პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ
"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ

იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­მარ ჟვა­ნი­ას გა­დად­გო­მის სა­კი­თხი „არ და ვერ იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი“.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თა­მარ ჟვა­ნი­ამ და ცეს­კო-ს გუნ­დმა შრო­მა გას­წი­ეს, არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა და ამი­ტომ „მათ­თვის აქვს ჯერ ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი ზო­გი­ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ოპო­ზი­ცი­ას“.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის შე­თა­ვა­ზე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სად­მი, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით შე­არ­ჩი­ონ, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნია.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს აქვს სა­მარ­თლი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სად­მი, რომ პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყოს პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი, უფრო მეტი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პირი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის იყოს მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. თუ ამ სა­მარ­თლი­ა­ნი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენტს ვინ­მე წარ­მო­ად­გენს, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენთ, თუმ­ცა აქამ­დე ასე­თი არ­გუ­მენ­ტი არ მოგ­ვის­მე­ნია. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ეს არის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი მიდ­გო­მა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იყოს პო­ლი­ტი­კუ­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი, ვთა­ვა­ზობთ, რომ არ­ცერ­თი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ იყოს, იყოს უფრო მე­ტად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი და სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით მი­ი­ღოს კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს და აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­მარ­თლი­ა­ნია და შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბას ასა­ხავს.

„სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია ჩვე­ნი პო­ზი­ცია. ხოლო ოპო­ზი­ცი­ის მიდ­გო­მა ნამ­დვი­ლად არაა სა­მარ­თლი­ა­ნი და არც თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პებს იცავს“, - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ბო­დი­შის მოხ­და­ზე სა­უბ­რობს ასე­ვე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, თუ ოპო­ზი­ცია ბო­დიშს არ მო­იხ­დის, სულ მცი­რე იმის გამ­ბე­და­ო­ბა მა­ინც უნდა ეყოს, რომ მო­ი­კი­თხოს, რა გა­და­ი­ტა­ნა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მას­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი შე­ტე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, თა­ვად ის ფაქ­ტიც, რომ ოპო­ზი­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბა არ სურს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ადას­ტუ­რებს, რომ მათ არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ აქვთ.

„მე ვფიქ­რობ, ოპო­ზი­ცი­ამ კი­დევ ერთხელ უნდა და­ა­ფიქ­როს, სად იმ­ყო­ფე­ბა. გუ­შინ თქვენ ნა­ხეთ, რომ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ვადა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და გახ­სოვთ თქვენ, ოპო­ზი­ცი­ამ იქ ისა­უბ­რა, რომ ეს კო­მი­სია რა­ღა­ტომ არის სა­ჭი­რო, ხომ არ­სე­ბობს 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა და მო­დით წინ გა­ვი­ხე­დო­თო, 6 თვე თუ მეტი,ოპო­ზი­ცი­ამ ეს ქვე­ყა­ნა აჯან­ჯღა­რა იმით, რომ იყო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და ახლა როცა აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნონ, ამა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, ეს აჩ­ვე­ნებს, რომ არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე არ არ­სე­ბობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ რიგ­ში, მათ ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დონ თა­მარ ჟვა­ნი­ას და შემ­დეგ თა­მარ ჟვა­ნია გა­და­წყვეტს, უნდა მას წას­ვლა თუ არ უნდა. ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი აქვს ბევ­რს ამ ქვე­ყა­ნა­ში თა­მარ ჟვა­ნი­ას მი­მართ, მათ შო­რის, ოპო­ზი­ცი­ას, მათ შო­რის, „სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს“ და სხვებს, ვინც და­აბ­რა­ლა მას ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვე­რაფ­რით ვერ და­ამ­ტკი­ცეს და ბო­დიშს თუ არ მო­იხ­დი­ან, მი­ნი­მუმ ის გამ­ბე­და­ო­ბა მა­ინც ჰქონ­დეთ, რომ მი­ვიდ­ნენ და ჰკი­თხონ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რა გა­და­ი­ტა­ნა ამ ადა­მი­ან­მა, რა დო­ნის შე­ტე­ვა იყო მის მი­მართ პი­როვ­ნუ­ლად და მი­ნი­მუმ ის მა­ინც მო­ი­კი­თხონ, რას გრძნობ­და ეს ადა­მი­ა­ნი იმ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
10

სურათი მარაზმი

აუცილებლად
10
აუცილებლად ყველა მ უნდა მოუხადოს ბოდიში.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ

"ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას" - რას ამბობენ უმრავლესობის ლიდერები თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი „არ და ვერ იქნება განხილვის საგანი“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ჟვანიამ და ცესკო-ს გუნდმა შრომა გასწიეს, არჩევნები შედგა და ამიტომ „მათთვის აქვს ჯერ ბოდიში მოსახდელი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ოპოზიციას“.

ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პროფესიული ნიშნით შეარჩიონ, რაციონალური და სამართლიანია.

„ქართული ოცნების“ გუნდს აქვს სამართლიანი შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უფრო მეტი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი და საჭიროების შემთხვევაში ის იყოს მოვალეობის შემსრულებელი. თუ ამ სამართლიანი და რაციონალური წინადადების საწინააღმდეგო არგუმენტს ვინმე წარმოადგენს, სიამოვნებით მოვუსმენთ, თუმცა აქამდე ასეთი არგუმენტი არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაციონალური და სამართლიანი მიდგომა, ნაცვლად იმისა, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი, ვთავაზობთ, რომ არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ იყოს, იყოს უფრო მეტად პროფესიონალი, პოლიტიკურად ნეიტრალური და სწორედ პროფესიული ნიშნით მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სამართლიანია და შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ასახავს.

„საკომიტეტო მოსმენებზე გამოჩნდება, რამდენად სამართლიანია ჩვენი პოზიცია. ხოლო ოპოზიციის მიდგომა ნამდვილად არაა სამართლიანი და არც თანასწორობის პრინციპებს იცავს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოპოზიციის მხრიდან ბოდიშის მოხდაზე საუბრობს ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია ბოდიშს არ მოიხდის, სულ მცირე იმის გამბედაობა მაინც უნდა ეყოს, რომ მოიკითხოს, რა გადაიტანა ცესკო-ს თავმჯდომარემ არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც მასზე პერსონალური შეტევა ხორციელდებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად ის ფაქტიც, რომ ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტში მუშაობა არ სურს საპარლამენტო არჩევნების თემასთან დაკავშირებით, ადასტურებს, რომ მათ არანაირი არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ აქვთ.

„მე ვფიქრობ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს, სად იმყოფება. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გავაგრძელეთ საგამოძიებო კომისიის ვადა, რომელიც მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გახსოვთ თქვენ, ოპოზიციამ იქ ისაუბრა, რომ ეს კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით წინ გავიხედოთო, 6 თვე თუ მეტი,ოპოზიციამ ეს ქვეყანა აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ, ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციას, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს, ვინც დააბრალა მას ისეთი რაღაცები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს და ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ რა გადაიტანა ამ ადამიანმა, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ პიროვნულად და მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

"უდუმაშვილი სხვანაირ განცხადებას ვერ გააკეთებს - რევოლუციური სცენარის შეწყვეტის ინსტრუქცია და მითითება კიევიდან არ ჩამოსულა" - ვოლსკი

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი ერთია - მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კერესელიძე