მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდაში ბებია-ბაბუა? - ცნობილი პედიატრი აქტუალურ კითხვას პასუხობს
უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდაში ბებია-ბაბუა? - ცნობილი პედიატრი აქტუალურ კითხვას პასუხობს

მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე მშობ­ლებს მუდ­მი­ვად უზი­ა­რებს სა­ჭი­რო რჩე­ვებს, რო­მე­ლიც შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბათ. ამ­ჯე­რად ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხს ეხე­ბა. სა­უ­ბა­რია პა­ტა­რე­ბის აღ­ზრდა­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე.

"უნდა ჩავ­რთოთ თუ არა ბავ­შვის აღ­ზრდა-გაზ­რდის საქ­მე­ებ­ში ბე­ბია და ბა­ბუა? მე ვფიქ­რობ, რომ დიახ. და მგო­ნია, თქვე­ნი უდი­დე­სი ნა­წი­ლიც ამ კი­თხვა­ზე ასე პა­სუ­ხობს. თუ გინ­და, შვილს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო და ზრუნ­ვა აჩუ­ქო, მშობ­ლე­ბი ამ საქ­მე­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თე.

არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა იმ სიყ­ვა­რულს, რისი გა­ზი­ა­რე­ბაც ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ. ბე­ბი­ო­ბა და ბა­ბუ­ო­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოცდ­ლე­ბაა. ვის შე­უძ­ლია ასე­თი ზრუნ­ვა, მო­უ­ბეზ­რე­ბე­ლი თა­მა­ში, ერ­თგუ­ლე­ბა რო­გორც ბე­ბია-ბა­ბუ­ას?! მე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ჯერ არ მყავს, მაგ­რამ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა შენი გე­ნის მა­ტა­რე­ბელ კი­დევ ერთ, უსაყ­ვარ­ლეს არ­სე­ბას ხე­დავ, ხე­ლით ეხე­ბი და გრძნობ, რომ გრძელ­დე­ბი! როცა მშო­ბე­ლი ხდე­ბი, გან­სხვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას იძენ, სწავ­ლობ, პა­ტა­რას­თან ერ­თად შენც იზ­რდე­ბი, იხ­ვე­წე­ბი, რო­გორც მშო­ბე­ლი.

წლე­ბი სწრა­ფად გა­დის და აი, ის, შენი გაგ­რძე­ლე­ბა შენს წი­ნაა! ამ პა­ტა­რა ადა­მი­ანს შენს სახ­ლში, სულ­ში ენით აუ­წე­რე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა შე­მო­აქვს. აკ­ვირ­დე­ბი და შენი შვი­ლის ბავ­შვო­ბას ხე­დავ, ხა­ნაც თით­ქოს სა­კუ­თა­რი ნაკ­ვთე­ბი გხვდე­ბა თვალ­ში.რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, როცა მშობ­ლებ­მა პა­ტა­რა გან­დეს? ალ­ბათ ის, რომ შვი­ლიშ­ვი­ლი თუმ­ცა ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცია, მაგ­რამ მა­ინც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლია. შენი შვი­ლი და მისი მე­უღ­ლე ან პარტნი­ო­რი თა­ვად არი­ან მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში და ბავ­შვის გაზ­რდა-აღ­ზრდაც სწო­რედ მათი პრე­რო­გა­ტი­ვაა. სწო­რედ ისი­ნი ირ­ჩე­ვენ მის სა­მოსსს, ექიმს, აღ­ზრდის მე­თოდს... ყვე­ლა­ფერს, რაც ოდეს­ღაც შენი შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ შენ თა­ვად გა­და­წყვი­ტე ან გუ­ლით გინ­დო­და გა­და­გე­წყვი­ტა და უფ­რო­სე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, იქ­ნებ ამით გუ­ლიც გატ­კი­ნეს.

შენს კე­თილ რჩე­ვას შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ, საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვას - სა­ვა­რა­უ­დოდ, არა.აი, რა კი­თხვე­ბი უნდა და­უს­ვა შვი­ლებს, როცა პა­ტა­რას მოვ­ლა­ში ჩა­ერ­თვე­ბი: პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­არ­კვიო, რო­გო­რია პა­ტა­რას ძი­ლის და კვე­ბის რე­ჟი­მი. მშობ­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვი­ან, რო­გო­რი თა­მა­ში მოს­წონს, რო­გორ გა­მო­ხა­ტავს დაღ­ლას ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. დე­ტა­ლუ­რად გა­ი­ა­რე, რა საკ­ვე­ბი უნდა მის­ცე ბავ­შვს.

თუ დედა გა­მოწ­ვე­ლილ რძეს ტო­ვებს, ყუ­რა­დღე­ბით გა­ე­ცა­ნი მისი შე­ნახ­ვის წე­სებს, ხოლო თუ ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზეა, გა­არ­კვიე ნა­რე­ვის მომ­ზა­დე­ბის სა­კი­თხე­ბი. თუ პა­ტა­რა და­მა­ტე­ბით საკ­ვებ­საც იღებს, გა­ე­ცა­ნი ამ საკ­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს. შე­საძ­ლოა, ჩვილს მზა პრო­დუქ­ტე­ბით კვე­ბა­ვენ - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საკ­ვე­ბის უბ­რა­ლოდ შეთ­ბო­ბა მო­გი­წევს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ საკ­ვებს შინ უმ­ზა­დე­ბენ, გა­ე­ცა­ნი რე­ცეპ­ტებს და მკაც­რად მის­დიე მას.

არ მის­ცე ჩვილს სხვა საკ­ვე­ბი, გარ­და იმი­სა, რაც მშობ­ლებ­მა და­გი­ტო­ვეს. „ჩვენს დროს ასე იყო“ - ამ საქ­მე­ში არ გა­მოდ­გე­ბა. მე­დი­ცი­ნა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, იც­ვლე­ბა წარ­მოდ­გე­ნე­ბიც, მიდ­გო­მე­ბიც მოვ­ლის, კვე­ბის, და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე. ასე, რომ ბევ­რი რამ, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა რომ გვე­გო­ნა, მი­თად იქცა. გა­ე­ცა­ნი ბავ­შვის ძი­ლის რე­ჟიმს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უსაფრ­თხო ძი­ლის წე­სე­ბი, რაც ასე­ვე შეც­ვლი­ლია. თუ 80-90-იან წლებ­ში მუ­ცელ­ზე ძილი იყო მი­ღე­ბუ­ლი, ახლა მკაც­რად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ძი­ლის ზურ­გზე, რად­გან მუ­ცელ­ზე ძილ­მა, შე­საძ­ლოა, ჩვილ­თა უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის რის­კი გა­ზარ­დოს. ჰკი­თხე მშობ­ლებს ბავ­შვის ჩვე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

არ გა­მოგრჩეს ის ჰი­გი­ე­ნუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რა­საც მშობ­ლე­ბი იცა­ვენ. აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­კი­თხე შვი­ლებს ბავ­შვის იმ წე­სებ­ზე, რაც ჩვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ხელი შე­უ­წყე მის გან­ვი­თა­რე­ბას - ესა­უბ­რე, ეთა­მა­შე, ასე­ირ­ნე. ბე­ბია-ბა­ბუ­ა­ზე უკეთ ეს მგო­ნი არა­ვის გა­მოს­დის. ინ­ტერ­ნეტ-რე­სურ­სე­ბი ამო­უ­წუ­რა­ვია. მო­ძებ­ნე სან­დო წყა­რო­ე­ბი და გა­ე­ცა­ნი სი­ახ­ლე­ებს ბავ­შვის მოვ­ლის, კვე­ბის, და­ა­ვა­დე­ბა­თა ექი­მამ­დე­ლი მარ­თვის სა­კი­თხებ­ზე. და რაც მთა­ვა­რია, გა­და­ჭე­რი სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად. ვფიქ­რობ, ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია ოჯა­ხუ­რი ჰარ­მო­ნი­ი­სა და ბავ­შვი­სათ­ვის მშვი­დი გა­რე­მოს შე­საქ­მენ­ლად.ტკბილ ბე­ბია-ბა­ბუ­ო­ბას გი­სურ­ვებ!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბებო
0

ვეთანხმები. შვილიშვილის აღზრდასა და გაზრდაში უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა, მაგრამ გვახსოვდეს_ ისინი არ არიან ჩვენი შვილები, აქ მხოლოდ დამხმარე როლი გვაქვს, მთავარი მშობელია, მის მოთხოვნებს უნდა მოვერგოთ.სიყვარული? სიყვარული იმხელაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ.

თამაზ
0

ეს არის აღუწერელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდაში ბებია-ბაბუა? - ცნობილი პედიატრი აქტუალურ კითხვას პასუხობს

უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდაში ბებია-ბაბუა? - ცნობილი პედიატრი აქტუალურ კითხვას პასუხობს

მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე მშობლებს მუდმივად უზიარებს საჭირო რჩევებს, რომელიც შვილების აღზრდაში ეხმარებათ. ამჯერად ერთ-ერთი აქტუალურ საკითხს ეხება. საუბარია პატარების აღზრდაში ბებია-ბაბუების ჩართულობაზე.

"უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდის საქმეებში ბებია და ბაბუა? მე ვფიქრობ, რომ დიახ. და მგონია, თქვენი უდიდესი ნაწილიც ამ კითხვაზე ასე პასუხობს. თუ გინდა, შვილს დიდი სიყვარული, განსაკუთრებული სითბო და ზრუნვა აჩუქო, მშობლები ამ საქმეში აუცილებლად ჩართე.

არაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რისი გაზიარებაც ამ ადამიანებს შეუძლიათ. ბებიობა და ბაბუობა სრულიად განსხვავებული გამოცდლებაა. ვის შეუძლია ასეთი ზრუნვა, მოუბეზრებელი თამაში, ერთგულება როგორც ბებია-ბაბუას?! მე შვილიშვილები ჯერ არ მყავს, მაგრამ წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა, როცა შენი გენის მატარებელ კიდევ ერთ, უსაყვარლეს არსებას ხედავ, ხელით ეხები და გრძნობ, რომ გრძელდები! როცა მშობელი ხდები, განსხვავებულ გამოცდილებას იძენ, სწავლობ, პატარასთან ერთად შენც იზრდები, იხვეწები, როგორც მშობელი.

წლები სწრაფად გადის და აი, ის, შენი გაგრძელება შენს წინაა! ამ პატარა ადამიანს შენს სახლში, სულში ენით აუწერელი ბედნიერება შემოაქვს. აკვირდები და შენი შვილის ბავშვობას ხედავ, ხანაც თითქოს საკუთარი ნაკვთები გხვდება თვალში.რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მშობლებმა პატარა განდეს? ალბათ ის, რომ შვილიშვილი თუმცა ჩვენი სისხლი და ხორცია, მაგრამ მაინც სხვა ადამიანების შვილია. შენი შვილი და მისი მეუღლე ან პარტნიორი თავად არიან მთავარი ადამიანები მის ცხოვრებაში და ბავშვის გაზრდა-აღზრდაც სწორედ მათი პრეროგატივაა. სწორედ ისინი ირჩევენ მის სამოსსს, ექიმს, აღზრდის მეთოდს... ყველაფერს, რაც ოდესღაც შენი შვილის გაჩენის შემდეგ შენ თავად გადაწყვიტე ან გულით გინდოდა გადაგეწყვიტა და უფროსები ჩაერივნენ, იქნებ ამით გულიც გატკინეს.

შენს კეთილ რჩევას შვილები აუცილებლად მიიღებენ, საქმეებში ჩარევას - სავარაუდოდ, არა.აი, რა კითხვები უნდა დაუსვა შვილებს, როცა პატარას მოვლაში ჩაერთვები: პირველ რიგში უნდა გაარკვიო, როგორია პატარას ძილის და კვების რეჟიმი. მშობლები აუცილებლად გეტყვიან, როგორი თამაში მოსწონს, როგორ გამოხატავს დაღლას ან უკმაყოფილებას. დეტალურად გაიარე, რა საკვები უნდა მისცე ბავშვს.

თუ დედა გამოწველილ რძეს ტოვებს, ყურადღებით გაეცანი მისი შენახვის წესებს, ხოლო თუ ხელოვნურ კვებაზეა, გაარკვიე ნარევის მომზადების საკითხები. თუ პატარა დამატებით საკვებსაც იღებს, გაეცანი ამ საკვების ჩამონათვალს. შესაძლოა, ჩვილს მზა პროდუქტებით კვებავენ - ასეთ შემთხვევაში საკვების უბრალოდ შეთბობა მოგიწევს, იმ შემთხვევაში, თუ საკვებს შინ უმზადებენ, გაეცანი რეცეპტებს და მკაცრად მისდიე მას.

არ მისცე ჩვილს სხვა საკვები, გარდა იმისა, რაც მშობლებმა დაგიტოვეს. „ჩვენს დროს ასე იყო“ - ამ საქმეში არ გამოდგება. მედიცინა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, იცვლება წარმოდგენებიც, მიდგომებიც მოვლის, კვების, დაავადებათა მკურნალობის საკითხებზე. ასე, რომ ბევრი რამ, ჭეშმარიტება რომ გვეგონა, მითად იქცა. გაეცანი ბავშვის ძილის რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილის წესები, რაც ასევე შეცვლილია. თუ 80-90-იან წლებში მუცელზე ძილი იყო მიღებული, ახლა მკაცრად რეკომენდებულია ძილის ზურგზე, რადგან მუცელზე ძილმა, შესაძლოა, ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკი გაზარდოს. ჰკითხე მშობლებს ბავშვის ჩვევების შესახებ.

არ გამოგრჩეს ის ჰიგიენური ღონისძიებები, რასაც მშობლები იცავენ. აუცილებლად დაეკითხე შვილებს ბავშვის იმ წესებზე, რაც ჩვილის უსაფრთხოებისათვისაა აუცილებელი. ხელი შეუწყე მის განვითარებას - ესაუბრე, ეთამაშე, ასეირნე. ბებია-ბაბუაზე უკეთ ეს მგონი არავის გამოსდის. ინტერნეტ-რესურსები ამოუწურავია. მოძებნე სანდო წყაროები და გაეცანი სიახლეებს ბავშვის მოვლის, კვების, დაავადებათა ექიმამდელი მართვის საკითხებზე. და რაც მთავარია, გადაჭერი სადავო საკითხები შვილებთან ერთად. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია ოჯახური ჰარმონიისა და ბავშვისათვის მშვიდი გარემოს შესაქმენლად.ტკბილ ბებია-ბაბუობას გისურვებ!