„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, პარლამენტში სასწრაფოდ შევიდნენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 35 დეპუტატზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვთ.
„გვაკლია. გვენატრება, 35 ოპოზიციონერზე უარის თქმის ფუფუნება ამ პარლამენტში არ გვაქვს“, - განაცხადა ხვიჩიამ.