მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილი მასწავლებელი 51-ე სკოლაში 2019-დან აღარ მუშაობდა - პედაგოგის შვილის კომენტარი და დირექტორი სკოლაში არსებულ ვითარებაზე
კორონავირუსით გარდაცვლილი მასწავლებელი 51-ე სკოლაში 2019-დან აღარ მუშაობდა - პედაგოგის შვილის კომენტარი და დირექტორი სკოლაში არსებულ ვითარებაზე

51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უარ­ყოფს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კო­რო­ნა­ვირუსს ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ემსხვერ­პლა და სკო­ლა­ში მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, თი­ნა­თინ გუ­რა­მიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ­მა პე­და­გოგ­მა 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლა 2019 წელს, პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა.

ამას­თან, მისი თქმით, ვირუ­სი 2 პე­და­გოგს და­უ­დას­ტურ­და, თუმ­ცა ისი­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან და სკო­ლა­ში კო­ვიდ 19-ის შიდა გავ­რცე­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა.

„სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ოჯახს, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, თუმ­ცა, მას 2019 წლი­დან ჩვენს სკო­ლას­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია, სა­პენ­სიო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ჩვენს სკო­ლა­ში სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე მუდ­მი­ვად ტარ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სწავ­ლის და­წყე­ბამ­დეც ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც კო­ვი­დის პრე­ვენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო უქმე დღე­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, თუმ­ცა ეს არ ყო­ფი­ლა სკო­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბა, არა­მედ ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან. სა­უ­ბა­რია 2 პე­და­გოგ­ზე, თუმ­ცა, 12-დღი­ა­ნი პე­რი­ო­დი მთლი­ა­ნად არის გა­სუ­ლი, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში უნდა გა­ა­ტა­რონ. ამ პე­და­გო­გებს ამ პე­რი­ოდ­ში სკო­ლას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ და შიდა გავ­რცე­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. მუდ­მი­ვად ვა­ტა­რებთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ობს, ყო­ველ 2 კვი­რა­ში ერთხელ ტეს­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­ტრო­ლის ქვეშ არის ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ გუ­რა­მიშ­ვილ­მა.

51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ასე­ვე არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მათ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეს.

„სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ და 13 მა­ისს სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლეთ. არ ვა­დას­ტუ­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს სა­მი­ნის­ტროს სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მივ­მარ­თეთ და უარი გვი­თხრეს“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რა­მიშ­ვილ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი პე­და­გო­გის შვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აცხა­დებს, რომ მას 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია.

„დე­დას სკო­ლას­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და, 2 წლის წინ და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა და პენ­სი­ა­ზე იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნე ინ­ფორ­მა­ცია და ძა­ლი­ან აღ­ვშფოთ­დი, იმი­ტომ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა“, - აცხა­დებს ის.

სერმინე
0

...გაანათლოს უფალმა, მაგრამ შემხებლობა რა არის, სირცხვილია, მშობლიურ ენის არცოდნა, სირცხვილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილი მასწავლებელი 51-ე სკოლაში 2019-დან აღარ მუშაობდა - პედაგოგის შვილის კომენტარი და დირექტორი სკოლაში არსებულ ვითარებაზე

კორონავირუსით გარდაცვლილი მასწავლებელი 51-ე სკოლაში 2019-დან აღარ მუშაობდა - პედაგოგის შვილის კომენტარი და დირექტორი სკოლაში არსებულ ვითარებაზე

51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კორონავირუსს ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

როგორც სკოლის დირექტორმა, თინათინ გურამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, აღნიშნულმა პედაგოგმა 51-ე საჯარო სკოლა 2019 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამასთან, მისი თქმით, ვირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში არიან და სკოლაში კოვიდ 19-ის შიდა გავრცელება არ ყოფილა.

„სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა, მას 2019 წლიდან ჩვენს სკოლასთან შემხებლობა არ ჰქონია, საპენსიო პროგრამის ფარგლებში პირადი განცხადების საფუძველზეა გათავისუფლებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს სკოლაში სწავლის დაწყებამდე მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და სწავლის დაწყებამდეც ტესტირება ჩატარდა, რომელიც კოვიდის პრევენციას ემსახურება. რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო უქმე დღეების პერიოდში, თუმცა ეს არ ყოფილა სკოლიდან გავრცელება, არამედ ოჯახის წევრებს ჰქონდათ ვირუსი დადასტურებული და თვითიზოლაციაში არიან. საუბარია 2 პედაგოგზე, თუმცა, 12-დღიანი პერიოდი მთლიანად არის გასული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის რეკომენდირებული პრევენციისთვის, რაც თვითიზოლაციაში უნდა გაატარონ. ამ პედაგოგებს ამ პერიოდში სკოლასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და შიდა გავრცელება არ ყოფილა. მუდმივად ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაობს, ყოველ 2 კვირაში ერთხელ ტესტირება ტარდება და აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ არის ყველაფერი“, - განაცხადა თინათინ გურამიშვილმა.

51-ე საჯარო სკოლის დირექტორი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეპიდვითარების გამო, ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით მიმართეს.

„სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ და 13 მაისს სწავლა გავაგრძელეთ. არ ვადასტურებთ ინფორმაციას, თითქოს სამინისტროს სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით მივმართეთ და უარი გვითხრეს“, - განაცხადა გურამიშვილმა.

გარდაცვლილი პედაგოგის შვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მას 51-ე საჯარო სკოლასთან შემხებლობა არ ჰქონია.

„დედას სკოლასთან შემხებლობა არ ჰქონდა, 2 წლის წინ დაწერა განცხადება და პენსიაზე იყო. ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია და ძალიან აღვშფოთდი, იმიტომ, რომ სერიოზული დეზინფორმაციაა“, - აცხადებს ის.

საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი მწყემსი და აშშ-ის მოქალაქე ჩამოიყვანეს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა