საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?
საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა liga.net ის­რა­ე­ლი-პა­ლეს­ტი­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ახალ ფა­ზა­ში რუ­სე­თის წვლილ­ზე წერს.

"და­პი­რის­პი­რე­ბის ბოლო და ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი­დან რამ­დე­ნი­მე არა­ბუ­ლი ოჯა­ხის გა­სახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ეს გა­აპ­რო­ტეს­ტეს და იე­რუ­სა­ლიმ­ში არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო, რა­საც პა­ლეს­ტი­ნი­დან სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მოჰ­ყვა. ნე­თა­ნი­აჰუს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვა. კონ­ფლიქტს საკ­მა­ოდ შო­რე­უ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა რუ­სე­თის­თვის ხელ­საყ­რე­ლია" - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დის­ლავ სერ­დი­უ­კი.

სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­დის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი დმიტ­რი ზო­ლო­ტუ­ხი­ნი იმ სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც, მისი თქმით, რუ­სეთ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და. მისი თქმით, კრემ­ლი პა­ლეს­ტი­ნას ფუ­ლით, ია­რა­ღით და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბით ეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე, მშვე­ნივ­რად ახერ­ხებს ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის ვი­თომ "სამ­შვი­დო­ბო ფორ­მა­ტით" ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას.

"რუ­სე­თი პა­ლეს­ტი­ნას ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ი­დან ეხ­მა­რე­ბა"

"ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლე­ბი­დან რუ­სეთ­სა და პა­ლეს­ტი­ნას კუ­ლუ­ა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ. ცივი ომის პე­რი­ოდ­ში მოს­კო­ვი პა­ლეს­ტი­ნის მხა­რეს იჭერ­და, რად­გან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ის­რა­ელს და­სავ­ლუ­რი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის მიერ მხარ­და­ჭე­რილ ქვეყ­ნად აღიქ­ვამ­და, პა­ლეს­ტი­ნე­ლებს კი "ეროვ­ნულ გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ ძა­ლად".

1970-იან წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ მომ­ზა­დე­ბას КГБ-სა და ГРУ-ს სკო­ლებ­ში კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად გა­დი­ოდ­ნენ. იმა­ვე წლებ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და პა­ლეს­ტი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მათ ის­რა­ე­ლი­სა და ამე­რი­კულ ობი­ექ­ტებ­ზე დი­ვერ­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ნაც­ვლოდ, ია­რა­ღი­თა და ტექ­ნი­კით დახ­მა­რე­ბას და­პირ­და.

1975 წელს პირ­ვე­ლი პარ­ტი­აც გა­დას­ცეს. 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს კი პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შორ­სმსრო­ლე­ლი არ­ტი­ლე­რია, სა­რა­კე­ტო სა­ზე­ნი­ტო ია­რა­ღე­ბი, ტან­კე­ბი, ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი და ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის საკ­მა­ოდ დიდი არ­სე­ნა­ლი ჰქონ­დათ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, 1000-მა პა­ლეს­ტი­ნელ­მა ბო­ე­ვიკ­მა გა­ი­ა­რა მომ­ზა­დე­ბა.

რო­გორ აწ­ვდი­და რუ­სე­თი პა­ლეს­ტი­ნას ია­რაღს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში

ძვე­ლი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი ია­რა­ღის კვალ­დაკ­ვალ, პა­ლეს­ტი­ნე­ლებს უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ПТРК Корнет-ის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კომ­პლექ­სიც აქვთ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა მას 2000 წელს დე-ფაქ­ტოდ, სი­რი­ის, ირა­ნი­სა და "ჰეზ­ბო­ლას" გავ­ლით მიჰ­ყი­და. იგი­ვე კომ­პლექ­სი პა­ლეს­ტი­ნამ 2011 წელ­საც მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც 2011 წელს ის­რა­ელ­ში სას­კო­ლო ავ­ტო­ბუს­საც ეს­რო­ლეს. მა­შინ ის­რა­ელ­მა გან­მარ­ტა, რომ რა­კე­ტა, რომ­ლი­თაც ტე­რაქ­ტი მო­ა­წყვეს, რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის არის. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, ის­რა­ე­ლის ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მებ­მა დიდ მან­ძილ­ზე მსრო­ლე­ლი Катюша-ის მსგავ­სი რა­კე­ტა მო­ი­გე­რი­ეს..." - წერს გა­მო­ცე­მა.

მე­ტიც, 2000 წლის და­სა­წყის­ში, პუ­ტინ­მა "ჰა­მასს" ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ვერმ­ტფ­რე­ნე­ბი მიჰ­ყი­და. ცნო­ბის­თვის, "ჰა­მა­სმა" რუ­სუ­ლი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი­დან ეს­რო­ლა რა­კე­ტა ის­რა­ე­ლის სა­პატ­რუ­ლო ჯიპს, რა დრო­საც ის­რა­ე­ლის ჯა­რის­კა­ცი ომერ თა­ბი­ბი და­ი­ღუ­პა, სამი სამ­ხედ­რო კი და­იჭ­რა.

ტე­რო­რის­ტე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა...

გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტის ცნო­ბით, რუ­სე­თი არა მხო­ლოდ ინარ­ჩუ­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბას პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბას­თან (ფა­თა­ჰი), არა­მედ 2014-2021 წლებ­ში პა­ლეს­ტი­ნის პრე­ზი­დენ­ტი მაჰ­მუდ აბა­სი ტვჯა­ე­რი რუ­სეთ­ში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შე­სახ­ვედ­რა­დაც და­დი­ო­და... ასე­ვე, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ჩა­დი­ო­და პა­ლეს­ტი­ნა­ში, სა­დაც "ჰა­მა­სი­სა" და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ლი­დე­რებს ხვდე­ბო­და.

"ცნო­ბის­თვის, "ჰა­მა­სი" ამე­რი­კის, ია­პო­ნი­ის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­სა და სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად არ მი­ი­იჩ­ნე­ვა. მოს­კო­ვი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კუ­თხი­თაც ეხ­მა­რე­ბა "ჰა­მასს" და შიდა პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზეც ხელს უმარ­თავს ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, სა­დაც მას "ფა­თა­ჰი" უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას. მას­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შო­რის შვი­დი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. გა­სუ­ლი წლის მარ­ტში კი, მოს­კოვ­ში სტუმ­რად მი­ი­ღეს პა­ლეს­ტი­ნა­ში ის­ლა­მის­ტუ­რი ჯი­ჰა­დის ლი­დე­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი თა­ოს­ნო­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი და­ი­გეგ­მა..." - წერს გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი.

კრემ­ლის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა

ია­რა­ღის, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გარ­და, მოს­კო­ვი აქ­ტი­ურ ეკო­ნო­მი­კურ დახ­მა­რე­ბას უწევს პა­ლეს­ტი­ნას... იმა­ზე მეტს, ვიდ­რე ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩანს. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ 2006 წელს, პა­ლეს­ტი­ნის­თვის გა­წე­უ­ლი რუ­სუ­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა 10 მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებ­და. გა­ე­როს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, 2013 წელს პა­ლეს­ტი­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბის­თვის 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო. რუ­სე­თის ნე­ბარ­თვით ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში შე­დის პა­ლეს­ტი­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი.

გარ­და ამი­სა, სი­რი­ა­ში, ირან­ში, ყა­ტარ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ფან­ტუ­ლი "ჰა­მა­სის" ლი­დე­რე­ბი და მებ­რძო­ლე­ბი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის პი­რა­დად იღე­ბენ თან­ხებს რუ­სე­თი­დან, რის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღემ­დე უშე­დე­გოდ ცდი­ლობს.

რო­გორ ცდი­ლობს რუ­სე­თი "ჰა­მა­სის" გაძ­ლი­ე­რე­ბით ამე­რი­კი­სა და და­სავ­ლე­თის და­სუს­ტე­ბას?

"რუ­სე­თის ყო­ვე­ლი ქმე­დე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ლეს­ტი­ნა­ში, ემ­სა­ხუ­რე­ბა რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თი ევ­რო­კავ­შირ­თან, გა­ე­როს­თან და ამე­რი­კას­თან ერ­თად კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლედ გვევ­ლი­ნე­ბა. რო­დე­საც ტრამპმა ის­რა­ე­ლი-პა­ლეს­ტი­ნის კონ­ფლიქ­ტის სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა წარ­მო­ად­გი­ნა, რუ­სეთ­მა ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მი­ი­ღო, რად­გან მეტი მე­ქა­ნიზ­მი ექ­ნე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის, გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შანსსაც გაზ­რდის და ამე­რი­კი­სა და და­სავ­ლე­თის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბით, პუ­ტი­ნი მთა­ვარ მო­თა­მა­შედ შე­მო­ვა, ეს კი, ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ მის­თვის ძალ­ზე მი­სა­ღე­ბია" - წერს გა­მო­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
53

ამ საქმეს ჩალაძე თუ უშველის! კაცი რომელიც არის რეგიონის მთავარი პოლიტიკოსი!

Zlatan straianovich
44

Aba ras wert xalxno? Mteli rusetis elita zede fena tu qveda fena ebraelebitaa savse. Tyuilia rom ruseti israelis winaagmdeg wava. Yvela ebraeli rusetis mtavrobashia . Msoflios ebraulma lobma dashala iugoslavia da shemdeg chamoachra kosovo da tan dabomba. Gaixsenet istoria 1948 wels stalinis daxmarebit sheikmna israeli

ავტორი:

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

ინტერნეტგამოცემა liga.net ისრაელი-პალესტინას შორის არსებული დაპირისპირების ახალ ფაზაში რუსეთის წვლილზე წერს.

"დაპირისპირების ბოლო და ერთ-ერთი წინაპირობა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლებასთან დაკავშირებით. პალესტინელებმა ეს გააპროტესტეს და იერუსალიმში არეულობა დაიწყო, რასაც პალესტინიდან სარაკეტო იერიში მოჰყვა. ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ეს უპასუხოდ არ დატოვა. კონფლიქტს საკმაოდ შორეული ფესვები აქვს, თუმცა ფაქტია, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება რუსეთისთვის ხელსაყრელია" - წერს უკრაინული გამოცემის ჟურნალისტი ვლადისლავ სერდიუკი.

საინფორმაციო პროპაგანდის საკითხებში ექსპერტი დმიტრი ზოლოტუხინი იმ საიდუმლო გარიგებებზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთსა და პალესტინას შორის წლების განმავლობაში არსებობდა. მისი თქმით, კრემლი პალესტინას ფულით, იარაღით და დიპლომატიური გზებით ეხმარება, ასევე, მშვენივრად ახერხებს ისრაელსა და პალესტინას შორის ვითომ "სამშვიდობო ფორმატით" ვითარების ესკალაციას.

"რუსეთი პალესტინას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ეხმარება"

"ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან რუსეთსა და პალესტინას კულუარული ურთიერთობები ჰქონდათ. ცივი ომის პერიოდში მოსკოვი პალესტინის მხარეს იჭერდა, რადგან საბჭოთა კავშირი ისრაელს დასავლური იმპერიალიზმის მიერ მხარდაჭერილ ქვეყნად აღიქვამდა, პალესტინელებს კი "ეროვნულ განმათავისუფლებელ ძალად".

1970-იან წლებში პალესტინელები სპეციალურ მომზადებას КГБ-სა და ГРУ-ს სკოლებში კონსპირაციულად გადიოდნენ. იმავე წლებში, საბჭოთა კავშირი და პალესტინელი მებრძოლები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც, საბჭოთა კავშირი მათ ისრაელისა და ამერიკულ ობიექტებზე დივერსიული საქმიანობის სანაცვლოდ, იარაღითა და ტექნიკით დახმარებას დაპირდა.

1975 წელს პირველი პარტიაც გადასცეს. 1980-იანი წლების ბოლოს კი პალესტინელებს შორსმსროლელი არტილერია, სარაკეტო საზენიტო იარაღები, ტანკები, ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევების საკმაოდ დიდი არსენალი ჰქონდათ. მთლიანობაში, საბჭოთა კავშირის დროს, 1000-მა პალესტინელმა ბოევიკმა გაიარა მომზადება.

როგორ აწვდიდა რუსეთი პალესტინას იარაღს წლების განმავლობაში

ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი იარაღის კვალდაკვალ, პალესტინელებს უფრო თანამედროვე ПТРК Корнет-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსიც აქვთ, რომელიც რუსეთმა მას 2000 წელს დე-ფაქტოდ, სირიის, ირანისა და "ჰეზბოლას" გავლით მიჰყიდა. იგივე კომპლექსი პალესტინამ 2011 წელსაც მიიღო, რომლითაც 2011 წელს ისრაელში სასკოლო ავტობუსსაც ესროლეს. მაშინ ისრაელმა განმარტა, რომ რაკეტა, რომლითაც ტერაქტი მოაწყვეს, რუსული წარმოების არის. იმავე პერიოდში, ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა დიდ მანძილზე მსროლელი Катюша-ის მსგავსი რაკეტა მოიგერიეს..." - წერს გამოცემა.

მეტიც, 2000 წლის დასაწყისში, პუტინმა "ჰამასს" ცეცხლსასროლი იარაღი და ვერმტფრენები მიჰყიდა. ცნობისთვის, "ჰამასმა" რუსული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან ესროლა რაკეტა ისრაელის საპატრულო ჯიპს, რა დროსაც ისრაელის ჯარისკაცი ომერ თაბიბი დაიღუპა, სამი სამხედრო კი დაიჭრა.

ტერორისტების ლეგიტიმურობა...

გამოცემის ჟურნალისტის ცნობით, რუსეთი არა მხოლოდ ინარჩუნებს ურთიერთობას პალესტინის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობასთან (ფათაჰი), არამედ 2014-2021 წლებში პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ტვჯაერი რუსეთში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრადაც დადიოდა... ასევე, რუსეთის პრეზიდენტი ჩადიოდა პალესტინაში, სადაც "ჰამასისა" და სხვა ადგილობრივი დაჯგუფებების ლიდერებს ხვდებოდა.

"ცნობისთვის, "ჰამასი" ამერიკის, იაპონიის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვებისგან განსხვავებით, რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიიჩნევა. მოსკოვი დიპლომატიური კუთხითაც ეხმარება "ჰამასს" და შიდა პოლიტიკურ არენაზეც ხელს უმართავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სადაც მას "ფათაჰი" უწევს კონკურენციას. მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის შვიდი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. გასული წლის მარტში კი, მოსკოვში სტუმრად მიიღეს პალესტინაში ისლამისტური ჯიჰადის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მისი თაოსნობით, რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი დაიგეგმა..." - წერს გამოცემის ჟურნალისტი.

კრემლის ფინანსური მხარდაჭერა

იარაღის, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მხარდაჭერის გარდა, მოსკოვი აქტიურ ეკონომიკურ დახმარებას უწევს პალესტინას... იმაზე მეტს, ვიდრე ეს ოფიციალურად ჩანს. მაგალითად, მხოლოდ 2006 წელს, პალესტინისთვის გაწეული რუსული ფინანსური დახმარება 10 მილიონ დოლარს აჭარბებდა. გაეროს ორგანიზაციის ფარგლებში, 2013 წელს პალესტინელი დევნილებისთვის 3 მილიონი დოლარი გამოიყო. რუსეთის ნებართვით ევრაზიული კავშირის ქვეყნებში შედის პალესტინაში წარმოებული საქონელი.

გარდა ამისა, სირიაში, ირანში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში გაფანტული "ჰამასის" ლიდერები და მებრძოლები თავისი საქმიანობისთვის პირადად იღებენ თანხებს რუსეთიდან, რის დარეგულირებასაც საერთაშორისო საზოგადოება დღემდე უშედეგოდ ცდილობს.

როგორ ცდილობს რუსეთი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

"რუსეთის ყოველი ქმედება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინაში, ემსახურება რეგიონში თავისი პოზიციების გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროკავშირთან, გაეროსთან და ამერიკასთან ერთად კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მონაწილედ გვევლინება. როდესაც ტრამპმა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რუსეთმა ის კატეგორიულად არ მიიღო, რადგან მეტი მექანიზმი ექნება ახლო აღმოსავლეთში არეულობის მოწყობის, გავლენების გაძლიერების შანსსაც გაზრდის და ამერიკისა და დასავლეთის როლის დაკნინებით, პუტინი მთავარ მოთამაშედ შემოვა, ეს კი, ქვეყნის შიგნით და გარეთ მისთვის ძალზე მისაღებია" - წერს გამოცემა.

ოქროს საპირფარეშო, სამზარეულო და ქრთამის სახით აღებული მილიონობით რუბლი - რა დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულნი რუსი პოლიციელები

რა ვიცით კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ და რამდენად სახიფათოა ის?

"რაც მეტი შტამია, მით მეტია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას" - რას ამბობს ჯანმოს ხელმძღვანელი ვაქცინების "უსამართლო გადანაწილებაზე"