შესახებ. მარიშა ურუშაძე პირველი იყო, ვინც ინსტაგრამ სთორიში მოდის კვირეულის მისამართით კრიტიკა არ დაიშურა:

"გახსოვდეთ, რომ გოგოების ნახევარს პერიოდი ჰქონდა და ზოგიერთ მათგანს კიბეზე მოუწია ტამპონების გამოცვლა. არ იყო ტრანსპორტირება, არ იყო საჭმელი, დაბოლოს, რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ეს არავის ბრალი იყო. არც კი დავიწყებ საუბარს ხელფასებზე, რომლებიც სასაცილოა იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც გვიწევს”, - ამბობდა მოდელი.

ამ განცხადებებიდან მალე მარიშას ინსტაგრამის გვერდი დარეპორტების შემდეგ სოციალური ქსელიდან წაიშალა, თუმცა, ელენე ასათიანი, ელენე იაკობიშვილი, თაკო ნაცვლიშვილი ის მოდელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მარიშას მხარი დაუჭირეს.

"ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის, უბრალოდ, ჰობი, ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!“ - წერდა "ინსტაგრამზე" თაკო ნაცვლიშვილი.

მოდელების პრეტენზიებს მოგვიანებით Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ სატელევიზიო სივრცეში უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ არ ეხებოდათ, კვება და ანაზღაურება და ის დიზაინერები აგებდნენ პასუხს, რომლებიც მოდელებს თავისი ჩვენებებისთვის ქირაობდნენ. რაც შეეხება სველ წერტილებს, ამაზე საუბარი ჭყონიასთვის უხერხულიც კი აღმოჩნდა.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში, როდესაც ოფიციალურ გვერდზე 10 მაისს ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ვხედავთ სამ მოდელს და დიზაინერ თამუნა ინგოროყვას, რომლებიც ქაღალდის ხელსახოციდან მიირთმევენ ხაჭაპურს.

ფოტოს სოცილურ ქსელში კრიტიკული კომენტარები მოჰყვა:

"ეს თქვენი პასუხია ბრალდებებზე?"

"ანუ რისი თქმა გინდათ, რომ მშივრები არ არიან?"

"ველით როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ, ეგ ეჭვიც რომ გაფანტოთ"

"ეს ფოტო ღადაობის პონტში დადეს თუ მართლა იმის თქმა უნდათ, რომ ხაჭაპურები უყიდეს გოგოებს და მშივრები აღარ არიან?"

"ორღობე! თუ უმასპინძლდებით, ნორმალური ფორმა მაინც მიეცით ამ ყველაფერს. წესით, უნდა გიჩივლონ ამ გოგოებმა ასეთი დამამცირებელი პოსტისთვის.."

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში