საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?
ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

წლე­ბის წინ ია და ეკა მა­ნი­ჟაშ­ვი­ლე­ბის დუ­ე­ტი, ჯგუ­ფი "ემი" ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. დები ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მათი სიმ­ღე­რე­ბი მარ­ტი­ვად ჰიტ­დე­ბო­და. ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის ფონ­ზე ჯგუ­ფი "ემიც“ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და მე­დი­ა­ში. ეკამ სა­ბან­კო სფე­რო­ში გა­აგ­რძე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა, ია კი თვლის, რომ სამ­შობ­ლო­ში სა­კუ­თა­რი თავი ვერ იპო­ვა.

ია მა­ნი­ჟაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2013 წელს, მუ­სი­კოს მე­უღ­ლე, და­ვის­თან ერ­თად და­ტო­ვა. რო­გორ ცხოვ­რობს შტა­ტებ­ში და აის­რუ­ლა თუ არა ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა, Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა:

- ია, რო­დის მი­ი­ღეთ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2013 წელს, სპონ­ტა­ნუ­რად მო­ვი­და იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ზე, მას შემ­დეგ რაც ჩემი მე­უღ­ლის კი­დევ ერთი სამ­სა­ხუ­რი და­ი­კე­ტა. იცით, სა­ქარ­თვე­ლო იმე­დე­ბის ქვე­ყა­ნაა, სულ რა­ღა­ცას ელო­დე­ბი, სულ რა­ღა­ცის იმე­დი გაქვს, სულ ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში ხარ, მაგ­რამ რო­დე­საც 35 წლის ხდე­ბი და ხვდე­ბი რომ შენ შენს ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღე, (ფი­ზი­კო­სი ვარ პრო­ფე­სი­ით, ჩემი მე­უღ­ლე მუ­სი­კო­სია, კონ­სერ­ვა­ტო­რია და ნი­ჭი­ერ­თა ათწლე­დი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი) ასე­ვე სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აე­რო­პორ­ტში მუ­შა­ობ­და 10 წელი) ცდი­ლობ შენს ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­რო, მუდ­მი­ვად ცდი­ლობ შენი ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც აკე­თო და შე­დეგს ვერ ხე­დავ. სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ახ­დენ, ხვდე­ბი, რომ გა­ცი­ლე­ბით მეტი შე­გიძ­ლია. შემ­დეგ იმედს კარ­გავ და ცდი­ლობ რა­ღაც შეც­ვა­ლო. ეს ცვლი­ლე­ბა და მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა ჩვენ ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ვი­ნა­ხეთ.

- გზა თბი­ლი­სი­დან-ამე­რი­კამ­დე, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რო­გორ მო­ერ­გეთ ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბას?

- ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა რის­კია, თუ არ გა­რის­კე არც არა­სო­დეს გე­ცო­დი­ნე­ბა, გა­მო­გი­ვა თუ არა. ამ ქვე­ყა­ნამ მას­ზე ბევ­რად უკეთ მიგ­ვი­ღო, ვიდ­რე ოდეს­მე, ფან­ტა­ზი­ებ­ში წარ­მო­ვიდ­გენ­დი. შრო­მის­მოყ­ვა­რე, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და მე­ოც­ნე­ბე ხალ­ხის ქვე­ყა­ნაა. აქ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­საც მო­ინ­დო­მებ და მიზ­ნად და­ი­სა­ხავ.

- ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი თბი­ლი­სი შავი ტან­საც­მლით და­დი­ო­და, შენ ფე­რა­დი სა­მო­სი გეც­ვა... ახლა ამე­რი­კა­ში კი­დევ უფრო მეტი ფე­რია შენს ცხოვ­რე­ბა­ში...

- გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს 15-20 წლის წინ რა მეც­ვა, ის ახ­სოვთ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, თუ ჩემი ჩაც­მის სტი­ლი და ფე­რე­ბი ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ალ­ბათ მა­ინც ბავ­შვო­ბა ახ­დენს გავ­ლე­ნას, დედა გვაც­მევ­და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად, თა­ვად კე­რავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფე­რად კა­ბებს და სა­მოსს ქმნი­და ჩვენ­თვის. მერე უკვე მე და ეკამ და­ვი­წყეთ ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნით ტან­საც­მლის და ფეხ­საც­მლის შეკ­ვე­თა და სას­ცე­ნოდ და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნით გვეც­ვა.

- თქვენც და მე­უღ­ლეც სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დით, თუმ­ცა მე­უღ­ლე პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და, არ შედ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი კა­რი­ე­რა?

- ეს ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია ჩემ­თვი­საც და და­ვის­თვი­საც. ამ თე­მა­ზე უე­მო­ცი­ოდ ვერ ვსა­უბ­რობთ. დავი სა­კუ­თარ თავს და­წუ­ნე­ბულ ქარ­თველ მუ­სი­კოსს ეძა­ხის. მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ევ­რო­ვი­ზი­ის" ხუთ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში, "იქს-ფაქ­ტორ­ში", ფეს­ტი­ვალ­ზე open air და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი, სა­დაც დავი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ყველ­გან იწუ­ნებ­დნენ. სა­მა­გი­ე­როდ ამე­რი­კა­ში მის­თვის ყვე­ლა კარი მარ­ტი­ვად გა­იხ­სნა და ჩა­მოს­ვლი­დან ერთ თვე­ში კას­ტინ­გის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი როკ ბენ­დის ENDALL-ის სო­ლის­ტი გახ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამე­რი­კუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი როკ ბენ­დი და ქარ­თვე­ლი სო­ლის­ტი. ერთ წე­ლი­წად­ში 200 კონ­ცერ­ტი ჰქონ­და ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა შტატ­ში. ასე­ვე ჰქონ­და კონ­ტრაქ­ტი გრე­მის და პლა­ტი­ნის დის­კის მფლო­ბელ ჯგუფ Crazy Town-თან. კონ­ტრაქ­ტის თა­ნახ­მად მათ ყვე­ლა კონ­ცერტს ამე­რი­კა­ში დავი ხსნი­და. ასე­ვე ჰქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი Michael Gaves -თან. ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ სევ­და გვი­პყრობ­და და ვფიქ­რობ­დით, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში გვეგ­რძნო და გა­დაგ­ვხდე­ნო­და.

ბოლო დროს გა­ვი­გე, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რაა "მე ვოც­ნე­ბობ­დი“, რო­მელ­საც ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ეს სიმ­ღე­რა და­ვის და­წე­რი­ლია და ის ჩვენს სიყ­ვა­რულ­ზეა. სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა მა­ჩუ­ქა 2003 წელს და რა­დი­ოს ეთერ­ში სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­სნა.

- რო­გო­რია პან­დე­მი­უ­რი ამე­რი­კა, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე­ე­ბი რომ გა­იხ­სე­ნოთ ემიგ­რან­ტო­ბის...

- პან­დე­მი­ამ რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ზე, ჩვენ­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ნიუ-იორ­კი დღეს სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა, ცა­რი­ე­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი მა­ნ­ჰე­ტე­ნი. ჩემი სამ­სა­ხუ­რიც ერთ-ერთი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის ცენ­ტრი იყო მა­ნ­ჰე­ტენ­ზე და და­ი­კე­ტა... 80% დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და, ამი­ტომ ხალ­ხმა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი­დან ქა­ლაქ­გა­რეთ ან სხვა შტა­ტებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. აქ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით პან­დე­მი­ის დროს არ ფიქ­რო­ბენ რა ჩა­ეც­ვათ ან რა ეჭა­მათ, ყო­ფით პრობ­ლე­მებს სა­ხელ­მწი­ფო აგ­ვა­რებ­და და უდი­დე­სი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი ერი­ცხე­ბო­დათ. უხ­დიდ­ნენ ქი­რას, ხელ­ფა­სის 40% + სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის კომ­პენ­სა­ცი­ას იღებ­და ყვე­ლა, ვინც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა.

ემიგ­რან­ტო­ბის რთუ­ლი დღე­ე­ბი ალ­ბათ მა­ინც ნოს­ტალ­გი­ას და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ფი­ციტს უკავ­შირ­დე­ბა, ყვე­ლა­ზე ძნე­ლია 35 წლის ასაკ­ში ახ­ლი­დან უცხო ქვე­ყა­ნა­ში მე­გობ­რე­ბის და შენი წრის შე­ძე­ნა. მახ­სოვს ერთხელ სამ­სა­ხუ­რი­დან სა­შინ­ლად დაღ­ლი­ლი გა­მო­ვე­დი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი დღე მქონ­და, ბოლო სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლას ქარ­თუ­ლად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რო­გორც ჩანს, ტვი­ნი ვე­ღარ თარ­გმნი­და. ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი და ბროდ­ვე­ი­ზე ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი და­ვი­ნა­ხე. სრუ­ლი შოკი მქონ­და. ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ მახ­სოვს შე­ნო­ბა სამ­სა­ხუ­რის წინ, რო­მელ­საც და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, Brooks Brothers ეწე­რა და მე "სუ­ხიშ­ვი­ლებს" ვკი­თხუ­ლობ­დი. მა­შინ მიხ­ვდი, რომ ეს ალ­ბათ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია იყო, უდი­დე­სი მო­ნატ­რე­ბის და ნოს­ტალ­გი­ის ფონ­ზე, რაც დღემ­დე აუხ­სნე­ლია ჩემ­თვის.

- რო­გო­რია ახლა თქვე­ნი ამე­რი­კულ-პან­დე­მი­უ­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა?

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მოგ­ვიჩ­ნდა, ამი­ტომ დიდი ხნის და­გეგ­მი­ლი გეგ­მე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. გა­ვა­კე­თეთ კომ­პა­ნია DAVI MC PRODUCTION, სა­დაც აუ­დიო-ვი­დეო პრო­დუქ­ცია იქ­მნე­ბა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ პირ­ვე­ლი ვი­დეო სწო­რედ ჩემ­ზე და­ტეს­ტა და ლი­ლი­კო ნემ­სა­ძის სიმ­ღე­რა­ზე გა­და­ვი­ღეთ კლი­პი. გა­მო­ვუშ­ვით ჩემი პირ­ვე­ლი სოლო სინ­გლი "ნახ­ვამ­დის“, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით და წარ­წე­რით. მე­ო­რე პრო­დუქ­ტი იყო ჯგუ­ფი THE PANDEMIC. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვეთ და­ვის და აქ ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლის ამი­რან ლო­მიშ­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი ამე­რი­კუ­ლი ფილ­მი THE MOB KING -ის სა­უნ­დტრე­კად და­ამ­ტკი­ცეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა- გა­ყიდ­ვით და­ვინ­ტე­რეს­დი, ნიუ-იორ­კის შტა­ტის ლი­ცენ­ზი­აც მო­ვი­პო­ვე და ამ სფე­რო­ში მაქვს დიდი გეგ­მე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც სი­ბე­რემ­დე დარ­ჩე­ბით?

- ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. დღე­საც რომ მკი­თხოთ, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მერ­ჩივ­ნა ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის რაც იყო, მუ­სი­კა­ლუ­რი არხი "მა­ესტრო" და­ი­ხუ­რა. ეს იყო ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის, ყვე­ლა მომ­ღერ­ლის და მუ­სი­კო­სის რე­ა­ლი­ზე­ბის არე­ა­ლი. იყო ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი კონ­კუ­რენ­ცია, სიმ­ღე­რე­ბი, კლი­პე­ბის, ათე­უ­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, ივ­სე­ბო­და სპორ­ტის სა­სახ­ლე­ე­ბი...და მერე უცებ ყვე­ლა­ფე­რი მოკ­ვდა. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებთ და გა­ვა­კე­თებთ ჩემი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით, უამ­რავ უცხო­ელს გა­ვა­ცა­ნით და შე­ვაყ­ვა­რეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ვი­მუ­შა­ვე 3 თვე და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, წლე­ბის შემ­დეგ მე­ნე­ჯე­რი შემ­ხვდა ქუ­ჩა­ში და მი­თხრა, დღეს 8 ქარ­თვე­ლი მუ­შა­ობს ჩვენ­თან, ისე შეგ­ვაყ­ვა­რე ქარ­თვე­ლე­ბიო. მაგ­რამ დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა, ამა­ზე მი­ჭირს დღეს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. დღეს იქ ვართ, სა­დაც უფრო მე­ტად ვახ­დენთ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ნატ­რე­ბას რო­გორ უმკლავ­დე­ბით?

- ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ. თეა, ჩემი პა­ტა­რა და ამე­რი­კა­ში გა­თხოვ­და და აქ ზრდის პა­ტა­რა უი­ლი­ამს. გი­ორ­გი ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი ძმა სა­ქარ­თველ­ში ცხოვ­რობს და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ 29 წლის ასაკ­ში ხუთი შვი­ლის მა­მაა. ეკას რაც შე­ე­ხე­ბა, ეკას მო­ნატ­რე­ბას ვე­რა­ფე­რი აღ­წერს. ცდი­ლობს ყვე­ლა შვე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თან გა­ა­ტა­როს, მაგ­რამ ის 2-3 კვი­რა არა­ფე­რია. ჩვენ ერთი მთლი­ა­ნი ვი­ყა­ვით. ეკას­თან სიმ­ღე­რა, ჩა­ხუ­ტე­ბა და სა­უ­ბა­რია ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მაკ­ლია და მე­ნატ­რე­ბა. ჩემი გულ­წრფე­ლი ოც­ნე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფას­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის ნიჭი და შრო­მა. უამ­რა­ვი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­მო­დი­ან ამე­რი­კა­ში და თა­ვის ნი­ჭ­სა და რე­სურსს უცხო ქვე­ყა­ნას ახ­მარს, როცა ჩვე­ნი გვაქვს ასა­შე­ნე­ბე­ლი. ამე­რი­კა ცდი­ლობს ყვე­ლა აქ ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნიჭი და რე­სურ­სი შე­ის­რუ­ტოს და თა­ვი­სი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და წინსვლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ არ ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
1

ეხ რა კაი ხალხი გაგვახსენეთ, წაგვლეკა პროვინციალიზმმა, გ ვ ა კ ლ ი ხ ა რ თ

!!!!!!!!!!!!
6

გული დამწყდა (((( რატომ უნდა გჭირდებოდეს ქვეყნიდან გაქცევა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის?ყველაფერი პროტექციით რომ ხდება ჩვენთან, მაგის ბრალია. მერე გვიკვირს ამ ნიჭიერ ხსლხს რატომ გვერხევა პროფესიონალზმში. ყველა სფეროში პროფესიონალების სასტიკი დეფიციტია და ზუსტად ამიტომ. ვისაც სად გამოუჩნდა პატრონი, იქ ქაჩავს. პოლიტიკიდან დაწყებული ხელოსნობით დამთავრებული არავინ თავის საქმეს არ აკეთებს.ხოდა იმიტომაც ვართ მუდმივ ჭაობში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

წლების წინ ია და ეკა მანიჟაშვილების დუეტი, ჯგუფი "ემი" ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. დები ყოველდღიურად უამრავ კონცერტში მონაწილეობდნენ. მათი სიმღერები მარტივად ჰიტდებოდა. ქართულ შოუბიზნესში არსებული კრიზისის ფონზე ჯგუფი "ემიც“ იშვიათად ჩნდებოდა მედიაში. ეკამ საბანკო სფეროში გააგრძელა საქმიანობა, ია კი თვლის, რომ სამშობლოში საკუთარი თავი ვერ იპოვა.

ია მანიჟაშვილმა საქართველო 2013 წელს, მუსიკოს მეუღლე, დავისთან ერთად დატოვა. როგორ ცხოვრობს შტატებში და აისრულა თუ არა ამერიკული ოცნება, Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

- ია, როდის მიიღეთ მეუღლესთან ერთად საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება 2013 წელს, სპონტანურად მოვიდა იმედგაცრუებულზე, მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლის კიდევ ერთი სამსახური დაიკეტა. იცით, საქართველო იმედების ქვეყანაა, სულ რაღაცას ელოდები, სულ რაღაცის იმედი გაქვს, სულ ცვლილებების მოლოდინში ხარ, მაგრამ როდესაც 35 წლის ხდები და ხვდები რომ შენ შენს ქვეყანაში საუკეთესო განათლება მიიღე, (ფიზიკოსი ვარ პროფესიით, ჩემი მეუღლე მუსიკოსია, კონსერვატორია და ნიჭიერთა ათწლედი აქვს დამთავრებული) ასევე საავიაციო უნივერსიტეტი (აეროპორტში მუშაობდა 10 წელი) ცდილობ შენს ქვეყანას ემსახურო, მუდმივად ცდილობ შენი ქვეყნისთვის რაღაც აკეთო და შედეგს ვერ ხედავ. საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახდენ, ხვდები, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. შემდეგ იმედს კარგავ და ცდილობ რაღაც შეცვალო. ეს ცვლილება და მომავლის პერსპექტივა ჩვენ ემიგრაციაში დავინახეთ.

- გზა თბილისიდან-ამერიკამდე, რამდენად რთული იყო, როგორ მოერგეთ ამერიკულ ცხოვრებას?

- ჩემთვის ცხოვრება რისკია, თუ არ გარისკე არც არასოდეს გეცოდინება, გამოგივა თუ არა. ამ ქვეყანამ მასზე ბევრად უკეთ მიგვიღო, ვიდრე ოდესმე, ფანტაზიებში წარმოვიდგენდი. შრომისმოყვარე, კანონმორჩილი, მიზანდასახული, ნიჭიერი და მეოცნებე ხალხის ქვეყანაა. აქ ყველაფერი შესაძლებელია, რასაც მოინდომებ და მიზნად დაისახავ.

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მთელი თბილისი შავი ტანსაცმლით დადიოდა, შენ ფერადი სამოსი გეცვა... ახლა ამერიკაში კიდევ უფრო მეტი ფერია შენს ცხოვრებაში...

- გაკვირვებული ვარ, როდესაც ადამიანებს 15-20 წლის წინ რა მეცვა, ის ახსოვთ. ბედნიერი ვარ, თუ ჩემი ჩაცმის სტილი და ფერები ასეთი შთამბეჭდავი იყო. ამ ყველაფერზე ალბათ მაინც ბავშვობა ახდენს გავლენას, დედა გვაცმევდა ძალიან ლამაზად, თავად კერავდა არაჩვეულებრივად და ბევრ საინტერესო ფერად კაბებს და სამოსს ქმნიდა ჩვენთვის. მერე უკვე მე და ეკამ დავიწყეთ ჩვენი დიზაინით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეკვეთა და სასცენოდ და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თითქმის ყველაფერი ჩვენი დიზაინით გვეცვა.

- თქვენც და მეუღლეც საქართველოში მუსიკას ემსახურებოდით, თუმცა მეუღლე პარალელურად მუშაობდა, არ შედგა საქართველოში მისი კარიერა?

- ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩემთვისაც და დავისთვისაც. ამ თემაზე უემოციოდ ვერ ვსაუბრობთ. დავი საკუთარ თავს დაწუნებულ ქართველ მუსიკოსს ეძახის. მონაწილეობდა "ევროვიზიის" ხუთ შესარჩევ კონკურსში, "იქს-ფაქტორში", ფესტივალზე open air და კიდევ სხვა მრავალი, სადაც დავი მონაწილეობდა, ყველგან იწუნებდნენ. სამაგიეროდ ამერიკაში მისთვის ყველა კარი მარტივად გაიხსნა და ჩამოსვლიდან ერთ თვეში კასტინგის შემდეგ ამერიკული როკ ბენდის ENDALL-ის სოლისტი გახდა. წარმოიდგინეთ, ამერიკული მუსიკოსებით დაკომპლექტებული როკ ბენდი და ქართველი სოლისტი. ერთ წელიწადში 200 კონცერტი ჰქონდა ამერიკის სხვადასხვა შტატში. ასევე ჰქონდა კონტრაქტი გრემის და პლატინის დისკის მფლობელ ჯგუფ Crazy Town-თან. კონტრაქტის თანახმად მათ ყველა კონცერტს ამერიკაში დავი ხსნიდა. ასევე ჰქონდა კონცერტები Michael Gaves -თან. ყველა წარმატებული კონცერტის შემდეგ სევდა გვიპყრობდა და ვფიქრობდით, რატომ არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი საკუთარ ქვეყანაში გვეგრძნო და გადაგვხდენოდა.

ბოლო დროს გავიგე, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა "მე ვოცნებობდი“, რომელსაც ნოდიკო ტატიშვილი ასრულებს. ეს სიმღერა დავის დაწერილია და ის ჩვენს სიყვარულზეა. სწორედ ეს სიმღერა მაჩუქა 2003 წელს და რადიოს ეთერში სიყვარული ამიხსნა.

- როგორია პანდემიური ამერიკა, ყველაზე რთული დღეები რომ გაიხსენოთ ემიგრანტობის...

- პანდემიამ როგორც მთელ მსოფლიოზე, ჩვენზეც მოახდინა გავლენა. ნიუ-იორკი დღეს სულ სხვა განზომილებაა, ცარიელია ცენტრალური ნაწილი მანჰეტენი. ჩემი სამსახურიც ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იყო მანჰეტენზე და დაიკეტა... 80% დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ამიტომ ხალხმა ძვირადღირებული უბნებიდან ქალაქგარეთ ან სხვა შტატებში გადაინაცვლა. აქ ადამიანები საქართველოსგან განსხვავებით პანდემიის დროს არ ფიქრობენ რა ჩაეცვათ ან რა ეჭამათ, ყოფით პრობლემებს სახელმწიფო აგვარებდა და უდიდესი კომპენსაციები ერიცხებოდათ. უხდიდნენ ქირას, ხელფასის 40% + სამსახურის დაკარგვის კომპენსაციას იღებდა ყველა, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა.

ემიგრანტობის რთული დღეები ალბათ მაინც ნოსტალგიას და ურთიერთობების დეფიციტს უკავშირდება, ყველაზე ძნელია 35 წლის ასაკში ახლიდან უცხო ქვეყანაში მეგობრების და შენი წრის შეძენა. მახსოვს ერთხელ სამსახურიდან საშინლად დაღლილი გამოვედი, საკმაოდ რთული დღე მქონდა, ბოლო საათის განმავლობაში ყველას ქართულად ველაპარაკებოდი, როგორც ჩანს, ტვინი ვეღარ თარგმნიდა. ქუჩაში გამოვედი და ბროდვეიზე ქართული წარწერები დავინახე. სრული შოკი მქონდა. ყველაზე მკაფიოდ მახსოვს შენობა სამსახურის წინ, რომელსაც დანამდვილებით ვიცოდი, Brooks Brothers ეწერა და მე "სუხიშვილებს" ვკითხულობდი. მაშინ მიხვდი, რომ ეს ალბათ ჰალუცინაცია იყო, უდიდესი მონატრების და ნოსტალგიის ფონზე, რაც დღემდე აუხსნელია ჩემთვის.

- როგორია ახლა თქვენი ამერიკულ-პანდემიური ყოველდღიურობა?

- პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, ამიტომ დიდი ხნის დაგეგმილი გეგმები განვახორციელეთ. გავაკეთეთ კომპანია DAVI MC PRODUCTION, სადაც აუდიო-ვიდეო პროდუქცია იქმნება. ჩემმა მეუღლემ პირველი ვიდეო სწორედ ჩემზე დატესტა და ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე გადავიღეთ კლიპი. გამოვუშვით ჩემი პირველი სოლო სინგლი "ნახვამდის“, ქართული სახელწოდებით და წარწერით. მეორე პროდუქტი იყო ჯგუფი THE PANDEMIC. რამდენიმე დღის წინ კი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ დავის და აქ ამერიკაში მოღვაწე მომღერლის ამირან ლომიშვილის ერთობლივი მუსიკალური პროდუქტი ამერიკული ფილმი THE MOB KING -ის საუნდტრეკად დაამტკიცეს.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას ბოლო ერთი წლის მანძილზე უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვით დავინტერესდი, ნიუ-იორკის შტატის ლიცენზიაც მოვიპოვე და ამ სფეროში მაქვს დიდი გეგმები.

- როგორ ფიქრობთ, ეს არის ქვეყანა, სადაც სიბერემდე დარჩებით?

- ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია. დღესაც რომ მკითხოთ, ჩემს ქვეყანაში მერჩივნა ყველაფრის კეთება, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი მუსიკოსებისთვის რაც იყო, მუსიკალური არხი "მაესტრო" დაიხურა. ეს იყო ჩვენი შემოქმედების, ყველა მომღერლის და მუსიკოსის რეალიზების არეალი. იყო ძალიან ჯანსაღი სტიმულის მომცემი კონკურენცია, სიმღერები, კლიპების, ათეულები, კონცერტები, ივსებოდა სპორტის სასახლეები...და მერე უცებ ყველაფერი მოკვდა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩემი ქვეყნის სახელით და სიყვარულით, უამრავ უცხოელს გავაცანით და შევაყვარეთ ჩვენი ქვეყანა. ერთ-ერთ კომპანიაში ვიმუშავე 3 თვე და პირველი ქართველი ვიყავი, წლების შემდეგ მენეჯერი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, დღეს 8 ქართველი მუშაობს ჩვენთან, ისე შეგვაყვარე ქართველებიო. მაგრამ დავბრუნდები თუ არა, ამაზე მიჭირს დღეს პასუხის გაცემა. დღეს იქ ვართ, სადაც უფრო მეტად ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას.

- ოჯახის წევრების მონატრებას როგორ უმკლავდებით?

- ოთხი დედმამიშვილი ვართ. თეა, ჩემი პატარა და ამერიკაში გათხოვდა და აქ ზრდის პატარა უილიამს. გიორგი ჩვენი ყველაზე უმცროსი ძმა საქართველში ცხოვრობს და მეამაყება, რომ 29 წლის ასაკში ხუთი შვილის მამაა. ეკას რაც შეეხება, ეკას მონატრებას ვერაფერი აღწერს. ცდილობს ყველა შვებულება ჩემთან გაატაროს, მაგრამ ის 2-3 კვირა არაფერია. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით. ეკასთან სიმღერა, ჩახუტება და საუბარია ის, რაც ყველაზე მეტად მაკლია და მენატრება. ჩემი გულწრფელი ოცნებაა საქართველოში დაფასდეს ადამიანების ნიჭი და შრომა. უამრავი ჩვენი მეგობრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩამოდიან ამერიკაში და თავის ნიჭსა და რესურსს უცხო ქვეყანას ახმარს, როცა ჩვენი გვაქვს ასაშენებელი. ამერიკა ცდილობს ყველა აქ ჩამოსული ადამიანის ნიჭი და რესურსი შეისრუტოს და თავისი ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის გამოიყენოს, რაც საქართველოში სამწუხაროდ არ ხდება.