მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს და დააზიანეს - "ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას"
მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს და დააზიანეს - "ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას"

ა.წ. 26 იან­ვარს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გა­გის ციხე-კოშ­კზე ექ­ვსი წლის წინ აღ­მარ­თუ­ლი ჯვა­რი მო­ი­პა­რეს, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლობ­რივ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჯვა­რი ხე­ლახ­ლა აღ­მარ­თეს.

ახლა კი ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ისევ მოხ­და ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტი და ჯვა­რი უკვე მე­ო­რედ მოხ­სნეს ციხე-კოშ­კი­დან. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" "ალი­ლო მარ­ნე­ულ­ში" აქ­ვეყ­ნებს.

"გა­გის ციხე-კოშ­კზე ბარ­ბა­რო­სუ­ლად იქნა ჯვა­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, მა­ვანთ ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ რე­გი­ონ­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბა, რაც სცდე­ბა ყო­ველ­გვარ ზღვარს და არის ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი", - ვკი­თხუ­ლობთ პოს­ტში.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პოსს, მე­უ­ფე გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ანს, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

- სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მე­ო­რედ მოხ­და მსგავ­სი ფაქ­ტი, ჯვა­რი იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან არ წა­უ­ღი­ათ, თუმ­ცა მისი სა­ძირ­კვე­ლი და თვი­თონ ჯვა­რიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

- რო­დე­საც წინა შემ­თხვე­ვა მოხ­და, მა­შინ თუ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა?

- კი, და­ი­წყეს, საქ­მე აღიძ­რა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­არ­კვი­ეს დღემ­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი ვა­რა­უ­დის­თვის, რომ ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა ად­გილ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თებ­დეს ამას?

- სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტია, რომ მომ­ხდა­რი კარ­გს არა­ფერს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას, იმას, რომ ვი­ღაც ცდი­ლობს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას. შე­საძ­ლოა რიგი პი­როვ­ნე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თვი­საც იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ ვინ­მეს შეც­დო­მა და­აშ­ვე­ბი­ნონ. ამი­ტო­მაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ დრო­უ­ლად მო­ე­ფი­ნოს ნა­თე­ლი იმას, თუ რა ხდე­ბა. რა უნდა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ამის გარ­კვე­ვას, თუ გულ­დას­მით გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
1

დააყენეთ კამერა და დასაჯეთ უღმერთონი.

ვოოტ
54

რელიგიურ ნიადაგზე რა გითხრათ და 800 დოლარი კი გახდა ტონა ჯართის ფასი და რაც იმ შავბნელ 90-იანებს გადაურჩა, ლიფტის ძრავი იქნება თუ სასაფლაოს მოაჯირი, ახლა იძარცვება გამალებით... თან პოლიცია განცხადებას არ იღებს, სად შაუძლიათ ამოდონა გაუხსნელი საქმეები... არც ერთ მთავრობას ეყო ჭკუა და ნამუსი, რომ ეს ვანდალიზმი შეეჩერებინა, გეგონება საკუთარ ქვეყანას კი არა, ბაღდადის ხალიფას ძარცვავენ... მერე უკვირთ, რად ენატრებათ სტალინიო... ერთი სტალინი აღარც ეყოფა ახლა საქართველოს, ასე 7-8 ცალი მაინც გვჭირდება ამ ეტაპზე...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს და დააზიანეს - "ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას"

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს და დააზიანეს - "ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას"

ა.წ. 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, გაგის ციხე-კოშკზე ექვსი წლის წინ აღმართული ჯვარი მოიპარეს, რის შემდეგაც ადგილობრივთა ინიციატივით, ჯვარი ხელახლა აღმართეს.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ისევ მოხდა ვანდალური ფაქტი და ჯვარი უკვე მეორედ მოხსნეს ციხე-კოშკიდან. ამის თაობაზე ინფორმაციას და ფოტოებს "ფეისბუქგვერდი" "ალილო მარნეულში" აქვეყნებს.

"გაგის ციხე-კოშკზე ბარბაროსულად იქნა ჯვარი განადგურებული. როგორც ჩანს, მავანთ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით განზრახული აქვთ რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდება, რაც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ჩვენი სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული", - ვკითხულობთ პოსტში.

ჩვენ დავუკავშირდით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი ჯამდელიანს, რომელმაც მომხდარი დაგვიდასტურა.

- სამწუხაროდ, უკვე მეორედ მოხდა მსგავსი ფაქტი, ჯვარი იმ ტერიტორიიდან არ წაუღიათ, თუმცა მისი საძირკველი და თვითონ ჯვარიც დაზიანებულია.

- როდესაც წინა შემთხვევა მოხდა, მაშინ თუ დაიწყო გამოძიება?

- კი, დაიწყეს, საქმე აღიძრა, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს დღემდე.

- როგორ ფიქრობთ, არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ვიღაც შეიძლება ადგილზე დაძაბულობის შესაქმნელად მიზანმიმართულად აკეთებდეს ამას?

- სამწუხაროდ, ფაქტია, რომ მომხდარი კარგს არაფერს ემსახურება. ვერ გამოვრიცხავთ მიზანმიმართულ პროვოკაციას, იმას, რომ ვიღაც ცდილობს, ჩვენს საზოგადოებაში ეთნიკური თუ რელიგიური შუღლის ჩამოგდებას. შესაძლოა რიგი პიროვნებების პროვოცირებისთვისაც იყოს მიმართული, რომ ვინმეს შეცდომა დააშვებინონ. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად მოეფინოს ნათელი იმას, თუ რა ხდება. რა უნდა 21-ე საუკუნეში ამის გარკვევას, თუ გულდასმით გამოიძიებენ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება