ავტორი:

"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის

"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის

6 მაისს კლინიკაში საპროფილაქტიკოდ გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგი ფარეშიშვილს მოულოდნელად ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება. გიორგი ფარეშიშვილი - საზოგადოებრივი პლატფორმის, "სექტორი 3"-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია.

ქეთევან ჩაჩავა, გიორგის მეგობარი, ასევე "სექტორი 3"-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

- გიორგი წლების განმავლობაში ჩვენი ცენტრის გამგეობის წევრი და თანამშრომელია. სამოქალაქო სექტორში დიდი ხანია მოღვაწეობს და დიდი გამოცდილება აქვს. ძალიან აქტიური და პოზიტიური ადამიანი, ყველას გულშემატკივარი, გვერდში მდგომი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რადგან იქაც წლებია საქმიანობს.

- ასეთი აქტიური და წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ჯანმრთელობის ამ პრობლემას რაიმე წინაპირობა თუ ჰქონდა?

- ხომ ვამბობ, ენერგიული ადამიანია, უყვარს მეგობრები, აქტიური ცხოვრება, მოგზაურობა, ნახევარი მსოფლიო აქვს შემოვლილი. წინა დღეებში ცოტა სისუსტე იგრძნო, ამიტომ კლინიკაში გამოკვლევებზე მივიდა, რომ ანალიზებით გადაემოწმებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ შემაშფოთებელი სიტუაცია იყო. ანალიზები რამდენჯერმე შეამოწმეს. ლეიკემიის აგრესიული ფორმა ბიოფსიითაც დადასტურდა. სასწრაფოდ, მეგობრების დახმარებით, გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა, სადაც იქაურმა ექიმებმა იგივე დიაგნოზი დაუსვეს. ეს ყველაფერი 6 მაისს დაიწყო და ყოველდღიურად პროგრესირებს.

მეგობრებმა გიორგის მხარდასაჭერი კამპანიაც დავიწყეთ. მთავარია, რომ გიორგი თავის წილს ამ ბრძოლაში გაიღებს, აუცილებლად იბრძოლებს. გვჯერა მისი - ნამდვილად შემართებით არის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ კი ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. გვჯერა საზოგადოების თანადგომის. ერთად და ერთობით ყველაფერს შევძლებთ, მათ შორის, ლეიკემიის დამარცხებასაც!

- თურქეთში უკვე უტარდება მკურნალობის კურსი?

- დღეს იწყებს ქიმიოთერაპიის პირველ ეტაპს... ხომ ვამბობ, ეს ყველაფერი ჩვენთვის და ვინც მას იცნობს, წარმოუდგენელი შოკი იყო. ვაქცინის გაკეთებას აპირებდა და ვინაიდან რეკომენდაციაა, მანამდე გამოკვლევები ჩავიტაროთ, ამიტომაც მივიდა კლინიკაში, გარდა იმისა, რომ, როგორც გითხარით, მანამდე ცოტა სისუსტე იგრძნო... ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მის ორგანიზმში დაახლოებით, 2-3 თვის დაწყებულია. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით რისგან, რატომ ან როგორ განუვითარდა. არადა, ყურადღებიანი ადამიანია.

- დაოჯახებულია?

- არა, თავისი ოჯახი არ ჰყავს. მშობლები თელავში ცხოვრობენ, თვითონ წლების განმავლობაში თბილისში იყო... ჩვენ ერთმანეთი 2004 წელს სტუდენტურ მოძრაობაში ყოფნისას გავიცანით. მას მერე არაერთ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლაც უნდა იყოჩაღოს. უნდა გავიმარჯვოთ!

ვისთვისაც გიორგი ფარეშიშვილი უცნობია, გეტყვით, რომ ასაკის მიუხედავად, არაერთ სხვადასხვა პოზიციაზე აქვს ნამუშევარი. იყო ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე. საქმიანობდა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობებზე, უძღვებოდა სალექციო კურსს საეკლესიო სამართალში, რელიგიების ისტორიასა და კონსტიტუციურ სამართალში. არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფს. იყო ასევე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის წევრი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი მოწყობის საკითხებზე. ბაკალავრის ხარისხი მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ამჟამად არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი სოციალურ მეცნიერებებში. 2017-დან 2018 წლამდე ფოთის მერის მოადგილის პოზიციასაც იკავებდა. ფოთთან მისი კავშირი ამით არ დასრულებულა, 2019 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება“ და აქტიურად შეუდგა ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით. არის წიგნის "ფაზისიდან ფოთამდე“ რედაქტორი და ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი.

გიორგი ფარეშიშვილის მკურნალობასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 100.000$ სჭირდება. მეგობრებმა გიორგი ფარეშიშვილის თანადგომის კამპანია "ერთად დავამარცხოთ ლეიკემია #ფარეშასთვის“ უკვე დაიწყეს. შემოუერთდი შენც! გიორგიმ ლეიკემია ჩვენთან ერთად უნდა დაამარცხოს!!!

ანგარიშის ნომრები:

  • მიმღები ბანკი "საქართველოს ბანკი" ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა, მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE23BG0000000128547900
  • მიმღები ბანკი ს.ს “თიბისი ბანკი” ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა, მიმღების ანგარიში: #GE49TB7639136011600001

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"დაბეჯითებით გთხოვთ არ გახვიდეთ ღია სივრცეში! ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს