საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, კიდევ ერთი ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", გია ზარანდია, იგივე გია "გალსკი", რომელმაც ცხოვრება რუსული ბომონდის წარმომადგენელს, ჯგუფ "ტატუს" მომღერალს დაუკავშირა, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, კრიმინალური ავტორიტეტების "მეორე ნახევრები" დახმარების თხოვნით რუს სამართალდამცველებსაც მიმართავენ. ცნობილმა მომღერალმა მარია მაკსაკოვამ მოსკოვში საკუთარი ბინის შესანარჩუნებლად, მეუღლის, ვლადიმირ ტურინის წინააღმდეგ სამართალდამცველებს მიმართა. ქალს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი ქმარი კრიმინალური სამყაროს წევრი იყო და სამართალდამცველებს მისი გადამოწმება სთხოვა.
რაც შეეხება ქართველ "კანონიერ ქურდს", მისმა მეუღლემ - დუეტ "ტატუს" სოლისტმა იულია ვოლკოვამ გადაწყვიტა, რომ ანტალიაში შეძენილი საერთო სახლიდან მეუღლე, გია "გალსკი" უნდა გააძევოს და დასახმარებლად ჩეჩნებს მიმართა. ჩეჩნებისთვის ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის" სტატუსი არაფრის მთქმელი აღმოჩნდა, ამიტომ "გალსკის" მათთვის ტელეფონი გაუთიშავს და ახლა მოვლენების განვითარებას ელოდება.
როგორც ცნობილია, ქართველ "კანონიერ ქურდს" მისი მეუღლე ძალიან უყვარდა. მეუღლის ხათრით მას რინოპლასტიკაც გაუკეთებია, მარცხენა მკლავზე კი ვოლკოვას პორტრეტი აქვს დახატული. "გალსკის" კონფლიქტი მეუღლესთან სხვა უთანხმოებებს დაემთხვა...წაიკითხეთ სრულად