ავტორი:

"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ" - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია (ფოტოები)

"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ" - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია (ფოტოები)

წარმატებული ქართველი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი წარუმატებელი ქორწინებები არაერთხელ გამხდარა განხილვისა და მითქმა-მოთქმის საგანი. ლიზა ბაგრატიონი ამ თემაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ხშირად ჩნდება.

ლიზა ბაგრატიონის მესამე რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელია. მათი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, საზოგადოებამ კი ამის შესახებ 2014 წელს გაიგო, როცა გიორგიმ ლიზას დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში საერთო ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "უზომოდ მიყვარს, დღეს დაბადების დღე აქვს".

წყვილი სიყვარულს არ მალავდა და „ფეისბუქზე“ ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებდა. ურთიერთობის დასაწყისში, გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა და მათ ერთმანეთის ნახვა იშვიათად უწევდათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს წყვილისთვის დაბრკოლება არ ყოფილა: "სამწუხაროდ, ის თბილისში ცხოვრობს, მე კი გერმანიაში ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ისიც მუსიკოსია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს“ - წერდა გიორგი ლიზაზე.

ასაკობრივი სხვაობის გამო ლიზა ბაგრატიონსა და გიორგი ცაგარელს დაშორებას უწინასწარმეტყველებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს დროებითი გატაცებაა, თუმცა წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და, როგორც თავად ამბობენ, თავს შესანიშნავად გრძნობენ. მუსიკოსების წყვილი ერთმანეთს პარტნიორობას სცენაზეც ხშირად უწევს...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება