კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა საქართველოს მოქალაქე... დღესაც დაგეგმილია შეტევა" - ლაშა ჟვანია
"ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა საქართველოს მოქალაქე... დღესაც დაგეგმილია შეტევა" - ლაშა ჟვანია

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, ლაშა ჟვა­ნია ადას­ტუ­რებს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და და აცხა­დებს, რომ მისი და­ზი­ა­ნე­ბა მსუ­ბუ­ქია.

რო­გორც ჟვა­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ში“ გა­ნა­ცხა­და, შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ ხუ­ლონ­ში მოხ­და.

"მსუ­ბუ­ქად და­შა­ვე­ბუ­ლი არის ერთი მო­ქა­ლა­ქე. მარ­ცხე­ნა ხელ­ში აქვს ჭრი­ლო­ბა შუ­შის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან, მას ჩა­უ­ტარ­და ხე­ლის და­მუ­შა­ვე­ბა და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სახ­ლში გუ­შინ­ვე გა­უშ­ვეს. ეს შემ­თხვე­ვა მოხ­და ქა­ლაქ ხუ­ლონ­ში. ავ­ტო­ბუს­ზე მოხ­და თავ­დას­ხმა და ის იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­თან ახ­ლოს. ეს ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს იმას, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

ლაშა ჟვა­ნია ის­რა­ელ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის ქვე­შაა.

რო­გორც ის აცხა­დებს, დღეს ის­რა­ლის დრო­ით 18:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მი­ლია თელ-ავი­ვი­სა და მის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ქა­ლა­ქებ­ზე შე­ტე­ვა და იქ მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, დარ­ჩნენ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე ან ისეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც თავ­შე­სა­ფარს სწრა­ფად იპო­ვი­ან.

"ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის ქვე­შაა. ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ბომბვა ქა­ლა­ქე­ბის - აშ­კე­ლო­ნის, შდე­რო­თის და აშ­დო­დის. ამ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის საკ­მა­ოდ კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბია და სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­სუ­ლი ბევ­რი მო­ქა­ლა­ქეა აქ.

ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი გვაქვს, რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გე­ტყვით, იმ­დე­ნად ბევ­რია, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად სა­კონ­სულ­ტა­ციო ხა­სი­ა­თის ზა­რე­ბია, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დღეს აპი­რებ­და გა­მოფ­რე­ნას, 5 სა­ათ­ზეა ფრე­ნა. ცნო­ბი­ლი არ იყო გა­იხ­სნე­ბო­და თუ არა აე­რო­პორ­ტი და შეს­რულ­დე­ბა თუ არა რე­ი­სი. ასე­ვე, 8 ადა­მი­ა­ნი გვყავს იზო­ლა­ტორ­ში და მათ გა­მომ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­ღებთ სპე­ცი­ა­ლურ ზო­მებს. მხო­ლოდ ისი­ნი ბრუნ­დე­ბი­ან, ვი­საც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და და ბი­ლე­თი ჰქონ­და უკვე ნა­ყი­დი.

არ­ცერ­თი ქა­ლა­ქი­დან ის­რა­ე­ლის მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია არაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ცავს მი­თი­თე­ბებს, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო, მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ეს მი­თი­თე­ბე­ბია ის, რომ ღია სივ­რცე­ში ნაკ­ლე­ბად იყ­ვნენ, ასე­ვე თავი შე­ი­კა­ვონ ისეთ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით 10-15 წუთ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ისეთ ღია სივ­რცე­ში, სა­დაც თავ­შე­სა­ფა­რი მი­უწ­ვდო­მე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს და გან­გა­შის შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ თავ­შე­სა­ფარს ან თუ თავ­შე­სა­ფა­რი არ არის, კი­ბის უჯრედ­ში გა­ჩერ­დნენ ან ჩა­ვიდ­ნენ შე­ნო­ბის ბუნ­კერ­ში, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბას აქვს ის­რა­ელ­ში.

ჩვენს ახ­ლობ­ლებს, ვინც ის­რა­ლე­ში იმ­ყო­ფებ­ნი­ან, არ და­უს­ვათ კი­თხვა, რო­გორ არი­ან, და­უს­ვით კი­თხვა, სად არი­ან. რო­გორც კი გა­ი­გებთ, რომ თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი არ არის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე ან ისეთ ად­გილ­ზე, სა­დაც გან­გა­შის ზა­რის ატეხ­ვი­დან 5 წუ­თის გა­ნავ­ლო­ბა­ში თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვოს, მო­უ­წო­დეთ, ასეთ ად­გი­ლებ­ზე მი­ვიდ­ნენ. ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია, რომ ის­რა­ე­ლის დრო­ით 6 სა­ათ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ტე­ვე­ბი ის­რა­ე­ლის ცენ­ტრის, თელ-ავი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ჭი­როა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რონ და 5 სა­ა­თის­თვის, ან ყვე­ლა­ზე გვი­ან 6-ის ნა­ხევ­რის­თვის, სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში იყ­ვნენ. თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არაა, დარ­ჩნენ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც თავ­შე­საფ­რის მო­პო­ვე­ბა ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

დ გ
11

მერე იჯდეს სამშობლოში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა საქართველოს მოქალაქე... დღესაც დაგეგმილია შეტევა" - ლაშა ჟვანია

"ავტობუსზე თავდასხმის დროს დაშავდა საქართველოს მოქალაქე... დღესაც დაგეგმილია შეტევა" - ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა და აცხადებს, რომ მისი დაზიანება მსუბუქია.

როგორც ჟვანიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "აქტუალურ თემაში“ განაცხადა, შემთხვევა ქალაქ ხულონში მოხდა.

"მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან, მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ მოქალაქეებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით რეკომენდაციებითაც მიმართავს და აცხადებს, რომ სამხრეთით მდებარე ქალაქები სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

როგორც ის აცხადებს, დღეს ისრალის დროით 18:00 საათზე დაგეგმილია თელ-ავივისა და მის მიმდებარედ არსებულ ქალაქებზე შეტევა და იქ მყოფმა ადამიანებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, დარჩნენ საცხოვრებელ ადგილზე ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თავშესაფარს სწრაფად იპოვიან.

"ისრაელის სამხრეთი სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დაბომბვა ქალაქების - აშკელონის, შდეროთის და აშდოდის. ამ ქართველი ებრაელების საკმაოდ კომპაქტური დასახლებებია და საქართველოდან ჩამოსული ბევრი მოქალაქეა აქ.

ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, რაოდენობას ვერ გეტყვით, იმდენად ბევრია, მაგრამ ძირითადად საკონსულტაციო ხასიათის ზარებია, რამდენიმე ათეული ადამიანი დღეს აპირებდა გამოფრენას, 5 საათზეა ფრენა. ცნობილი არ იყო გაიხსნებოდა თუ არა აეროპორტი და შესრულდება თუ არა რეისი. ასევე, 8 ადამიანი გვყავს იზოლატორში და მათ გამომგზავრებასთან დაკავშირებით ვიღებთ სპეციალურ ზომებს. მხოლოდ ისინი ბრუნდებიან, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა და ბილეთი ჰქონდა უკვე ნაყიდი.

არცერთი ქალაქიდან ისრაელის მიერ მოსახლეობის ევაკუაცია არაა გათვალისწინებული, შესაბამისად, თუ ნებისმიერი ადამიანი დაიცავს მითითებებს, რაც უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ეს მითითებებია ის, რომ ღია სივრცეში ნაკლებად იყვნენ, ასევე თავი შეიკავონ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით 10-15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში აღმოჩნდნენ ისეთ ღია სივრცეში, სადაც თავშესაფარი მიუწვდომელი შეიძლება იყოს და განგაშის შეტყობინების შემთხვევაში მიმართონ თავშესაფარს ან თუ თავშესაფარი არ არის, კიბის უჯრედში გაჩერდნენ ან ჩავიდნენ შენობის ბუნკერში, რომელიც თითქმის ყველა შენობას აქვს ისრაელში.

ჩვენს ახლობლებს, ვინც ისრალეში იმყოფებნიან, არ დაუსვათ კითხვა, როგორ არიან, დაუსვით კითხვა, სად არიან. როგორც კი გაიგებთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი არ არის საცხოვრებელ ადგილზე ან ისეთ ადგილზე, სადაც განგაშის ზარის ატეხვიდან 5 წუთის განავლობაში თავშესაფარი იპოვოს, მოუწოდეთ, ასეთ ადგილებზე მივიდნენ. ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. დაანონსებულია, რომ ისრაელის დროით 6 საათზე განხორციელდება შეტევები ისრაელის ცენტრის, თელ-ავივის მიმართულებით, საჭიროა ჩვენმა მოქალაქეებმა თადარიგი დაიჭირონ და 5 საათისთვის, ან ყველაზე გვიან 6-ის ნახევრისთვის, საცხოვრებელ ადგილებში იყვნენ. თუ ამის შესაძლებლობა არაა, დარჩნენ იმ ადგილებში, სადაც თავშესაფრის მოპოვება ადვილი იქნება“, - განაცხადა ჟვანიამ.

რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე?

"ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება "კომენდანტის საათი" - არ გახვიდეთ ქუჩაში" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს

"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი