ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მოსახლეობა, რეაგირება უნდა იყოს პროპორციული" - ჟოზეფ ბორელი

"მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მოსახლეობა, რეაგირება უნდა იყოს პროპორციული" - ჟოზეფ ბორელი

უნდა დასრულდეს მწვავე ესკალაცია ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის ძალადობის სერიოზული ზრდა ღაზასა და მის გარშემო - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის სპეციალურ განცხადებაში.

"ევროკავშირი შეშფოთებულია დიდი ოდენობით სამოქალაქო პირთა, მათ შორის ბავშვების, დაშავებისა და დაღუპვის გამო. პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და დეესკალაციის მხარდაჭერისკენ.

დაუშვებელია რაკეტების ქაოტური გაშვება "ჰამასისა" და სხვა ჯგუფების მხრიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მისი მხრიდან რეაგირება უნდა იყოს პროპორციული და ძალების გამოყენებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი.

ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ფართო კონფლიქტი, რომელიც, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ორივე მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე. იერუსალიმში პატივი უნდა სცენ სტატუს - ქვოს წმინდა სალოცავებში და გარანტირებული იყოს ლოცვის თავისუფლება“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

აქვე ის აღნიშნავს, რომ რეგიონში კავშირი აქვს შესაბამის მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და მხარი დაუჭიროს შემდგომი ძალადობის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სეიშელის კუნძულებზე ეპიდაფეთქებაა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 70-%-ზე მეტი სრულყოფილად არის უკვე აცრილი - დააყენებს თუ არა ეს შემთხვევა "სინოფარმის" ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ?

ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა - "მოვიდა ჩემი რიგი...გთხოვთ აიცრათ, როცა თქვენი ჯერი დადგება"

დაბომბილია 14 ობიექტი, მათ შორის საბავშვო ბაღი... დაჭრილია 20 ადამიანი - რა ვითარებაა  ისრაელის ქალაქ აშკელონში?